ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ერევანში გამოიცდებიან
ხასავიურტიდან დაბრუნების შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელობამ იმ შემადგენლობაზეც იმსჯელა, რომელმაც მოახლოებულ უქმეებზე ერევანში სერჟ სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში უნდა იჭიდაოს. ვინაიდან სომხეთში წასვლა-წამოსვლა იაფია, იქ გაფართოებული შემადგენლობა მიდის. მით უფრო, ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი გარდაუვალია და მწვრთნელებს ბევრი ჰყავთ გამოსაცდელ-შესამოწმებელი, კონკურენცია ბევრ წონაშია გასარკვევი. ამიტომ იქ დაახლოებით 23-24 სპორტსმენი მიდის. მათ შორის, ბევრი ძველი შემადგენლობიდანაც.

ცხადია, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ თქვენს ყურადღებას მხოლოდ ლიდერებსა და ახალგაზრდული ასაკის გამორჩეულ ფალავნებზე შევაჩერებთ: ბესარიონ გოჩაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ორივე - 55), მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი (60), შალვა მუზიაშვილი, კობა კაკალაძე (66), დავით ხუციშვილი, მალხაზ მუზიაშვილი, გელა საღირაშვილი (74), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი ნიკურაძე (120).

ამჯერად შემადგენლობაში არ არიან გორელი ლიდერები - ოთარ თუშიშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96). მიზეზი ტრავმებია, რაც მართლაც აწუხებს ორივეს, მაგრამ გოგშელიძე ამ დღეებში სამინისტროებს შორის გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდის შემადგენლობაში გამოდის და წუხელ ნახევარფინალიც ითამაშა დედაქალაქის მერიის გუნდის წინააღმდეგ. საკითხავია - ჭიდაობა თუ არ შეუძლია, ფეხბურთს როგორღა თამაშობს?! არადა, მან ფეხი მართლაც იტკინა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ერევნის ტურნირში თუ არ გამოვა, აჯობებს, იმკურნალოს მაინც. მინი-ფეხბურთის ტურნირებში მონაწილეობის გამო მასთან ნაკრების მწვრთნელებს ადრეც ჰქონდათ პრეტენზიები, მაგდენ დროს ვარჯიშს რომ უთმობდეს, რა გვიჭირდაო...

მსოფლიოზე ნატკენი ფეხის გამო ერევანში ვერ იჭიდავებს მსოფლიოს პრიზიორი, ახალი თაობის ერთ-ერთი პერსპექტიული ფალავანი ლევან ბერიანიძე (120) - ექიმებთან და მწვრთნელებთან შეთანხმებით ამჯობინა, იმკურნალოს, დაისვენოს, ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს და საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადოს. არადა, ამ წონაში წლეულს რომ კონკურენციაა, ვინ იცის, ასეთი რამდენი ხანი არ გვღირსებია! აღსანიშნავია, რომ ხასავიურტში მოძმანაშვილმა ორი შეხვედრა იჭიდავა და ორივე მოიგო. თანაც ლიდერებთან - რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან (თუმცა ეს ახალგაზრდა ჩეჩენი 96-ში უფრო ჭიდაობს) და სოსლან გაგლოევთან, დანარჩენი სამი ორთაბრძოლა კი საკანდელიძემ ჩაატარა და მანაც ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა გამოსვლა. ბერიანიძის გარდა, ახლა მწვრთნელები ყველა კანდიდატს ერთად გამოსცდიან, როგორც - 60-ში. იქაც ძალიან საინტერესო იქნება ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ზარქუასა და შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ ქურდიანის შეხვედრა - ბოლო წლებში ესენი ამ წონაში ლიდერებად გამოიკვეთნენ. ასევე საინტერესოა 55 კილოგრამი კატეგორიაც - შეძლებს თუ არა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, გორელი ხინჩეგაშვილი თანაქალაქელი და თანადარბაზელი გოჩაშვილის დამარცხებას. ხინჩეგაშვილმა წინა კვირას ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასზე იჭიდავა და არცთუ ურიგოდ - რუსთა ნაკრების წევრს, ევროპის ჩემპიონ ნარიმან ისრაპილოვს მოუგო (საინტერესოა, რომ ევროპის იმ, შარშანდელი პირველობის ფინალში - შარშან ისრაპილოვმა გოჩაშვილი დაამარცხა). თუმცა ხინჩეგაშვილს კისრის ტრავმის გამო მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა და ვარჯიშები ხასავიურტში წასვლამდე სამი დღით ადრე განაახლა. ცხადია, მას ახლაც აკლია მომზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა