გათავისუფლებული დემეტრაძე Sportall.ge-ს ახალი რუბრიკის - "პრესკონფერენციის" პირველი სტუმარია - გიორგი ჩვენი საიტის მკითხველთა კითხვებს პასუხობს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ 13 იანვარს, დილის 10 საათზე, პოლიტპატიმრის სტატუსით სასჯელაღსრულების მე-12 საპყრობილე დატოვა.

გათავისუფლებული დემეტრაძე Sportall.ge-ს ახალი რუბრიკის - "პრესკონფერენციის" პირველი სტუმარია - გიორგი ჩვენი საიტის მკითხველთა კითხვებს პასუხობს.

მკითხველი:

- ვის თვლი საუკეთესო პარტნიორად მოედანზე, ვისთანაც ყველაზე კარგ დუეტს ქმნიდი თავდასხმაში? თუნდაც გუნდში ან ნაკრებში.

P.S. გილოცავ თავისუფლებას და წარმატებებს გისურვებ.

- ძალიან ბევრ გუნდში მითამაშია, ამიტომ ვერ გამოვარჩევ ასე სათითაოდ, რადგან ბევრი კარგი პარტნიორი მყოლია. ნაკრებს კი რაც შეეხება, ალბათ, ალექსანდრე იაშვილი.

GIORGI-AMOEVI:

- ბატონო გიორგი, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება გსურთ თუ მწვრთნელობას აპირებთ?

- ფეხბურთელის კარიერა უკვე დამასრულებინეს. 2.5 წელი ციხეში ვიჯექი და უკვე 36 წლის ვარ. სულით და გულით რომც მომინდეს, ფეხბურთელობას მაინც ვერ შევძლებ. რაც შეეხება მწვრთნელობას, ამჟამად ვისვენებ და ჯერ არ გადამიწყვეტია, მომავალში რას ვიზამ. გამორიცხვით კი არაფერს გამოვრიცხავ.

luka:

- მე ძალიან გამიხარდა, რომ გამოხვედი ციხიდან. შენი გულშემატკივარი ვარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. მინდა გისურვო ბედნიერება და წინსვლა ცხოვრებაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლნისის "სიონში" გთავაზობენ პოსტს. დაბრუნდები ფეხბურთში თუ მწვრთნელი იქნები? მიყვარხარ.

- დიახ, ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობა დამიკავშირდა, ლადო ბურდულსაც ველაპარაკე. კლუბის სელექციაში შემომთავაზეს ადგილი. ამჟამად სხვა შემოთავაზებები მაქვს და მათ წინადადებას უარი ვუთხარი. შეიძლება საქართველოში არ მომიწიოს ყოფნა და ქვეყნის საზღვრებს გავცდე. არის რაღაც ვარიანტები, შემოთავაზებებია რუსეთიდან, უკრაინიდან, მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. შესაძლოა, თბილისშიც დავრჩე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "სიონს" და ლადო ბურდულს ყურადღებისთვის.

მკითხველი:

- გილოცავთ თავისუფლებას, გიორგი! ცოტა ისეთი შეკითხვა მაქვს, იმედია, გამიგებთ... თქვენი დაპატიმრებით ხელისუფლებამ დაანახა თუ არა ქართველ ერს, რომ ებრძვის არა ე.წ. ქურდულ მენტალიტეტს, არამედ ქართულ მენტალიტეტს... როგორ ფიქრობთ?

- წინა ხელისუფლებას ისეთი პოლიტიკა ჰქონდა, რომ ებრძოდა ქართულ მენტალიტეტს, წესიერებას, კაცობას. თუ ესენი თვლიდნენ კაიკაცობას და წესიერებას ქურდულ მენტალიტეტად, მაშინ ეს მათთვის დანაშაული იყო. წინა ხელისუფლება ყველა წესიერს ებრძოდა.

მკითხველი:

- ბატონო გიორგი, თქვენი, როგორც ფეხბურთელის აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ფეხბურთელი, რათა მან ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი თავი კლუბსა თუ ნაკრებში? გილოცავთ უსამართლობიდან განთავისუფლებას.

- ფეხბურთელი რომ განვითარდეს, უნდა ითამაშოს კლუბში, ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა და ვითარდებოდეს კარგი მწვრთნელის ხელში, კარგ პირობებში, თამაშობდეს ნაკრებში და მერე უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადავიდეს. საქართველო ისეთი დონისაა, რომ... კი, ფეხბურთელი უნდა განვითარდეს, მაგრამ შემდეგ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, რათა კლასი აიმაღლოს.

მკითხველი:

- პირველ რიგში, გილოცავთ თავისუფლებას. რაც შეეხება კითხვას, თუ საიდუმლო არაა, რომელი უკრაინული გუნდები იჩენდნენ თქვენდამი ინტერესს?

- დიახ, ინტერესი ნამდვილად იყო უკრაინული და რუსული კლუბებიდან, მაგრამ კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ გარკვეული მიზეზების გამო.

მკითხველი:

- გამარჯობა, გიორგი, გილოცავ თავისუფლებას. გიო, შენი აზრით, ნაკრებს რამე ეშველება? :)

- ჯერჯერობით არ ჩანს ის ნაკრები, რომელსაც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე შეუძლია მოხვდეს. ალბათ, ნელ-ნელა, როცა წამოიზრდება ახალი თაობა... არიან პერსპექტიული ფეხბურთელები. როდესღაც გვეშველება... აბა, სულ უსაშველო ხომ არ იქნება?!

მკითხველი:

- პირველ რიგში, გილოცავ თავისუფლებას! გიორგი, შენი აზრით, კახი კალაძის გარდა, რატომ არავინ გამოთქვა იმის სურვილი, რომ შენთვის ღიად დაეჭირა მხარი?

- არა, იყვნენ ფეხბურთელები, ვინც მხარს მიჭერდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჩუმად იყო და ეშინოდა. თუმცა, ალბათ, რაღაც მიზეზების გამო ზოგს შეიძლება ეშინოდა, ზოგს რაღაცა ბიზნესი აქვს, ზოგს ძმა ჰყავს, ზოგს ნათესავი და ერიდებოდათ ასე საქვეყნოდ გამოსვლა და ხმამაღალი სიტყვის თქმა. მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, როგორც ეს კახიმ გააკეთა.

მიშკა მარცვალაძე:

- პირველ რიგში, გილოცავთ თავისუფლებას. საკმაოდ დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი. მართალია, მე პატარა ვიყავი, თამაში რომ დაიწყეთ, თუმცა ვერ ვივიწყებ თქვენს თამაშს "რეალთან" და სხვა გუნდებთან. თუმცა, ალბათ, ყველაზე გამორჩეულთაგან ეს ერთ-ერთია. "ბაიერნთან" თამაშში თქვენი გოლი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. რომ ვილაპარაკო, ალბათ, ვერასოდეს დავამთავრებ თქვენს ქებას. მე მაინტერესებს, თუ გაქვთ ისევ ისეთი სიყვარული ფეხბურთისადმი, როგორც ძველებურად? პირადად მე დიდი სურვილი მაქვს, კვლავ გიხილოთ ქართულ ფეხბურთში. გამიხარდებოდა, თუ თქვენ საქართველოს ახალგაზრდულ, 18-წლამდელთა ნაკრებს უხელმძღვანელებთ. საკმაოდ ნიჭიერი თაობა იკარგება იმის გამო, რომ დღესაც ნაცნობობით ხდება გუნდში აყვანა. საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება ეს ყოველივე, მაგალითად, "დინამოს" გუნდში. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

- რა თქმა უნდა, ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ფეხბურთის თამაშიც მომენატრა, თამაშზე დასწრებაც და საერთოდ, ფეხბურთთან შეხება მომენატრა. დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში. პროფესიონალურ ფეხბურთში კი ვერ დავბრუნდები, რადგან ასაკი არ მიწყობს ხელს.

ივიკო ციხისელი:

- რომელი იყო თქვენს კარიერაში საუკეთესო მატჩი?

- საუკეთესო მატჩები ბევრი იყო. კლუბის დონეზე, როცა "ბაიერნს" შევხვდით ჩემპიონთა ლიგაზე, მაშინ 2:0 გავიმარჯვეთ. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ იმიტომ, რომ "ბაიერნი" იყო, ჩემპიონთა ლიგა და გოლი მაკრატელათი გავიტანე (კიევის "დინამოში" თამაშის დროს ერთ გოლი კახი კალაძემ გაიტანა). ნაკრებს რაც შეეხება, ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება იყო.

მკითხველი:

- გილოცავთ თავისუფლებას. მოგწონთ, როგორ ათამაშებს თემურ ქეცბაია ნაკრებს?

- სიმართლე გითხრა, ნაკრების თამაში არ მინახია. ერთადერთი, თამაშებს რადიოთი ვუსმენდი, ამიტომ რაღაცა დასკვნის გამოტანა ძნელია. პრესას კი ვეცნობოდი, მაგრამ, როცა საკუთარი თვალით ნახავ, სულ სხვანაირია და შესაბამისად, შეფასებასაც შენ თვითონ გააკეთებ. ერთი მატჩი ვნახე, რომელიც საქართველოში გაიმართა ეგვიპტის ნაკრებთან და სიმართლე გითხრა, ისეთი შთაბეჭდილება არ დატოვა, ადამიანს რომ გაუხარდეს.

ჯიგარი:

- პირველ რიგში, გიორგი, გილოცავთ გათავისუფლებას და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მაინტერესებს, რომელ უცხოურ გუნდს ქომაგობთ?

- ლიონელ მესისა და "ბარსელონას" შემდეგ ცოტა ჭირს თამაშების ყურება. მათი ჩანაწერები ვნახე. "ბარსელონა" ისე თამაშობს, რომ არ უქომაგო, ალბათ, ფეხბურთის მტერი გამოდიხარ. "ბარსელონა" ძალიან მაგრად თამაშობს და ამის მერე სხვა მატჩები ცოტა ძნელი საყურებელია.

ლაშა, 38 წლის:

- გიორგი, პირველ რიგში, გილოცავ გათავისუფლებას და წარმატებებს გისურვებ. მინდა დავიჯერო, რომ უსამართლოდ გაგასამართლეს, თუმცა მართლა მაინტერესებს, თავად რა აზრის ხარ ამ ე.წ. მაზავშიკებსა და ქურდულ სამყაროზე? კარგი იქნება, თუ უბრალოდ, როგორც მოქალაქე, შენს დამოკიდებულებას ამ ყველაფრისადმი ღიად ჩამოაყალიბებ. უფრო მეტად იმ ადამიანების შეფასება გვაინტერესებს შენგან, რომლებმაც "ხელის მაზიანების" თამაშით პატარა ბიჭებს უზარმაზარი თანხები წააგებინეს და ფაქტობრივად, დაღუპეს და დააქციეს.

- რა თქმა უნდა, ცუდია, ბავშვები რომ თამაშობენ აზარტულ თამაშებს. რაც შეეხება "მაზავშიკებს", ცუდია, როცა ახალგაზრდები თამაშობენ და აგებენ. "მაზავშიკები" არ უნდა იყვნენ. თუ გაქვს ფული, შეგიძლია მიხვიდე ტოტალიზატორში და ფსონი გააკეთო.

Video

გიორგი დემეტრაძე გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს

luka
მე ძაზალიან გამიხარდა რომ გამოხვედი ციხიდან გულშემატკივარი ვარ შენი ძალიან ძალიან მიყვარხარ მინდა გისურვო ბედნიერება და წინსვლა ცხოვრებაში გავრცელდა ინპორ,მაცია რომ ბოლნისის სიონსში გტავზობენ პოსტს დაბრუნდები ფეხბურყსჰი ტუ მწვრტნელი იქნები მიყვარხარ
GIORGI-AMOEVI
ბატონო გიორგი, თქვენ მწვრთნელობა გისურვიათ, ან ფეხბურთის კარიერას განაგრძობ ?
mishkina
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ გაიაროთ უფასო რეგისტრაცია/ავტორიზაცია! ასჯერ გავიარე ავტორიზაცია და მაინც ამას მიწერს. ადმინისტრატორი: შეკითხვა შეგიძლია ასევე ვებგვერდის ფეისბუქზე მოგვწერო https://www.facebook.com/sportall.ge
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა