კაცი, რომელმაც "ჩელსის" 0:2 ამოუქაჩა, რამდენიმე დღეში გააგდეს
"საუთჰემპტონის" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა 47 წლის მწვრთნელი ნაიჯელ ედკინსი.

როგორც ინგლისური პრესა წერს, ედკინსის განთავისუფლების მიზეზი ნაკლებად ეხება "წმინდანების" თამაშს; მწვრთნელს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის უგულებელყოფა დაუწუნეს.

თორემ "საუთჰემპტონი" ბოლო დროს კარგად თამაშობს, პრემიერლიგაში მე-15 ადგილზეა და ბოლო 12 თამაშში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ახლახან, ედკინსის ხელმძღვანელობით ბოლო მატჩში "საუთჰემპტონმა" "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" ამოუქაჩა 0:2.

"გადაწყვეტილება მივიღეთ "საუთჰემპტონის" მომავალი პერსპექტივისთვის. ჩვენ მადლიერნი ვართ იმისთვის, რაც ორი წლის განმავლობაში ნაიჯელ ედკინსმა გუნდისთვის გააკეთა, მაგრამ შორეული პერსპექტივისთვის ცვლილება, უბრალოდ, აუცილებელი იყო", - განაცხადა კლუბის თავმჯდომარე ნიკოლა კორტესემ.

ედკინსის ნაცვლად 40 წლის არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო დაინიშნა, რომელიც სეზონის საწყის ეტაპზე "ესპანიოლიდან" გაუშვეს.

"მაურისიო ახალგაზრდა, კარგი ტაქტიკოსი და ფეხბურთელებთან ბრწყინვალედ მომუშავე მწვრთნელია".

პოჩეტინოს ფეხბურთელობისას "ნიუელს ოლდ ბოისში", "ესპანიოლში", "პარი სენ-ჟერმენში" და "ბორდოში" უთამაშია. ცენტრალურმა მცველმა 20-ჯერ მოირგო არგენტინის ნაკრების ფორმა და 2 გოლიც გაიტანა. მან 2006 წელს კარიერა "ესპანიოლში" დაასრულა და 3 წლის მერე, 37 წლის ასაკში, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

პოჩეტინოს დებიუტი "საუთჰემპტონში" კვირას, "ევერტონთან" საშინაო მატჩში გაიმართება.

ასევე იხილეთ:

რაფა ბენიტესი: "შესვენებაზე ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მესამე გოლი ჰაერივით საჭირო იყო" [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა