კანადურმა სპორტულმა ვებგვერდმა TSN-მ რეგულარული ჩემპიონატის წინ გამოაქვეყნა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგი

კანადურმა სპორტულმა ვებგვერდმა TSN-მ რეგულარული ჩემპიონატის წინ გამოაქვეყნა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგი.

სიის სათავეში ვხედავთ “პიტსბურგ პინგვინზის” კაპიტანს სიდნი კროსბის, რომელიც ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს პირველობას. ლოკაუტის პერიოდში 25 წლის კანადელი ჩრდილოეთ ამერიკაში დარჩა იმის მიუხედავად, რომ მისი გადაბირებით რამდენიმე ევროპული კლუბის იყო დაინტერესებული.

მეორე ადგილზეა კროსბის თანაგუნდელი ევგენი მალკინი. მას შარშან, ანალოგიურ რეიტინგში 22-ე ადგილი ეკავა. ლოკაუტის დროს რუსი მაგნიტოგორსკის “მეტალურგში” თამაშობდა და 37 მატჩში 65 ქულა (23+42) დააგროვა.

TSN-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს “ფილადელფიას” ფორვარდი კლოდ ჟირუ, რომელმაც ასევე დიდი პროგრესი განიცადა შარშანდელთან შედარებით, როცა 25-ე ადგილზე იმყოფებოდა. ლოკაუტის პერიოდში ჟირუ გერმანიის “აისბარენში” გამოდიოდა.

ხუთეულში მოხვდა კიდევ ერთი რუსი პაველ დაციუკი, რომელიც გასულ წელთან შედარებით, ორი პოზიციით დაქვეითდა. 34 წლის ფორვარდმა ლოკაუტის პერიოდი მოსკოვის ცსკა-ში გაატარა და 31 მატჩში 36 ქულა (11+25) დააგროვა.

საინტერესოა, რომ ათეულში ვერ მოხვდა შარშანდელი მეორეადგილოსანი, “ვაშინგტონის” კაპიტანი ალექსანდრ ოვეჩკინი. ის ამჯერად მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა.

NHL-ის საუკეთესო მოთამაშეთა ათეული ასე გამოიყურება:

1. სიდნი კროსბი (პიტსბურგი)

2. ევგენი მალკინი (პიტსბურგი)

3. კლოდ ჟირუ (ფილადელფია)

4. სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი)

5. პაველ დაციუკი (დეტროიტი)

6. ჯონათან ტეუვზი (ჩიკაგო)

7. ში უებერი (ნეშვილი)

8. დანიელ სედინი (ვანკუვერი)

9. ჰენრიკ სედინი (ვანკუვერი)

10. ანჟე კოპიტარი (ლოს ანჯელესი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL: სეზონის მთავარი თარიღები

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა