ევროლიგაზე ერთმანეთს "სიენა" და "ოლიმპიაკოსი" შეხვდნენ, მატჩი იტალიელებმა 74:72 მოიგეს
ევროლიგაზე წლეულს მესამედ ვიხილეთ ქართული დუელი. პირველ წრეში გიორგი შერმადინი "მაქაბის" მაისურით ორჯერ დაუპირისპირდა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" (სიენა, იტალია).

ტოპ-16 კი გიორგიმ ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" ერთად დაიწყო და მეოთხე ტურში, 18 იანვარს სიენელებს უმასპინძლა. მატჩი იტალიელებმა 74:72 მოიგეს.

წინა ქართული დაპირისპირებებისგან განსხვავებით ორივე ჩვენიანმა მაღალი დონის კალათბურთი უჩვენა.

შერმადინს ოლიმპიაკოსელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 21. მან 14 წუთში 9 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ვიქტორ სანიკიძემ გიორგის სოლიდარობა გამოუცხადა და მანაც 9 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 დაფარება. სიენელმა ქართველმა 21 წუთი ითამაშა და სარგებლიანობის მიხედვით თანაგუნდელთა შორის მეორე იყო - 14.

ყველაზე მაღალი მქკ "მონტეპასკის" ამერიკელ გამთამაშებელ ბობი ბრაუნს აღმოაჩნდა (24), რომელმაც 22 ქულა გაიფორმა.

ყველაზე ღირებული მისი ბოლო ორქულიანი იყო: როცა ყველას ეგონა, მატჩი ოვერტაიმში გადავიდოდა, ბერძნებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს და ბობიმ სირენამდე წამით ადრე საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 74:72.

...არადა, 44 წამით ადრე "ოლიმპიაკოსი" ხუთი ქულის სხვაობით იგებდა.

Video

ქართველთა დუელი: ოლიმპიაკოსი - სიენა 72:74

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა