პირველი ლიგის "ა" ზონაში მესამე ადგილზე მყოფი გუნდი "მერანის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე ვარჯიშობს, ხოლო 16 იანვრიდან "შატილზე" გადაინაცვლებს

პირველი ლიგის "ა" ზონაში მესამე ადგილზე მყოფი "გაგრა" 10 იანვარს შეიკრიბა და სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

"ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს: მეკარე ილია მაღრაძემ, მცველმა ზაზა ნადირაძემ და ნახევარმცველმა ლევან სეთურიძემ.

ახლა მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. მათი ნაწილი მეორე გუნდიდან დავიმატეთ, ნაწილიც (მურადაშვილი, კაჭარავა, ფიფია, თურმანიძე, ზარნაძე) ისინჯება და მათი ბედი ამხანაგური შეხვედრების შემდეგ გადაწყდება.

გუნდი კიდევ უფრო გაძლიერებასაც გეგმავს. ინდივიდუალურად ივარჯიშა ირაკლი ხუციძემ, რომელსაც მცირედი ტრავმა აწუხებდა, 16 იანვრიდან კი საერთო ჯგუფთან მოემზადება.

ამ ეტაპზე ფეხბურთელები ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. გუნდი "მერანის" სტადიონის სათადარიგო მოედანზე ვარჯიშობს, ხოლო 16 იანვრიდან "შატილზე" გადავინაცვლებთ.

დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაც. უმაღლესი ლიგის სამ გუნდთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა