კახა კაჭარავას გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების დასკვნით ეტაპს თურქეთში გამართავს
"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს განაგრძობს. ფეროელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გუნდი ძველით ახალი წლისთვის დაასვენა, 15 იანვრიდან კი საწვრთნელი პროცესი განახლდა.

უკვე გითხარით, რომ კაჭარავამ ფეხბურთელებს თავისი ასისტენტი კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა. ამ სამწვრთნელო დუეტის ხელმძღვანელობით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დღეში ორჯერ ვარჯიშობს.

საქმეში აქტიურად არის ჩართული "ზესტაფონის" სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი ივან ვუჩეტიჩი. რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ტრავმები ბოლომდე ჯერ არ მოშუშებიათ, სატრენაჟორო დარბაზში მისი მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება.

"ზესტაფონი" მზადების დასკვნით ეტაპს თურქეთში გამართავს და სწორედ იქაური შეკრება გაარკვევს იმ შემადგენლობას, რომელსაც გუნდის სამწვრთნელო შტაბი ჩემპიონატის მეორე ეტაპსა და თასის გათამაშებაში დაეყრდნობა.

ფეროელთა რიგებში ახალწვეულებს უნდა ველოდოთ. დიდია ალბათობა, რომ ქართველების გარდა, "ზესტაფონში" ახალი ლეგიონერებიც ვიხილოთ.

შეგახსენებთ, დღეისთვის ზემოიმერლებს ორი უცხოელი ჰყავთ - კოტდივუარელი ბოტი გოა დემელი და სერბი იგორ იელიჩი. კლუბი დატოვა გერმანელმა პატრიკ მილხრაუმმა.

ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "ზესტაფონში" ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე. მას კარიერის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაგრძელების შანსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა