ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" უბედური არაა, მაგრამ არც ბედნიერია

ბოსნიელს ჯოკრის როლი არ აკმაყოფილებს

კვირას, "არსენალთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში, "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ედინ ჯეკო ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ბოსნიელმაც იმედი გაუმართლა: "სიტიმ" ლონდონში 2:0 მოიგო და მეორე გოლი სწორედ ჯეკოს ანგარიშზეა.

ამ მატჩის შემდეგ ჯეკო აზრს, სავარაუდოდ, არ შეიცვლიდა. წინა დღეს კი გაზეთ "სანდეი მირორს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მანჩინი სასტარტოში იშვიათად ათამაშებს ხოლმე. ამასთან, ჯეკომ არ დამალა, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნება უნდა და არ გამორიცხა, რომ კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში მანჩესტერიდან ახლავე აიბარგოს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჯეკოს 19 მატჩი აქვს ჩატარებული, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოსნიელი თავდამსხმელისთვის პრობლემა ისაა, რომ 19 შეხვედრიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ იყო. შეცვლაზე შესვლის შემდეგ მან 6 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც 26 წლის თავდამსხმელს ინგლისში "სუპერჯოკერს" უწოდებენ, მაგრამ ჯეკოს ეს როლი არ აკმაყოფილებს და აღარ მალავს, რომ "სიტიდან" წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

ჯეკო: არ ვარ სუპერჯოკერი!

"რაც უნდათ, ის მიწოდონ, მაგრამ მე "სუპერჯოკერი" არ ვარ და არც არასდროს ვიქნები! - აცხადებს ჯეკო ხსენებული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, - მართალია, მოედანზე შესვლის შემდეგ რამდენიმე გოლი გავიტანე, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თამაში მირჩევნია. სათადარიგო ფეხბურთელის რანგში წნეხს ვერ ვგრძნობ, რაც ჩემთვის ცუდია. "მანჩესტერ სიტიში" უკმაყოფილო ან უბედური ნამდვილად არ ვარ. აქ ყველაფერი შესანიშნავადაა და ვფიქრობ, ჩემს მიერ გატანილი გოლების რაოდენობაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მწვრთნელი, ხელმძღვანელები და ქომაგები ჩემით კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ ეს სიტუაცია ჩემთვის არაა დამაკმაყოფილებელი."

შეგახსენებთ, რომ ედინი "სიტიში" ორი წლის წინ გადაბარგდა და ამ ხნის მანძილზე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა - მანჩინი მას უმეტესად შეცვლაზე ათამაშებს ხოლმე. შესაბამისად, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბოსნიელი უკმაყოფილებას გამოხატავს.

"სანდეი მირორისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯეკო არ ამბობს, "სიტიდან" გაქცევა მინდაო, მაგრამ ხაზგასმით აცხადებს, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს.

"გულახდილად ვამბობ, კონკრეტულ კლუბებზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ დასამალი არაფერია: გერმანიაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ჩემთვის აქ არავის მოუცია იმის საბაბი, რომ წასვლაზე ვფიქრობდე, მაგრამ მირჩევნია, რომ ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად ვთამაშობდე. ჩემთვის ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ბუნდესლიგა კი მართლაც ძალიან მიყვარს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ "სიტიდან" ახლავე, იანვარში წავიდე. ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება," - აცხადებს ჯეკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ედინ ჯეკო: "არსენალის" კარში პენალტი და კოშელნის გაძევება სამართლიანი იყო

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა