ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება თბილისის "დინამოს" შესაძლო ახალწვეულებსა და გუნდიდან წამსვლელებზე
ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება თბილისის "დინამოს" შესაძლო ახალწვეულებსა და გუნდიდან წამსვლელებზე.

ჯერ ქართველებზე ვთქვათ: ერთ-ერთი ვერსიით, კლუბს რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელის, დიმიტრი ტატანაშვილის, აგრეთვე, გორის "დილას" ფეხბურთელების - ზურაბ არზიანისა და დავით კვირკველიას დაბრუნება სურს.

ამავე დროს, ამტკიცებდნენ, რომ "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარე გიორგი ლორიას ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" იწვევენო.

მათ გარდა, უცხოელებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს "დინამო" ლორიას სავარაუდო შემცვლელად 27 წლის ბელგიელ გლენ ვერბაუდს განიხილავს, რომელიც ბოლოს "ვესტერლოში" გამოდიოდა; იმატებენ 29 წლის სლოვაკ შემტევ ნახევარმცველს, პეტერ გრაიციარს, რომელიც პრაღის "სპარტას" ღირსებას იცავდა;

თითქოს გადაწყვეტილია 24 წლის გამბიელი ფორვარდის, ოუსმან ჯალუს გადმოსვლაც, რომელიც ბოლოს თურქეთის პირველი ლიგის "ჩეიქურ რიზესპორში" გამოდიოდა.

მოკლედ, "დინამოში" საკადრო რევოლუცია მოეწყო, რაზეც კომენტარისთვის თბილისური კლუბის წარმომადგენელს დავუკავშირდით, თუმცა მან გვითხრა, ახლა იმდენი ჭორ-მართალი ვრცელდება, ყველაფერზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთო.

ცხადია, ეს გვარები შემთხვევით არ დასახელებულა, საფუძველი არსებობს, მაგრამ სხვა საკითხია, დასახელებული მოთამაშეები კლუბში მართლა ჩაირიცხებიან თუ მხოლოდ მენეჯერთა შეთავაზებებია.

თუმცა ერთი ის ვიცით, რომ ზურაბ არზიანი გავრცელებული ხმებით გაოცებულია და მას კატეგორიულად უარყოფს. ის გორის "დილაშია" და ჯერჯერობით სეზონისთვის ამ კლუბში მოემზადება.

მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ "დინამომ" დაიმატა გიორგი შაშიაშვილი (გორის "დილა"), ლაშა შინდაგორიძე ("ზესტაფონი") და ნიკა დიასამიძე (ბათუმის "დინამო"), ხოლო კლუბი ალბერტ იაგუემ და გოგიტა გოგუამ დატოვეს.

გიორგი ლორიამ კი სამედიცინო შემოწმება "დინამოში" გაიარა და ჯერჯერობით თბილისურ კლუბში ვარჯიშობს. თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კარიერას მართლაც რომელიმე ძლიერ ლიგაში გააგრძელებს.

მარტო ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრამ საქართველოს ნაკრების მეკარის იმიჯი ისე გაზარდა, წარმოუდგენელიც იქნება და გაუმართლებელიც, კვლავ საქართველოში რომ ითამაშოს - მას ბევრად უკეთესი სარბიელი შეეფერება.

თბილისში ლეგიონერები ჯერ არ ჩამოსულან, მაგრამ მათ შვებულება მალე დაუსრულდებათ და "დინამოს" უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან.

სეზონის განახლებამდე კი თვენახევარი არის დარჩენილი და "დინამოში" ცვლილებები გამორიცხული ნამდვილად არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...

დუშან უჰრინი: ვიმედოვნებ, გიორგი ლორია მსგავს შეცდომებს აღარ გაიმეორებს

გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?

გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

ARI
ქართველ ჟურნალისტებს თავისი სლენგი აქვთ ესეთი.. როცა რეალს წერენ ნიჟნი ნოვგოროდს გულისხმობენ .. მანჩესტერში კი მეტწილად კრასნოდარი იკითხება.. ხოლო ინტერი კი ინტერია ოღონდ ბაქოსი
OT
ქარტველი ჟურნალისტები არინა ფინთი გოიმებივით - "ლორიას ესპანეთში იწვევენო" ორი კვირა სტატიები არ ცხრებოდა, და ახლა "სკა"-სჰი მიდისო. ასე დიდ მანძილით დაშორება რეალობასთან - მხოლოთ ქარტველების "ნიჟი" თუ შეძლებს.
giorgi
რა სკა ენერგია? :D გიჯი კი არ არის :D ალბათ ბევრს იცინებს ამ წინადადაბაზე :D
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა