საფრანგეთის ლიგის თასი. 1/2-ფინალი
“სენტ ეტიენი” მთელი მატჩის განმავლობაში საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა სტუმართა მეკარე სტივ ელანა, თუმცა “მწვანეებმა” პენალტების სერიაში მაინც იძალეს და ბოლო 30 წელიწადში პირველად გავიდნენ ამა თუ იმ ტურნირის ფინალში.

“სენტ ეტიენი” ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული გუნდია, მაგრამ ამ კლუბის ქომაგთა თაობები გაიზარდა ისე, რომ საყვარელი გუნდი ფინალში არ უნახავთ. 1982 წლის საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც “სენტ ეტიენმა” “პარი სენ ჟერმენთან” პენალტების სერიაში წააგო, ეს გუნდი პირველად გავიდა ფინალში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი “სტად დე ფრანსზე”, რომელიც 1998 წელს გაიხსნა, ისტორიაში პირველად ითამაშებს.

კრისტოფ გალტიეს შეგირდებმა მიმდინარე ლიგის თასზე პენალტების სერიაში მესამედ იმარჯვეს. “მწვანეებმა” 1/16-ფინალში “ლორიანს” მოუგეს, ხოლო 1/4-ფინალში პსჟ-ს სძლიეს. “ლილთან” კი მარცხთან ახლოს იყვნენ - ფლორიან ბალმონს პენალტი რომ გაეტანა, ფინალში “ლილი” გავიდოდა, მაგრამ ვეტერანს ფეხი დაუცდა და ბურთი სტეფან რუფიეს კარის ძელს მოხვდა. ამის შემდეგ სერია პირველ აცილებამდე გაგრძელდა და ნერვებმა იდრისა გეიეს უმტყუნეს, რომელმაც ბურთი კარს ააცილა და “სენტ ეტიენმა” “სტად დე ფრანსზე” თამაშის უფლება მიიღო.

შეხვედრას რაც შეეხება, როგორც ვთქვით, მატჩი “სენტ ეტიენის” უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ შესანიშნავად ირჯებოდა სტივ ელანა, რომელმაც საკუთარი გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა, ხოლო როდესაც ისიც უძლური იყო, “მწვანეები” ხელსაყრელ მომენტებს თავად აფუჭებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩა ბრანდაო, რომელმაც ორივე ტაიმში თითო საოცარი მომენტი გაუშვა ხელიდან.

“ლილმა” მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა: 87-ე წუთზე ყოფილმა “სენტეტიენელმა” დიმიტრი პაიემ ფლორიან ბალმონის პასის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ძელს გაარტყა.

მიუხედავად იმისა, რომ “ძაღლებს” აშკარად არ გაუმართლათ და რომ არა ბალმონის ფეხის დაცდენა, ფინალში ისინი გავიდოდნენ, “სენტ ეტიენმა” 120 წუთის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით ფინალის საგზური ალალად დაიმსახურა.

სენტ ეტიენი-ლილი 0:0 პენ. 7:6

სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე – კლერი, ბაიალი, პერენი, ბრისონი – კლემანი, ლემუანი (83. მაი), გილავოგი – ობამეიანი, მოლო, ბრანდაო (55. კოადი).

ლილი (4-3-1-2): ელანა – ბერია, ბაშა, შეჯუ, დინიე – პედრეტი (65. გეიე), ბალმონი, მავუბა – მარტენი (112. ჯ. ბრუნო) – პაიე, რუ (83. როდლენი).

პენალტების სერია: 1:0 კოადი, 1:1 შეჯუ, 1:1 მოლო (ააცილა), 1:2 ბაშა, 2:2 პერენი, 2:3 ჯ. ბრუნო, 3:3 მაი, 3:4 როდლენი, 4:4 ობამეიანი, 4:4 ბალმონი (ძელი), 5:4 გილავოგი, 5:5 მავუბა, 6:5 კლემანი, 6:6 ბერია, 7:6 კლერი, 7:6 გეიე (ააცილა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XX ტური: შეწყვეტილი სერიები და მორიგი მოულოდნელობა პარიზში

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე