გუნდის სპორტული დირექტორის ლადო ბურდულის თქმით, "მადნეული" არა მხოლოდ ეკიპირებით, არამედ სხვა სახის დახმარებასაც ჰპირდება
ბოლნისის "სიონის" ახალი ხელმძღვანელობა საქმეს შეუდგა.

გუნდის სპორტულ დირექტორად დანიშნულმა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა გაგვიმხილა, რომ ბიუჯეტი უკვე დაუმტკიცეს.

"გვერდში დაგვიდგნენ ბოლნისის გამგებელი ლევან ფალავანდიშვილი და "მადნეულის" ხელმძღვანელი კობა ნაყოფია.

გამგეობამ "სიონის" ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა, რაც 2013 წლისთვის 1,3 მილიონ ლარს შეადგენს. "მადნეული" ეკიპირების საკითხის მოგვარებას დაგვპირდა.

რა თქმა უნდა, კლუბში ყოველთვის არის სურვილი, რომ ბიუჯეტი იყოს მაქსიმალურად დიდი. ამიტომ, მოლაპარაკება გვაქვს კომპანიებთან და სპონსორებთან, რათა მუნიციპალიტეტის დაფინანსების გარდა, გუნდს სხვა შემოსავალიც ჰქონდეს.

გარდა ამისა, არის ლაპარაკი, რომ თუ შედეგებს გავაუმჯობესებთ, პარალელურად, დაფინანსებაც გაიზრდება. ხოლო "მადნეული", არა მხოლოდ ეკიპირების, არამედ, სხვა სახის დახმარებასაც გვპირდება.

შევეცდებით, ამ ბიუჯეტით ჩვენი ამოცანები გადავწყვიტოთ და რაც შეიძლება, ძლიერი ფეხბურთელები დავიმატოთ", - გვითხრა ლადო ბურდულმა.

როგორც ცნობილია, გუნდში დიდ ცვლილებებს ელოდნენ. "სიონის" ფეხბურთელები ვარჯიშს შეუდგნენ, თუმცა ჯერ მხოლოდ სამი ახალწვეულის ვინაობაა ცნობილი.

ბურდულმა გვითხრა, რომ კოკა მიკუჩაძისა და დაჩი ფოფხაძის შემდეგ, ცენტრალური ნახევარმცველი დავით მაისაშვილი დაიმატეს, რომელიც ადრე "ვიტ ჯორჯიაში" და "გურიაში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო ბურდული: გიორგი დემეტრაძეს თანამშრომლობა შევთავაზე

ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა