საქართველოს ჩემპიონატი. I ეტაპის შეჯამება. "მეტალურგი" (რუსთავი). ადგილი VII
პირველი ეტაპის ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რაღა თქმა უნდა, "მეტალურგის" წარუმატებლობაა - ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული და სტაბილური გუნდი პირველ ექვსეულში ვერ მოხვდა!

არადა, "მეტალურგი" (იგივე "ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში მეშვიდე სეზონს ატარებს და ერთადერთი გამონაკლისის გარდა (როცა გუნდმა IV ადგილი დაიკავა), მუდამ საპრიზო სამეულში "ტრიალებდა".

რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ, საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი გაზაფხულზე თავისთვის მართლაც შეუფერებელ, ქვედა ექვსეულში გააგრძელებს ბრძოლას და "დინამოს", "ზესტაფონის", "დილასა" თუ "ტორპედოს" ნაცვლად, ბევრად მოკრძალებული ამბიციის მქონე მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება.

"მეტალურგის" წარუმატებელ ასპარეზობას, რაღა თქმა უნდა, არაერთი მიზეზი აქვს (სუბიექტურიც, ობიექტურიც), თუმცა ეს ყველაფერი ჩვენზე უკეთ, ალბათ, კლუბის ხელმძღვანელებს მოეხსენებათ.

ისე, ნებისმიერი გუნდის ასპარეზობა თავის გულშემატკივართა რაოდენობაზე რომ აისახება ხოლმე, ფაქტია და ამ მხრივ, არც "მეტალურგი" იყო გამონაკლისი - მიმდინარე სეზონში რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე უჩვეულოდ ცოტა მაყურებელი მოდიოდა. არადა, ზემოთაც ვახსენეთ, რომ 2006 წელს დაარსებული კლუბი მაშინვე მოწინავეთა შორის დამკვიდრდა და თითქმის ყოველწლიურად ევროტურნირებზეც მონაწილეობდა.

სხვათა შორის, ჩემპიონატში წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, "მეტალურგს" მაინც დარჩა ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსი, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

მანამდე კი მართლაც ბევრისთვის აუხსნელი ფაქტი თუ მოვლენა კიდევ ერთხელ გვინდა ვახსენოთ; უცნაურზე მეტი იყო, როცა წინა სეზონში ლამის გაჩემპიონებულ გუნდს ესოდენ არასტაბილური სტარტი ჰქონდა მიმდინარე ჩემპიონატში. თავად განსაჯეთ: პირველ ეტაპზე "მეტალურგმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხა ზედიზედ ორი მატჩის მოგება!

აღარაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ იმავე წინა სეზონისაგან განსხვავებით, "მეტალურგი" თითქმის უშანსოდ იყო ჩემპიონატის ფავორიტებთან დაპირისპირებაში: ერთადერთი, მხოლოდ "ზესტაფონთან" ჰქონდა დადებითი ბალანსი, თორემ "დინამოსთან", "დილასა" და "ტორპედოსთან" ჩატარებულ ყველა დაპირისპირებაში ისე დამარცხდნენ, ამ მეტოქეთა კარში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს!

...უცნაურია, მაგრამ ფაქტია: რაც "მეტალურგი" არსებობს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ერთსა და იმავე მწვრთნელს სეზონი სრულად ჩაემთავრებინოს! გამონაკლისი არც მიმდინარე ჩემპიონატია: "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო მარცხის მერე კობა ჟორჟიკაშვილის წინა სეზონის დამსახურება აღარავის ახსოვდა და ამ გამოცდილ სპეციალისტსაც კარისკენ მიუთითეს.

მის ნაცვლად მოსულ ახალგაზრდა მწვრთნელ გიორგი ყიფიანს კი მართლაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა მუშაობის გაგრძელება, მაგრამ აშკარად მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე "მეტალურგმა" მთავარი ამოცანის შესრულება (პირველ ექვსეულში მოხვედრა) მაინც ვერ შეძლო.

მეკარე

სეზონი გამოცდილმა მეკარემ, 32 წლის გრიგოლ ბედიაშვილმა დაიწყო, თუმცა პირველი ტურის მერე მისი ადგილი გუნდის ახალწვეულმა, 23 წლის ივან ჰოსმანმა დაიკავა.

სამწუხაროდ, ტანმაღალი ხორვატი მეკარე არასტაბილურად თამაშობდა და პირველი წრის ბოლომდე "მეტალურგის" კარს გამოცდილი ზურაბ ბათიაშვილი იცავდა. 32 წლის ბათიაშვილი რუსთაველთა ძირითადი მეკარე გახდა და, ალბათ, ასე იქნება მეორე ეტაპზეც.

დაცვა

ამ სეზონის დაწყების წინ "მეტალურგიდან" ორი წამყვანი მცველი წავიდა: გივი კვარაცხელია და გიორგი სეთურიძე (ორივე - "დინამოში"). ამის მიუხედავად, რუსთაველთა გუნდის უკანა ხაზი ერთობ გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული: მარჯვენა მცველად, უმეტეს შემთხვევაში, 27 წლის ლაშა ჯაფარიძე ასპარეზობდა, ცენტრში - 34 წლის მიხეილ მახვილაძე და 31 წლის ალექსანდე ინწკირველი;

ხშირად უწევდათ თამაში უნივერსალ ფეხბურთელებს, 27 წლის დენის დობროვოლსკისა და 23 წლის გიორგი გავაშელიშვილს. თუმცა მეტ-ნაკლებად სტაბილურად პირველი ეტაპი "მეტალურგის" ახალწვეულმა, 24 წლის ანზორ სუხიაშვილმა ჩაატარა, რომელიც მარცხენა ფლანგზე უკონკურენტო გახლდათ.

ნახევარდაცვა

წინა სეზონში სწორედ შუახაზი იყო "მეტალურგის" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი საწინდარი, რასაც ამ ჩემპიონატზე ვერ ვიტყვით.

შესაძლოა, ამას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა: დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა "მეტალურგის" ერთ-ერთ ლიდერს, 27 წლის რევაზ გეწაძეს. რუსთაველი ქომაგები უფრო მეტს მოელოდნენ 24 წლის ირაკლი მაისურაძისგან, ისე, როგორც 22 წლის გიორგი თექთურმანიძისგან (აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაისურაძეს ხშირად უცვლიდნენ ამპლუას).

24 წლის ლუკა რაზმაძე, 24 წლის გიორგი მიქაბერიძე და 24 წლის გიორგი ქავთარაძე "მეტალურის" უკვე "სტაჟიან" წევრებად ითვლებიან, თუმცა წინა სეზონებში ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ.

პირველი ეტაპის ბოლო მატჩებში გიორგი ყიფიანი თამამად ენდობოდა 19 წლის ივანე ხაბელაშვილს და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ახალგაზრდა გარემარბს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

თავდასხმა

პირველი ეტაპის ბოლო ტურამდე "მეტალურგს" 21 მატჩში მხოლოდ 16 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც, დაგვეთანხმებით, დიდი ვერაფერი შედეგია.

არადა, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის გოლეადორული თვისებებით დაჯილდოებული ისეთი ფორვარდებით, რუსთაველებს რომ ჰყავდათ: 29 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა და 22 წლის ირაკლი სიხარულიძემ 7-7 გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ისეთი მატჩებიც გვახსოვს, უფრო შედეგიანად თამაში რომ მართებდათ.

საუკეთესო მატჩი

ასეთად, უდავოდ, მეორე ტურის შეხვედრა უნდა მივიჩნიოთ, როდესაც "მეტალურგმა" სტუმრად შეძლო მოქმედი ჩემპიონის, "ზესტაფონის" დამარცხება (1:0). თანაც, ეს ერთგვარი რევანშიც იყო წინა სეზონის პერიპეტიებისა: შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის საჩემპიონო დავაში (კაბინეტში რომ გადაწყდა!) "ზესტაფონმა" აჯობა რუსთაველებს და თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაშიც იმერლებმა იმარჯვეს.

რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ, ამ ჩემპიონატში "მეტალურგს" 2 ან 3 გამორჩეული მატჩი არ ჩაუტარებია...

ყველაზე ცუდი მატჩი

პირველი, რომელიც გვახსენდება, XX ტურის შეხვედრა იყო: "მეტალურგი" საკუთარ მოედანზე უშანსოდ დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოსთან" (0:4).

იგივეს თქმა შეიძლება "ვიტ ჯორჯიასთან" ასევე საშინაო წაგებაზე და, რაღა თქმა უნდა, გადამწყვეტი მატჩი უნდა ვახსენოთ! XX ტურის შეხვედრას ვიხსენებთ, როცა პირველი ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "მეტალურგი" კვლავაც ინარჩუნებდა ზედა ექვსეულში მოხვედრას, მაგრამ არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "ჩიხურას" დამარცხება მაინც ვერ შეძლო.

ისე, რუსთაველებს რომ ამ შეხვედრაში გაემარჯვათ, არავინ იცის, ბოლო ორ ტურში მოვლენები როგორ განვითარდებოდა და საერთოდაც, ზედა ექვსეული როგორ დაკომპლექტდებოდა...

ლიდერი

წინა სეზონში "მეტალურგს" ერთდროულად რამდენიმე ლიდერი ჰყავდა (გივი კვარაცხელია, რევაზ გეწაძე, ირაკლი მაისურაძე, ლუკა რაზმაძე, დიმიტრი ტატანაშვილი), რასაც მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.

მიზანი

"მეტალურგის" ახალი თავკაცი გიორგი ყიფიანი ახალგაზრდა და ამბიციური სპეციალისტია და გვჯერა, რომ გუნდის თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გააკეთებს.

"მეტალურგი" მალე უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება, რამდენიმე ახალწვეულსაც დაიმატებს და მეორე ეტაპსაც სახეშეცვლილი შეხვდება. გუნდის მთავარი მიზანი კი, რაღა თქმა უნდა, საქართველოს თასზე წარმატებული ასპარეზობაა - ევროტურნირებზე მოხვედრის ერთადერთ გზად ესღა რჩება.

აი, რაც შეეხება ჩემპიონატს, აქ ყველაფერი გარკვეულია: "მეტალურგს" პირველ ლიგაში დაქვეითება არ ემუქრება და მეორე ეტაპის შეხვედრებსაც, ალბათ, სათასო მატჩებისათვის სამზადისად გამოიყენებს.

რუსთავის "მეტალურგი" 2012/2013

მეკარეები: ზურაბ ბათიაშვილი-14, ივან ჰოსმანი-7, გრიგოლ ბედიაშვილი-1;

მცველები: ანზორ სუხიაშვილი-21 (1), ალექსანდრე ინწკირველი-19, ლაშა ჯაფარიძე-19, მიხეილ მახვილაძე-18, გიორგი გავაშელიშვილი-12, თორნიკე კაკუშაძე-1;

ნახევარმცველები: ირაკლი მაისურაძე-21, ლუკა რაზმაძე-20, გიორგი მიქაბერიძე-20 (2), გიორგი ქავთარაძე-18 (1), დენის დობროვოლსკი-17 (1), რევაზ გეწაძე-16 (1), გიორგი თექთურმანიძე-15, ივანე ხაბელაშვილი-9, გიორგი განუგრავა-6, ზვიად ლობჯანიძე-3, გიორგი გურეშიძე-2, გიორგი ხიდეშელი-1.

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი-22 (7), ირაკლი სიხარულიძე-20 (7), დავით ჯანელიძე-6 (1).

მწვრთნელები: კობა ჟორჟიკაშვილი (I-VIII), გიორგი ყიფიანი (IX-XXII)

"მეტალურგის" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

I ტური

მეტალურგი-დინამო (თბ) 0:1

II ტური

ზესტაფონი-მეტალურგი 0:1

III ტური

მეტალურგი-მერანი 1:0

IV ტური

მეტალურგი-ტორპედო 0:4

V ტური

დინამო (ბთ)-მეტალურგი 0:2

VI ტური

მეტალურგი-კოლხეთი 2:1

VII ტური

დილა-მეტალურგი 3:0

VIII ტური

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2

IX ტური

ჩიხურა-მეტალურგი 1:0

X ტური

მეტალურგი-სიონი 1:0

XI ტური

ზუგდიდი-მეტალურგი 2:1

XII ტური

დინამო (თბ)-მეტალურგი 3:0

XIII ტური

მეტალურგი-ზესტაფონი 1:1

XIV ტური

მერანი-მეტალურგი 0:0

XV ტური

ტორპედო-მეტალურგი 1:0

XVI ტური

მეტალურგი-დინამო (ბთ) 2:1

XVII ტური

კოლხეთი-მეტალურგი 2:3

XVIII ტური

მეტალურგი-დილა 0:2

XIX ტური

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1

XX ტური

მეტალურგი-ჩიხურა 1:1

XXI ტური

სიონი-მეტალურგი 0:0

XXII ტური

მეტალურგი-ზუგდიდი 5:1

სატურნირო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარტვილის "მერანი" - უცვლელი ხელწერა და დამსახურებული სიმპათიები

ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი

თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...

"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია

გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა

ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით

ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა