ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბექა გოცირიძე: "დილას" მიწვევით მეორედ დავიბადე

ბექა გოცირიძე: "დილას" მიწვევით მეორედ დავიბადე

ახალგაზრდა თავდამსხმელი საკუთარ ტკივილსა და იმედებზე საუბრობს
გორის "დილა" თბილისში განაგრძობს მზადებას. ყველაზე დიდი მოულოდნელობა გუნდში ბექა გოცირიძის გამოჩენა იყო - 24 წლის თავდამსხმელს ხომ 3 წელიწადი გაუცდა.

გოცირიძისთვის დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" დათარსული გამოდგა. 2009 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის შემდეგ, მან ძველი კონდიციებისა და მდგომარეობის აღდგენა ვერ მოახერხა.

ჯერ იყო და ნახევარი წელი მკურნალობას მოანდომა, შემდეგი ნახევარი წელი - ფორმის აღდგენას. ცხადია, ერთი წელი დიდი დრო იყო, დნეპროპეტროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და დუბლებში გადაიყვანეს.

2010 წელს გოცირიძე იჯარით კრივოი როგის "კრივბასში" გაუშვეს, მაგრამ არ ათამაშებდნენ და ისევ "დნიპროს" დუბლებს დაუბრუნდა. ეს დრო გაუცდა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს - 2010-2011 წლებში "კრივბასსა" და "დნიპროში" სულ 10 მატჩი ჩაატარა.

თავდამსხმელს საქართველოში დაბრუნება სურდა, 2011 წლის იანვარში მისით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, უკრაინელებთან მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ "დნიპრომ" შეთანხმების საფასურად მილიონი ევრო მოითხოვა, იმდენივე, რამდენადაც "ზესტაფონისგან" შეიძინა.

ისედაც გაწვალებულმა ბექა გოცირიძემ 2011 წლის შემოდგომაზე "დნიპროში" ვარჯიშისას აქილევსის მყესი დაიზიანა და კიდევ იძულებითი დასვენება და ისევ უსაქმოდ ყოფნა მოუხდა.

მართალია, ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ ორი თვის შემდეგ ვარჯიში განაახლა და ისევ პრობლემა შეექმნა

- ქართველ თავდამსხმელს დნეპროპეტროვსკელებმა დუბლებში ვარჯიშიც აუკრძალეს და იძულებული იყო, ინდივიდუალურად მომზადებულიყო.

ამხელა დაბრკოლებების შემდეგ, ვინ არ გატყდებოდა და თამაშის სურვილი შერჩებოდა. ბექა კი სამწლიანი ჩავარდნის შედეგებს მონდომებით ებრძვის და "დილაში" ვარჯიშობს.

ცხადია, ის აღარ არის, ბულგარეთის ნაკრების მცველებს ქარივით რომ ჩაუქროლებდა, წონაშია და ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება.

ბექა გოცირიძეს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა - ახალგაზრდა თავდამსხმელი საკუთარ ტკივილსა და იმედებზე გველაპარაკა.

- ავარიის შემდეგ 3 წელზე მეტი გავიდა. რას გრძნობ, ძველი ფორმის დაბრუნება და უკეთ თამაში შეგიძლია?

- კი, მჯერა, რომ შემიძლია. გორის "დილა" ჩემპიონობისთვის იბრძვის და საკუთარი თავის რომ არ მჯეროდეს, არ მივიდოდი. არაფერი მაწუხებს, ეგაა, მართლა ზედმეტი წონა მაქვს და დიდი ხანია, რაც გუნდთან არ მივარჯიშია.

- პირველ ვარჯიშებზე არ გაგიჭირდა?

- გამიჭირდა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. წონა ხელს მიშლის. ცალკე ისიც სათქმელია, რომ უგუნდოდ ვიყავი და სრულფასოვნად ვარჯიშის საშუალება არ მქონია.

- შენ ხომ "დნიპროს" ეკუთვნოდი?

- გუნდში ვირიცხებოდი, მაგრამ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დამეძაბა და დუბლებში ვარჯიშიც ამიკრძალეს. ამის გამო, ბევრი დავკარგე. ინდივიდუალური მომზადებით კი ფორმის შენარჩუნება შეუძლებელია. ასე რომ, ახლა ფორმის აღსადგენად დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ სხვა რა საქმე მაქვს?

- როგორც მახსოვს, "დნიპროსთან" კონტრაქტი დაგიმთავრდა.

- საბედნიეროდ, დეკემბერში დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი.

- თუ დუბლებშიც არ გავარჯიშებდნენ, რატომ არ გიშვებდნენ?

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია. საქართველოში არ გამომიშვეს. ამას ახსნა არ აქვს. რას ვიზამთ, ბევრი დავკარგე, მაგრამ კარიერა ხელახლა უნდა დავიწყო.

- ყველას აინტერესებდა, ელენთის ამოკვეთის შემდეგ ორგანიზმი სრული დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას გაძლევს?

- რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის. მთავარი პრობლემა უთამაშებლობა იყო და არა - ჩემი ჯანმრთელობა. გული კი მწყდება, "დნიპროში" თავიდან კარგად დავიწყე და დიდი იმედები მქონდა.

- ძნელია, ასეთ დროს საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო.

- ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ თამაში შემიძლია. თუმცა, ისიც კარგად ვიცი და მესმის, რომ 99 პროცენტმა დიდი, წითელი ხაზი გადამისვა. ვერავის გავამტყუნებ, დიდი ხანია არ მითამაშია და ასეთი დამოკიდებულება ლოგიკურია.

მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დავკარგე, ძალიან მინდა, ფორმა აღვიდგინო და ყველას დავუმტკიცო: თამაში კიდევ შემიძლია! ფაქტია, რომ "დილას" მიწვევა ჩემთვის მეორედ დაბადებას ნიშნავდა.

ვიმეორებ, ახლა ვარჯიში მიჭირს, მაგრამ თამაშის სურვილი და ჟინი მაქვს.

არ შემიძლია, აქვე რომ არ ვთქვა: მადლობა გორის "დილას" ხელმძღვანელებსა და პირადად ლევან სილაგაძეს, ჩემთვის მძიმე პერიოდში ნდობა რომ გამომიცხადეს და ფორმის აღდგენის საშუალება მომცეს. მათ ხომ კარგად ესმით, რომ გუნდს ახლავე ვერ დავეხმარები.

წონის და უთამაშებლობის გამო, სხვებზე მეტი შრომა მჭირდება, მოედანზე შესვლის უფლება რომ მომცენ.

მაგრამ მათ ნდობას ვაფასებ და შევეცდები, საქმით და თამაშით დავუფასო. მე გუნდში შანსი მომცეს, რასაც სხვა არავინ გააკეთებდა. ვნახოთ, ნახევარი წელი იმედის გამართლების საშუალება მექნება და უნდა გამოვიყენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• u2

ბექა ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია მონდომება,ნიჭიერი ხარ და ძველებური ჟილკით თუ იქნები,წარმატებები კიდევ იქნება

• დედაშენის მეგობარი

ღირსეული ოჯახის შვილო! წარმატებებს გისურვებ კარიერასა და პირად ცხოვრებაში!!!!!!!!!!!!!

• warning!

მალადეც დილას, ამის მერე ვაფასებ ამ გუნდს...

• Parma

გენაცვალე ბექუშ.... გორელი გულშემატკივარიც შენ გვერდშია გუნდთან ერთად... შრომის მეტი არაფერი დაგრჩენია, აბა შენ იცი... ყველაფერი კარგად იქნება : )

• ramo

ვეთანხმები ბატონ გუჯას, მაგრამ არის კი გოცირიძე შრომისმოყვარე? აი ეს არის მთავარი კითხვა.

• guja_kakhadze

მიზანმიმართული შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. სადაც 60 წლის ინვალიდმა, რომელიც კოჭლობით ძლივს დადიოდა და მეხსიერებაზეც პრობლემები ჰქონდა შეძლო სპორტული ფორმის აღდგენა და ძოგბურთში მოყვარულთა ტურნირებში წარმატებით მონაწილეობს, ბექას მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის