პირველ წრეში პსჟ-მ და "ბორდომ" უგოლო ფრე ითამაშეს

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტური პარასკევს, 18 იანვარს, ლიდერის მატჩით დაიწყო.

ტურის ორი ყველაზე საინტერესო შეხვედრა შაბათს და კვირას გაიმართება. 19 იანვარს მარსელში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჩადის, კვირას კი პსჟ ბორდოს ეწვევა...

ამ ორ შეხვედრაზე არანაკლებ ინტერესს "ლილის" და "ნიცას" დაპირისპირება იწვევს. "ნიცა" საოცარ ფორმაშია: კლოდ პუელის გუნდს ბოლო 10 მატჩიდან 7 აქვს მოგებული და მხოლოდ ერთი წაგებული. ის მარცხიც გუნდმა ჩემპიონატის ლიდერთან განიცადა.

წინა ტურში, ზღვისპირელებმა "ვალანსიენი" გაანადურეს (5:0), რაშიც თავისი წვლილი დარიო ცვიტანიჩმაც შეიტანა. არგენტინელი ფორვარდი 12 გატანილი გოლით, ლიგა 1-ის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. "აიაქსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჩემპიონატის ბოლო 9 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

"ნიცას" ოქროს ხანა 50-იან წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა 4 საჩემპიონო ტიტული მოიგო (1951, 1952, 1956 და 1959 წლებში) და 2-ჯერ საფრანგეთის თასს დაეუფლა (1952 და 1954 წლებში). ამის გარდა, "ნიცამ" თასი 1997 წელსაც მოიგო, ხოლო 2006 წელს ლიგის თასზე იმარჯვა.

მეორე ოქროს ხანაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ წლევანდელ "ნიცას" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია. ამის ფონზე, საინტერესოა როგორ ითამაშებს გუნდი "ლილთან", რომელმაც ბოლო პერიოდში ასევე მოუმატა და უკანასკნელი 6 მატჩია არ წაუგია, თუმცა მიუხედავად ამისა, "ძაღლები" ცუდ ხასიათზე უნდა იყვნენ, რადგან შუა კვირაში, "სენტ ეტიენთან" ლიგის თასის 1/2 ფინალში პენალტების სერიაში წააგეს და ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების მიერ ლილში გამართული უკანასკნელი შეხვედრა საოცარი სანახავი გამოდგა და ფრედ, 4:4 დასრულდა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე, ფრანსუა კლერის გოლის წყალობით შეძლეს.

როგორც უკვე ვთქვით, მოქმედი ჩემპიონი მარსელში ჩადის და წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება - "მონპელიემ" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო, თუმცა "ლილის" არ იყოს, რენე ჟირარის ბიჭებიც უხასიათობას უნდა უჩიოდნენ, რადგან ლიგის თასის მეორე ნახევარფინალში "მონპელიე" "რენთან" დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

"მარსელი" წინა ტურში "სოშოსთან" შერცხვა (1:3) და ახლა, პროვანსელები რეაბილიტაციას ეცდებიან. მოგეხსენებათ, ელი ბოპის გუნდი ლოიკ რემიმ დატოვა, რომელიც "ქუინზ პარკში" გადავიდა, მის ნაცვლად შეძენილი ფუად კადირი კი აფრიკის თასზე გაემგზავრა. მასპინძელთა საბედნიეროდ, განის ნაკრებში არც ანდრე აიუ წასულა და არც ჯორდანი, ასე რომ, ორივე ძმა სათამაშოდ მზად არის.

საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს "მონპელიეს", რომელსაც ტრავმების თუ დისკვლაფიციკაციის გამო სირილ ჟონშამი, მარკო ესტრადა, გარი ბოკალი, ქარიმ აიტ-ფანა და ბენჟამენ სტამბული აკლია, ხოლო გუნდის ორი ლიდერი, იუნეს ბელჰანდა და აბდელჰამიდ ელ კაუტარი მაროკოს ნაკრებში გამოიძახეს.

აქვე დავამატოთ, რომ ზოგადად, როდესაც "მარსელი"-"მონპელიეს" მატჩზე არის საუბარი, შეუძლებელია ადამიანს ამ გუნდების ლეგენდარული მატჩი არ გაგახსენდეს, რომელიც 1998 წელს გაიმართა. მაშინ, "ველოდრომზე", პირველი ტაიმის შემდეგ "მონპელიე" 4:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა "მარსელმა" 5:4 მოიგო.

ტური კვირას "შაბან დალმაზე" ბორდოს" და "პარი სენ ჟერმენის" მატჩით დასრულდება. სტუმრებს ტიაგო სილვა არ ეყოლებათ, რომელმაც ტრავმა მიიღო და ლაზარეთში დაახლოებით 3 კვირით გადაინაცვლა. დისკვალიფიცირებულია ტიაგო მოტა, რომელიც წინ ტურში გააძევეს. აფრიკის თასზე სათამაშოდ მოჰამედ სისოკო და სიაკა ტიენე გაემგზავრნენ, ხოლო ნენე და გიომ ოარო გუნდიდან წავიდნენ.

"ბორდოს" ერთადერთი დანაკლისი შეიკ დიაბატეა, ვინც მალის ნაკრებში არის გამოძახებული. "ჟირონდელებს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, თუმცა ამ 7 მატჩიდან "ბორდომ" 6 ფრედ ითამაშა და მხოლოდ წინა ტურში მოიგო. დიდი ხნის წინ წააგო პსჟ-მაც, რომელსაც მარცხის გემო უკვე 5 შეხვედრაა არ უგრძვნია, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, სწორედ ბოლო ტური აღმოჩნდა ყველაზე წარუმატებელი, როდესაც პარიზელებმა სახლში "აიაჩოს" ვერ მოუგეს (0:0).

საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩიდან 2 "ბორდომ" მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა, ხოლო ბორდოში პარიზელებმა ბოლოს 2005 წელს მოიგეს და საერთოდ, 1989 წლიდან მოყოლებული, "ბორდომ" საკუთარ მოედანზე პსჟ-ს 22-ჯერ უმასპინძლა, აქედან 14-ჯერ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, "პარი სენ ჟერმენმა" კი მხოლოდ ერთხელ, სწორედ 2005 წელს, იმარჯვა.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჳ ტური

18 იანვარი

ლიონი-ევიანი 0:0

19 იანვარი

სოშო-რეიმსი 19:00

მარსელი-მონპელიე 20:00

აიაჩო-ვალანსიენი 23:00

ლორიანი-ტრუა 23:00

ბრესტი-სტ. ეტიენი 23:00

ტულუზი-ნანსი 23:00

20 იანვარი

ბასტია-რენი 17:00

ლილი-ნიცა 20:00

ბორდო-პსჟ 00:00

სატურნირო ცხრილი

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 18 - იბრაჰიმოვიჩი (პარისენჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა); 11 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ფერე (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XX ტური: შეწყვეტილი სერიები და მორიგი მოულოდნელობა პარიზში

პსჟ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო