საქართველოს ჩემპიონატი. I ეტაპის შეჯამება. "დინამო" (ბათუმი). ადგილი XI
მხოლოდ ჩვენ კი არა, ალბათ, ბევრ ნეიტრალურ გულშემატკივარსაც გაუხარდებოდა ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.

მართლაც ასეა: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული კლუბი ოთხი სეზონის განმავლობაში პირველ ლიგაში ასპარეზობდა და აი, აჭარული კლუბის ნანატრი დაბრუნებაც შედგა!

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამომ" უმაღლესი ლიგის საგზური გია გურულის ხელმძღვანელობით მოიპოვა და ვის უნდა გაჰკვირვებოდა, რომ ამ სეზონში გუნდის გაძღოლაც სწორედ მას მიანდეს.

48 წლის სპეციალისტისათვის ბათუმის "დინამო" პირველი გუნდი იყო, დამოუკიდებლად რომ წვრთნიდა. თუმცა სამწვრთნელო ასპარეზზე გარკვეული გამოცდილება ჰქონდა: წლების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის თანაშემწე გახლდათ.

თბილისის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიას", პოლონური "კატოვიცესა" და ფრანგული "ლე ავრის" მართლაც ჩინებულმა ფორვარდმა ის გუნდი ჩაიბარა, სადაც დაიწყო კიდეც თავისი პროფესიული კარიერა.

რა თქმა უნდა, დებიუტანტი-მწვრთნელისგან ჩემპიონობისათვის თუ საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას არავინ ითხოვდა: ბათუმის "დინამოს" საამისოდ არც შესაფერისი შემადგენლობა ჰყავს და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ეგ კი არა, უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ბათუმში სტადიონი აღარ არის!

ჰოდა, ამ სეზონში აჭარული კლუბის არცთუ წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი სტადიონის არქონაც არის: გუნდი საშინაო მატჩებს ხომ ქობულეთის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ატარებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ სახელისუფლებო ცვლილებები ბათუმის "დინამოზეც" საკეთილდღეოდ აისახება, თორემ მართლაც სირცხვილია, რომ ამ რეგიონის გუნდს ასეთი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს.

რა თქმა უნდა, წინ გადამწყვეტი, მეორე ეტაპია, მაგრამ ბათუმელებს მართლაც დიდი ჯაფა მოუწევთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ხოლო იმის იმედად ყოფნა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდოს, ან ამა თუ იმ კლუბს (მათ შორის, ბათუმის "დინამოსაც") რაიმე "საფეხბურთო ამნისტიაც" შეეხოს, დღესდღეობით აბსურდულად მიგვაჩნია. თუმცა, ვინ იცის...

...კვლავაც გავიმეორებთ: პირველ ეტაპზე ბათუმელთა ასპარეზობას წარმატებულს მართლაც ვერ ვუწოდებდით და ამას ქულათა რაოდენობა და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილიც ადასტურებს. ასეთი შედეგის ერთ-ერთ მიზეზად შემადგენლობის ხშირი როტაციაც მიგვაჩნია: ფეხბურთელთა ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო ერთი და იმავე შემადგენლობით ზედიზედ ორი მატჩი გუნდს, ფაქტობრივად, არც უთამაშია.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ფეხბურთელთა გამოუცდელობაც: რამდენიმე მოთამაშის გარდა, უმრავლესობა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებდა.

მოკლედ, აჭარულ კლუბს პრობლემები თავზესაყრელი ჰქონდა, მაგრამ კონკურენტებს კატასტროფულად არ ჩამორჩება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსსაც ინარჩუნებს.

მეკარე

თუ არ ვცდებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბათუმის "დინამო" იყო, ოთხი მეკარე რომ გამოსცადა! აქედან ყველაზე მეტი მატჩი 26 წლის შოთა მამინაშვილმა ჩაატარა, თუმცა ვიდრე ტრავმას მიიღებდა, ძირითად მეკარედ გუნდის ახალწვეული, 22 წლის უკრაინელი ივან პიცანი მიიჩნეოდა.

დაცვა

უმაღლეს ლიგაში პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი (47) ბათუმის "დინამომ" გაუშვა და ეს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მეკარეების ბრალი ნამდვილად არ იყო. ზემოთ როტაცია რომ ვახსენეთ, ყველაზე ხშირად სწორედ ამ რგოლს ეხებოდა და გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი (არა მხოლოდ მცველებში), ვინც 20-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, 25 წლის ზვიად ლობჟანიძე იყო.

დისკვალიფიკაციის გამო ბევრი გაუცდა 24 წლის ნიკა ხუხიას, სხვადასხვა მიზეზის გამო არცთუ ხშირად უწევდათ თამაში უმაღლეს ლიგაში გამოცდილების მქონე მცველებს - 26 წლის ვაჟა ქორიძესა და 24 წლის კარენ მაკარიანს. აი, 19 წლის ვალერიან თევდორაძემ კი მხოლოდ ორი შეხვედრა გამოტოვა.

ნახევარდაცვა

ამ რგოლშიც ხშირად ხდებოდა როტაცია, თანაც, გუნდში რამდენიმე ახალწვეული უშუალოდ სეზონის მსვლელობისას მივიდა: 22 წლის ირაკლი კვეკვესკირი (უნგრეთიდან) და 25 წლის ოლექსანდრ ტიმჩიშინი (უკრაინიდან). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობდა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

შუახაზელთა შორის უნდა აღვნიშნოთ 22 წლის თორნიკე ბერიძე, თბილისის "დინამოსთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში "დუბლი" რომ შეასრულა.

ყველაზე "ტკბილი ლუკმა" კი ბოლოს შემოვინახეთ: გუნდის კაპიტანს, 38 წლის ამირან მუჯირს ასაკი ვერაფერს აკლებს და კვლავაც გამორჩეულია არა მხოლოდ თავის გუნდში, არამედ, საერთოდ, ჩემპიონატში!

თავდასხმა

28 წლის ირაკლი ცნობილაძესა და 23 წლის დათა სიჭინავას უმაღლეს ლიგაში ადრეც უასპარეზიათ (სხვადასხვა გუნდში), თუმცა პირველ ეტაპზე "წყვილად" მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს; ალბათ, უფრო მეტს მოელოდნენ პერსპექტიული ფორვარდის, 22 წლის ალექსანდრე ბაციკაძისგან.

აი, რაც შეეხება 25 წლის მიხეილ ჯორბენაძეს, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. "მერანთან" სულაც ჰეთ თრიქი შეასრულა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და გუნდს ვეღარ ეხმარებოდა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ 18 წლის ნიკა დიასამიძის ჩინებული დებიუტი - ამ მართლაც საინტერესო ფეხბურთელმა გოლების უმრავლესობა შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა და ნიჭიერი რომ არ ყოფილიყო, თბილისის "დინამოში" არ მიიწვევდნენ.

საუკეთესო მატჩი

VII ტურში ბათუმის "დინამომ" დიდი ანგარიშით (4:0) მარტვილის "მერანს" რომ სძლია, რაღა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უნდა მიგვეჩნია პირველ ეტაპზე საუკეთესოდ; თუმცა, იმავეს თქმა შეიძლება "ზესტაფონთან" ორივე დაპირისპირებაზე - ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებთან ორივე შეხვედრა ფრედ დამთავრდა!

ყველაზე ცუდი მატჩი

ასეთი "შინაარსის" შეხვედრა პირველ ეტაპზე არაერთი იყო და ამას სატურნირო ცხრილიც მეტყველებს. იმასაც დავამატებთ, რომ პირველ ეტაპზე იყო ისეთი "მონაკვეთიც", როცა გუნდმა ზედიზედ ექვსი მატჩი წააგო.

ლიდერი

ახალი და ორიგინალური რა უნდა ვთქვათ: როცა გუნდში ამირან მუჯირი თამაშობს, ლიდერობაზე პრეტენზია სხვას ვის უნდა ჰქონდეს?!

XXIV ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ისე, როგორც თავის საუკეთესო წლებში, კვლავაც გამორჩეულად თამაშობს.

მოედნის ხედვა, "საფირმო" დრიბლინგი თუ ასევე "საფირმო ცაციათი" შესრულებული დარტყმები თუ უზუსტესი გადაცემები, - ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება ხოლმე, თითქოს ისევ იმ "ძველი მუმუს" თამაშებს ვუცქერთ, 90-იანი წლების დასაწყისში რომ იყო...

მიზანი

ბათუმის "დინამოს" ერთადერთი და კონკრეტული მიზანი აქვს: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება!

დინამო (ბთ) 2012/2013

მეკარეები: შოთა მამინაშვილი - 9, ივან პიცანი - 7, გიზო შენგელია - 5, რომან ტაკიძე - 1;

მცველები: ზვიად ლობჟანიძე - 21, ვალერიან თევდორაძე - 20, ნიკა ხუხია - 18, კარენ მაკარიანი - 11, ვაჟა ქორიძე - 8, არჩილ ბაჯელიძე - 6, ლაშა თოთაძე - 6, მირზა ფარტენაძე - 4, ლაშა რამიშვილი - 3, კახა თოდაძე - 2, ლაშა ზოიძე - 1;

ნახევარმცველები: ამირან მუჯირი - 17 (2), თორნიკე ბერიძე - 17 (3), ბორის მახარაძე - 12, ოლექსანდრ ტიჩიშინი - 12 (1), გელა გოგიტიძე - 11 (1), ირაკლი კვეკვესკირი - 11, ირაკლი ცანავა - 10, ბექა ვარშანიძე - 8, ამირან აბუსელიძე - 6, პაატა ბალაძე - 4, ერეკლე კილაძე - 3, გიორგი ზოიძე - 1.

თავდამსხმელები: ნიკა დიასამიძე - 16 (4), დათა სიჭინავა -15 (1), ირაკლი ცნობილაძე - 13 (2), მიხეილ ჯორბენაძე - 12 (6), ალექსანდრე ბაციკაძე - 10 (2), ტიერი ანს კლოვისი - 6, ნიკა ნასუაშვილი - 1

მწვრთნელი: გია გურული (I-XXII)

დინამო (ბთ)-ის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

I ტური

სიონი-დინამო 2:2

II ტური

ზუგდიდი-დინამო 2:0

III ტური

დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:3

IV ტური

ზესტაფონი-დინამო 0:0

V ტური

დინამო-მეტალურგი 0:2

VI ტური

ტორპედო-დინამო 5:1

VII ტური

დინამო-მერანი 4:0

VIII ტური

დინამო-კოლხეთი 3:1

IX ტური

დილა-დინამო 2:0

X ტური

დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1

XI ტური

ჩიხურა-დინამო 3:0

XII ტური

დინამო-სიონი 0:1

XIII ტური

დინამო-ზუგდიდი 0:3

XIV ტური

დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 5:3

XV ტური

დინამო-ზესტაფონი 3:3

XVI ტური

მეტალურგი-დინამო 2:1

XVII ტური

დინამო-ტორპედო 0:2

XVII ტური

მერანი-დინამო 2:1

XIX ტური

კოლხეთი-დინამო 1:2

XX ტური

დინამო-დილა 1:2

XXI ტური

ვიტ ჯორჯია-დინამო 1:1

XXII ტური

დინამო-ჩიხურა 0:2

სატურნირო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსთავის "მეტალურგი" - მთავარი მოულოდნელობა

მარტვილის "მერანი" - უცვლელი ხელწერა და დამსახურებული სიმპათიები

ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი

თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...

"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია

გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა

ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით

ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი

ბათუმი
ვალერიან თევდორაძე მცველი არაა, გამთამაშებელია :)
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია