ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ავსტრალიის ღია პირველობა: მარია შარაპოვას შეწყვეტილი სერია

ავსტრალიის ღია პირველობა: მარია შარაპოვას შეწყვეტილი სერია

ვაჯამებთ ავსტრალიის ღია პირველობი მეხუთე დღეს, სადაც მესამე რაუნდის პირველი მატჩები გაიმართა...

დღის დერბი

მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანის - ანა ივანოვიჩისა და ელენა იანკოვიჩის მატჩს მოუთმენლად ელოდნენ იმ მომენტიდან, როცა ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ბადე შედგა.

სერბული ქალთა ჩოგბურთის ორი ლიდერის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება და ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელობისთვის ბრძოლა გაცილებით მნიშვნელოვანი დეტალია ორივესთვის, ვიდრე რეიტინგში არსებული პოზიცია.

მატჩმა გაამართლა მოლოდინი. "ჰაისენს არენაზე" იყო ყველაფერი - დინამიური გათამაშებები, გონივრული მოქმედებები, მცირეოდენი დრამა... არ იყო მხოლოდ ინტრიგა.

ივანოვიჩის თაყვანისმცემლებმა ოდნავ ინერვიულეს, როცა პირველი სეტში ანამ 5:2-ზე თამაშის სადავეები გაუშვა ხელიდან, მაგრამ შეძლო იანკოვიჩის ზედიზედ 12-გათამაშებიანი წარმატებული სერიის შეჩერება და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში ანამ მსგავსი ჩავარდნა აღარ დაუშვა და თანდათან დაარწმუნა ყველა, რომ დაიბრუნა იანკოვიჩზე ის უპირატესობა, რომელიც მათი დაპირისპირების პირველ წლებში ჰქონდა.

ივანოვიჩი გუშინ უფრო სწრაფი იყო, უფრო მონდომებული და ისე ჩანდა, რომ მოგებაც უფრო მეტად უნდოდა. ხანდახან იანკოვიჩსაც ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ მოგებაზე მან ვერ ითამაშა და კანონზომიერად დამარცხდა ორ სეტში.

დღის გაკვეთილი

პირველი ორი წრისგან განსხვავებით, მესამე რაუნდში აგნიეშკა რადვანსკას, როგორც იქნა, ღირსეული მეტოქე ჰყავდა. რა თქმა უნდა, ვარსკვლავის სტატუსამდე ჰიზერ უოტსონს ბევრი აკლია, მაგრამ მისი შესაძლებლობების შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა პოლონელის მხრიდან.

უოტსონი უნდა შევაქოთ იმის გამო, რომ მასზე აშკარად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა აირჩია. რადვანსკა შესანიშნავად გრძნობს თავს მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ხანმოკლე გათამაშებებში შეტევით ცდილობს წარმატების მიღწევას. ამიტომაც, უოტსონმა უკანა ხაზზე დარტყმების აქტიური გაცვლა შესთავაზა მსოფლიოს მეოთხე ნომერს და სულაც არ ჩქარობდა მოვლენათა ფორსირებას. შეხვედრის სტარტზე დაშვებული ორმაგი შეცდომა იყო იმის მაჩვენებელი, რომ რადვანსკა თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. სწორედ აქედან იწყება გაკვეთილი უოტსონისთვის. თავიდან, აგნიეშკამ აჩვენა ბრიტანელს, როგორ უნდა კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედება.

შემდეგ დაგვანახა, რომ არ ღირს თამაშის მანერის სწრაფად შეცვლა, როცა რაღაც არ გამოგდის. პირველი სეტის შუაში, უოტსონმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, რაც პარტიის წაგებად დაუჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრეიკის გაკეთება მოასწრო.

მეორე სეტი ბრიტანელისთვის არანაკლებ ჭკუის სასწავლებელი გამოდგა.

თამაშის გამწვავების მცდელობას პერიოდულად მოჰქონდა წარმატება, მაგრამ ამ შემთხვევაში, აგნიეშკა ბრწყინვალედ მოქმედებდა უკანა ხაზზე და ჩვეულ სტილში მეტოქის შეცდომებს ელოდა. მეტოქემ კი ვერ გაუძლო ვარსკვლავთან გამოცდას, თუმცა, საერთო ჯამში, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

აგნიეშკამ კი 2013 წელს 12-დან 12 მატჩი მოიგო ისე, რომ ჯერ სეტი წაუგია.

დღის ხასიათი

დრამატული დასასრული ჰქონდა იულია გორგესისა და ჟიე ჟენგის შეხვედრას. ჩინელმა ჩოგბურთელმა შესანიშნავი შანსი მიიღო მატჩის თავის სასარგებლოდ დასასრულებლად, როცა მესამე სეტში 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ გორგესმა მნიშვნელოვან მომენტში ბრეიკი გააკეთა და თამაშის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. მე-12 გეიმში მას უკვე მყარად ჰქონდა მოპოვებული ინიციატივა და ჩინელი ტურნირის მიღმა დატოვა.

დღის სიმპატია

ასაკის მატებასთან ერთად, სპორტსმენების მიმართ დამოკიდებულება იცვლება. რადეკ შტეპანეკი უკვე 34 წლისაა, მაგრამ არ იღლება კორტზე გასვლისგან და ხარისხიან ჩოგბურთსაც აჩვენებს. სწორედ აქედან მოდის პუბლიკის მხრიდან სიმპატია, რაც კარგად იგრძნობოდა გუშინ ნოვაკ ჯოკოვიჩთან მატჩში.

ალბათ, შტეპანეკს თავადაც არ სჯეროდა, რომ სერბს მოუგებდა, ამიტომაც ისღა რჩებოდა - უბრალოდ ეჩვენებინა ყველაფერი საუკეთესო, რაც მას შეუძლია. შეიძლება ითქვას, ვეტერანმა ეს მოახერხა, როცა რამდენიმე ძალიან ლამაზი გათამაშება მოიგო და საერთოდაც, ბევრი ამუშავა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. საერთო ჯამში კი შტეპანეკმა ერთი სეტის მოგების შანსიც ვერ მიიღო, რადგან საკუთარი ერთფეროვნების მსხვერპლი გახდა. რადეკი ძალიან ხშირად გადიოდა ბადესთან, ასე რომ, ჯოკოვიჩისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა მეტოქის ამგვარ მანერასთან შეგუება. სერბმა თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და მერვედფინალში შეაბიჯა.

დღის სერიის დასასრული

პირველი ორი მატჩის "მშრალი" ანგარიშით მოგების შემდეგ, მარია შარაპოვამ მაინც წააგო გეიმი, თანაც არა ერთი. თუმცა ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან რუსის მეტოქე გახლდათ ამერიკელი ვენუს უილიამსი. ამ უკანასკნელმა ვერ გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა მარიას, თუმცა შეწყვიტა რუსის მიერ ზედიზედ მოგებული გეიმების სერია, რომელიც 28-ე უტოლდება.

დღის რეკორდსმენი

მიუხედავად იმისა, რომ მარია შარაპოვას სერია გუშინ შეწყდა, სწორედ რუსი გახდა "ღია ერაში" "დიდი სლემის" ტურნირების რეკორდსმენი - აქამდე, ზედიზედ 28 გეიმი ამ სერიის ტურნირებზე არავის მოუგია. თუმცა შარაპოვა მეორე რეკორდს, სავარაუდოდ, ვერ მოხსნის. ლაპარაკია მარი პირსის მიღწევაზე, რომელმაც 1994 წელს, როლან გაროსის მეოთხედფინალამდე ისე მიაღწია, რომ მხოლოდ ოთხი გეიმი წააგო. მარიამ ზუსტად ამდენი დათმო ვენუს უილიამსთან, წინ კი რუსს კიდევ ერთი მატჩი აქვს.

დღის საჩუქარი

ანჟელიკ კერბერმა გუშინ 25-ე დაბადების დღე იზეიმა. გერმანელმა საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა, როცა კარიერაში პირველად გავიდა ავსტრალიის ღიას მერვედფინალში.

დღის დანაკარგი

სემ კუერი ბოლო ამერიკელი იყო, რომელიც აგრძელებდა ბრძოლას ავსტრალიის ღიაზე, მაგრამ სტანისლას ვავრინკასთან მატჩის შემდეგ, მასაც შინ მოუწია გამგზავრება. ასე რომ, ზედიზედ მეორე წელია, ავსტრალიის ღიას მერვედფინალში ვერ ვხედავთ აშშ-ის ვერც ერთ წარმომადგენელს. აქამდე, მსგავსი რამ 1973 წელს მოხდა, როცა ამერიკელები საერთოდ არ ჩავიდნენ ტურნირზე.

დღის მიღწევა

მარკოს ბაღდატისის დამარცხების შემდეგ, ესპანელმა დავიდ ფერერმა გაინაღდა ATP-ის რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადასვლა. ის რაფაელ ნადალის ადგილს დაიკავებს. ფერერი ხუთი წლის წინაც იყო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი და ეს მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

1/16 ფინალი

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 31) 6:4, 6:3, 7:5; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 15)-სემ კუერი (აშშ, 20) 7:6(6), 7:5, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 22) 4:6, 6:3, 4:6, 7:6(4), 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 26) 6:3, 6:2, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 28) 6:4, 6:2, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-ევგენი დონსკოი (რუს) 7:6(3), 6:2, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24) 7:6(3), 7:6(4), 6:1; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ჟულიან ბენეტო (საფ, 32) 3:6, 6:4, 2:6, 6:4, 6:3.

ქალები

ნა ლი (ჩინ, 6)-სორანა კირსტეა (რუმ, 27) 6:4, 6:1; ჯულია გორგესი (გერ, 18)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:3, 1:6, 7:5; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 22) 7:5, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:3, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-მედისონ კისი (აშშ) 6:2, 7:5; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 19)-მარიონ ბარტოლი (საფ, 11) 6:7(4), 6:3, 6:4; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ვალერია სავინიხი (რუს) 6:2, 4:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ვენუს უილიამსი (აშშ, 25) 6:1, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: ფავორიტები სეტსაც არ აგებენ

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!