ქართველ ფორვარდს "პოლონიას" დატოვება კლუბის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო აქვს გადაწყვეტილი
ლადო დვალიშვილმა სეზონის პირველი ნახევარი ვარშავის "პოლონიაში" გაატარა და შედეგიანობითაც გამოირჩა.

საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა პოლონურ ექსტრაკლასაში 15 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, რითაც "პოლონიას" საუკეთესო მეგოლეა და მისი გვარი პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირებშიც ფიგურირებს.

"პოლონია" კი დღეისთვის 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლეგიას" ხუთი ქულით ჩამორჩება.

მოკლედ, სპორტული თვალსაზრისით, დვალიშვილს "პოლონიაში" ყველაფერი რიგზე ჰქონდა, თუმცა ამავეს ვერ ვიტყვით მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტზე - უკვე საკმაო ხანია, "პოლონიაში" არასტაბილური ვითარებაა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამის გამო "პოლონია" არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და დვალიშვილსაც ეს აქვს გადაწყვეტილი.

ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ მის სავარაუდო ტრანსფერზე, მაგრამ მაშინ ლადომ ზამთრამდე მოცდა ამჯობინა.

მასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ვარიანტმა გაიჟღერა, თუმცა "ლელოსთან" საუბარში დვალიშვილმა თქვა, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არავისთან მიუღწევია.

"ამჟამად პოლონეთში ვიმყოფები და ჩემი აგენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩემს მსურველ კლუბებთან.

სანერვიულო არაფერი მაქვს, რადგან საკმაოდ საინტერესო წინადადებები მივიღე და იქ გადავალ, სადაც ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება თამაში.

საუბარია როგორც პოლონურ, ასევე სხვა ქვეყნის კლუბებზე, რომელთა სახელის დაკონკრეტებაც ახლა არ ღირს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა და ჩემი ახალი კლუბის ვინაობასაც ყველა მალე შეიტყობს", - გვითხრა დვალიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო დვალიშვილი კარიერას რუსეთში გააგრძელებს?

ქართველი ლეგიონერები: ცოტა გამორჩეული და რამდენიმე პერსპექტიული

ლეგიონერები: ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში გოლით გამოირჩა [VIDEO]

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა