საქართველოს 3-გზის ჩემპიონი 18 იანვარს იკრიბება და ეროვნული თასისა და ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას შეუდგება
საქართველოს 3-გზის ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" 18 იანვარს იკრიბება და ეროვნული თასისა და ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას შეუდგება.

მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძე გველაპარაკა:

"გუნდი ქუთაისში შეიკრიბება და თავიდან "ტორპედოს" ბაზაზე ივარჯიშებს. 1 თებერვალს კი შეკრების მეორე ნაწილის გასავლელად გუნდი ესპანეთში გაემგზავრება და "მარბელას თასზე" ითამაშებს.

როგორც ვიცით, ტურნირზე, ტრადიციულად, ძლიერი გუნდები მონაწილეობენ - მოსკოვის "სპარტაკი", კიევის "დინამო"... სულ რვა გუნდი. ჯგუფში 4-4 მოხვდება და ყველა ადგილის გამოსავლენად თამაშებია დაგეგმილი. ანუ შეხვედრები, მინიმუმ, 4 ძლიერ მეტოქესთან გვექნება".

გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე კი ჩხიკვაძემ ზოგადად ილაპარაკა:

"ჯერ დაზუსტებით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გუნდი დატოვა ლექსო კვახაძემ, კლუბთან კონტრაქტი კი 23 წლის ცენტრალურმა მცველმა ბიძინა (ბუკა) ცინცაძემ გააფორმა.

ცინცაძე ბოლო 2 წელი ლატვიის უმაღლეს ლიგაში, "დაუგავაში" თამაშობდა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ და გასულ წელს ამ ბალტიისპირული ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ცინცაძემ "ტორპედოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ესპანურ შეკრებაზე გამოგვყვება.

რა თქმა უნდა, სხვა ცვლილებებიც იქნება. შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ, მაგრამ ეს საკითხები უახლოეს დღეებში გადაწყდება და ჯერ ვერაფერს გეტყვით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დათუნაიშვილი: "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს

ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა