ბურთი მრგვალია და სპორტის ბურთიან სახეობებშიც შეცდომის თუ შემთხვევითობის ალბათობა დიდია
ბურთი მრგვალია და სპორტის ბურთიან სახეობებშიც შეცდომის თუ შემთხვევითობის ალბათობა დიდია.

გავიგეთ, "დინამო თბილისის" ესტონელი ლეგიონერი ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი დუბლებში ვარჯიშობსო.

ლეგიონერის ჩამოყვანით კლუბის ხელმძღვანელობა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ორმაგად არიან პასუხისმგებლები გულშემატკივრების წინაშე, რადგან უცხოელი ქართველის ადგილს იკავებს.

ვოსკობოინიკოვმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა ახმახი აღნაგობისა და გრძელი ქერა თმების გარდა, ოღონდაც საფეხბურთო მოედანი ბრძოლის ველი უფროა, ვიდრე პოდიუმი.

უმცროსი დუშან უჰრინი "ლელოს" რედაქციაში რომ გვყავდა სტუმრად, ვოსკობოინიკოვზეც ჩამოვუგდეთ სიტყა. დინამოელთა თავკაცმა გვითხრა, ეს ისეთი თავდამსხმელია, ბევრს რომ დარბისო. მორბენლები ფეხბურთშიც საჭირო ხალხია, მაგრამ...

ვოსკობოინიკოვის ჩამოყვანა უჰრინის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. ფეხბურთელის შერჩევაში უჰრინზე დიდი მწვრთნელებს დაუშვიათ შეცდომა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

და რა მწვრთნელია უმცროსი უჰრინი? მისი დამოძღვრილი "დინამო" ჩემპიონატის ლიდერია, ოღონდაც მე ჯერ არც ერთი სპეციალისტისგან თუ ფეხბურთელისგან არ გამიგია, უჰრინის "დინამო" ლამაზ, საინტერესო ფეხბურთს თამაშობსო.

რაც ვნახეთ, უჰრინი ძალიან პრაგმატული სტილის მიმდევარი უნდა იყოს. ამ მწვრთნელს ზურგს უმაგრებს "დინამოს" მდიდარი ტრადიციები, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მძლავრი ფინანსები.

ცხადია, ამ სეზონში "დინამო" ჩემპიონობის ფავორიტია, ყველაზე კარგი ინდიკატორი კი მე მაინც ევროსარბიელი მგონია, იქ უკვე ხელის გულზე დადებულივით ჩანს მწვრთნელიცა და ფეხბურთელიც.

"დინამომ" დიმიტრი ტატანაშვილი დაიმატა. იყო დრო, ეს თავდამსხმელი ცხინვალის "სპარტაკში" რომ გამოდიოდა და გულშემატკივარსაც არ ეზარებოდა დიღმის მასივში, კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკის" სტადიონზე მისვლა.

ქომაგი ბევრი არ იყო, დაახლოებით სამი ათეული კაცი, მაგრამ მაინც, იქ რომ ამდენ ხალხს მიიყვან, უკვე საქმეა.

ტატანაშვილი გოლის შემგდებიც იყო და მომტყუებელიც. თბილისის "ამერმა" ერთხელ მისი გოლით მოიგო საქართველოს თასი. "ტატანა იგროკია" - ასე ამბობდა ყველა მასზე და ამაში გადაჭარბება არ არსებობდა.

ეს თავდამსხმელი მერე ჩეხეთში წავიდა, მაგრამ ვერა, ევროპულ ფეხბურთში ისე ვერ მოიკიდა ფეხი, როგორც მის ნიჭს შეეფერებოდა.

ტატანაშვილი ხელმეორედ ითამაშებს "დინამოში" და დარწმუნებული ვარ, რომ ის ვოსკობოინიკოვზე ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს უჰრინის გუნდს.

რუსთავის "მეტალურგი" ხორვატ მეკარეს, ივან ჰოსმანს ემშვიდობება. არა მგონია, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყოს, რომ "მეტალურგი" ზედაექვსეულში ვერ მოხვდა, უბრალოდ, ჰოსმანის ადგილი ამ გუნდში არ გამოჩნდა, ხორვატი თითქოს ანტისხეული იყო "მეტალურგში".

ლეგიონერის ჩამოყვანა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. გულშემატკივარი უცხოტომელის სანახავად არ დადის სტადიონზე, ქართულ სტადიონებზე მისულ ქომაგსაც კარგი ფეხბურთის ყურება აინტერესებს.

ვოსკობოინიკოვი და ჰოსმანი ვინძლო ნორმალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ლეგიონერმა თუ თვალი არ მოგჭრა, რა აზრის აქვს მის აქ ჩამოყვანას?

ბოლნისის "სიონის" სპორტულ დირექტორად ლადო ბურდული დაინიშნა. ალბათ გახსოვთ, რა საოცარი გოლი გაუტანა მან უკრაინის ნაკრებს კიევში. ფეხბურთელი ერთი გოლით როდი ფასობს, მაგრამ ეს ისეთი იყო, მეხსიერებაში რომ იკირება.

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან სტუმრად 1:4 რომ წააგო, ბურდულმა მარჯვენა ფლანგზე ისეთი რეიდი იკისრა, საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ჩაიტანა ბურთი. ასეთი სოლო შემთხვევით არ გამოსდის ფეხბურთელს.

არ ვიცი, როგორი მენეჯერი გამოდგება ბურდული, ფეხბურთელობას კი ისე დაანება თავი, რომ სევდა დაგვიტოვა - სწრაფი, ტექნიკური, ჯანიანი - ჰქონდა ყველაფერი ის, რითაც ფეხბურთელი უნდა აფეთქდეს. ივო შუშაკიც სულ მაგას ამბობდა, ლადო თავისი შესაძლებლობებით მალე აფეთქდებაო, მაგრამ...

და რატომ არის ქართულ ფეხბურთში ამდენი "მაგრამ"? ამაზე წიგნის დაწერაც შეიძლება ზღვა ამბების გამოყენებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამომ" ესტონეთის ნაკრების ფორვარდი დუბლებში გაუშვა

დევიდ აირონს
.... მაგრამ, (აი, კიდევ ერთი-"მაგრამ"!) რა კავშირშია ეს სტატია ეროვნულ ნაკრებთან და რატომ არის გრაფაში-"ეროვნული ნაკრები" შეყვანილი?
დევიდ აირონს
დაწერას ვაპირებდი და შევხედე გიორგისუკვე დაუწერია ის, რისი დაწერაც მე მინდოდა. მართლაც და წაკითხულის აღქმის პრობლემა როგორც ჩანს სერიოზულად დგას... სად ამბობს ავტორი რომ-"უჰრინი ცუდი მწვრთნელია"? ან უარყოფითად სად ნახეთ შეეფასებინოს? მწვრთნელის საბოლოო ავ-კარგიანობის საზომი რომ ევრო სარბიელია, ამას რათ უნდა ცილობა? მე მიხარია პირადად "დინამოს" გაძლიერება, მიზარია ისიც, რომ ლიდერობს და ისიც გამეხარდება თუ ევროსარბიელზე ომახიან სიტყვას იტყვის! დაველოდოთ წლევანდელ ენკენისთვეს (თუ "მივედით" იქამდე) და ვნახოთ....რაც შეეხება "ვოსკოს" შეძენას, ვერ ვიტყვი რომ თვით "შეძენაა" შეცდომა, თვით "ვოსკო" არაა ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ვერ შეეწყო ჩვენ ლიგას..ვერ გაიხსნა, ვერ ათამაშდა. თუმცა (თუ-"მაგრამ"?) ლეგიონერი მართლა უნდა ბრწყინავდეს ადგილობრივზე უკეთ, ეს სრული სიმართლეა. წარმატებები უჰრინ "ჯუნიორს" და "დინამოს". აგრეთვე თითოეულ ქართულ კლუბებს და ყველა მწვრთნელს.
avtor
ავტორ ძან უსუსური არგუმენტებია და არიქა ოღონდაც სტატია დავწეროო მთლად ასე არ უნდ აილაპარაკო დინამოს თუ ლამაზი ფეხბურთი არ უჩვენებია კაი რაა და ვოსკო კიდე დუბლებში იმიტო გადიაყვანეს რო თვითონ ა წყვეტს კონტრაქტს და რაქნან ეზოში დაბან?ამიტო დუბლებში გაუშვეს
giorgi
უჰრინის მუშაობა უარყოფითად როგორ უნდა შეაფასოს ვინმემ ეს ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის.... პრაგმატულად თუ თამაშობს რა მერე? შედეგი არ აქვს? თუ ნახევარ სეზონში მეტი მოეთხოვებოდა? !!! მთავარი ტაბლოა საბოლოო შეეგი ჯერჯერებოთ ყველაფერი ჯიგრულადაა..
shota
ავტორ მარტო იმის მერე რაღა უნდა გითხრა უჰრინის მუშაობა არ მოგწონს მაგით ყველაფერი ნათქვამია მარა მაინც ერთსაც ვიტყვი ალბატ დინამოს საქ.ჩემპიდან რო გადმოიყვანოს ფეხბურთელები დაწერ სხვების დასუსტების ხარჯზე ძლიერდებაო და ეს დინამოს განვითარებას შეუშლის ხელსო თქვენი საქმე ესეა (ჭრელო პეპელა არც გაფრინდე და არც მოფრინდეო) მოდით რა აკეთეთ თქვენ თქვენი საქმე დინამომ როგორღაც თქვენზე უკეთაც იცის ვინ დააყენოს მწვრთნელად და რომელი ფეხბურთელი დააყენოს ამა თუ იმ პოზიციაზე
Shota
არა საღოლ ავტორ დინამომ საქ.ჩემპში მონაწილე გუნდებიდან რო დაიმატოს ფეხბურთელები მერე ალბათ დაწერ დინამო სხვების დასუსტების ხარჯზე ძლიერდება და ეს მის განვითარებასაც შეუშლის ხელსო თქვენი საქმე ზუსტად ისეა ჭრელო პეპელა არც გაფრინდე და არც მოფრინდეო =))
giorgi
ანალიზის უნდარი რატო დაიკარგა ქართველ ხალხში???? რას იძახის ტყუილს და არასწორს სტატიის ავტორი?????? აკონკრეტებს რომ ლეგიონერი რომელიც დუბლებში გადასაყვანი გახდა და ვერანაირ სამსახურს ვერ უუწევს გუნდს რა საჭიროა მასში ფულის გადაყრა... რა არის ამაში არსწორი და უცნაური? თუ სარგებელი არაფერი მოაქვს აბა ტურისტივით ხომ არ უნდა გყავდეს გუდნდში დამსვენებელივით? დიახ რაღაც დონეს უნდა აკმაყოფილებდეს.. და ნომალური იგროკი უნდა იყოს.. თორე მე პირადად მივესალმები ლეგიონერების ჩამოყვანას და აუცილებლად მიმაჩნია ეს.. მაგრამ დონე??? ხო უნდა იყოს მინიმუმ ჩვენი დონის? ამას იძახის ავტორი..ლეგიონერი აუცილებელია .. მაგრამ მარტო სახელი ლეგიონერი არ კმარა ის ჩვენი დონის და ცოტა უკეთესიც უნდა იყოს..როგორც აზერებშია..
zesta
ავტორ მართალი ხარ ;)) უჰრინი არ უნდა იყოს დინამოს ტრენერი :))) ფულს ტყუილად ყრის დინამო ტრენერში უჰრინს გეგუჩაძე მირჩევნია მილიონჯერ ან სხვა ქართველი ტრენერი :)) უჰრინი უნდა წავიდეს დინამოდან და ეს ესტონელიც და უჰრინის ადგილას ქართველი ტრენერი უნდა დაინიშნოს :))))))
Walkabout
ლეგიონერის ჩამოყვანის მინუსად ჩათვლა იმიტომ რომ ის ქართველის ადგილს იკავებს არასწორ ხედვად მიმაჩნია... მითუმეტეს რომ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი უცხოელი თამაშობს ჩვენს ჩემპიონატში და მათი რიცხვის ოთხ-ხუთჯერ გაზრდის შემთხვევაშიც კი ქართველ ნიჭიერ მოთამაშეებს არაფერი ემუქრებათ, ტალანტი გზას ყველგან გაიგნებს და არ დაიკარგება... არც აკვიატებული გამოთქმაა სწორი რომ ლეგიონერი ადგილობრივს ორი თუ ათი თავით უნდა სჯობდეს... ნებისმიერი ფეხბურთელის გუნდში აყვანა, ლეგიონერი იქნება ის თუ ადგილობრივი გარკვეულწილად რისკია და კლუბის შედეგებისთვის სულერთი უნდა იყოს იმ არგამომდგარი ფეხბურთელის ეთნიკური წარმომავლობა... საერთოდ ლეგიონერი რომ ჩამოგყავს არ არის აუცილებელი გამორჩეული იყოს და გუნდის ლიდერობა იტვირთოს... ანორთოსისი რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა განაცხადში 18 უცხოელი ჰყავდა, ხოლო შემდეგ წელს აპოელი რომ მოხვდა 17, ხოდა როცა ეს გუნდები თავის დროზე 17 და 18 ლეგიონერს კონტრაქტს უფორმებდნენ მშვენივრად ხვდებოდნენ რომ ყველანი ისინი ლიდერები კი არა ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდებოდნენ, ზოგიერთი საერთოდ არ გამოსულა მოედანზე, მაგრამ გუნდის საერთო სიძლიერისთვის ისინი საჭირო იყვნენ... საფრანგეთის, ჰოლანდიის და ბელგიის გუნდებს რომ უამრავი სკაუტი ჰყავთ მესამე ქვეყნებში და ყოველსეზონურად უცხოელების შერჩევებს აწყობენ, მათ შორის ახალგაზრდული გუნდებისთვის, განა ის ტოგოელი, ანგოლელი, ჰონდურასელი ან პარაგვაელი ფეხბურთელი ჯობია თუნდაც ორი თავით ადგილობრივს ან მათი დონისას საფრანგეთში, ჰოლანდიაში და ბელგიაში ვერ იპოვნიან, უბრალოდ წინ იყურებიან, სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები მოჰყავთ, აფრიკელებით ფიზიკურ ძალას იმატებენ, სამხრეთამერიკელებით ტექნიკურობას, კიდევ სხვებით სხვა კომპონენტებს დამთლიანობაში ვითარდებიან, არ იკეტებიან თავის ნაჭუჭში... ჩვენ კიდევ რახან მესხი და ყიფიანი გვყავდა არ ვკადრულობთ ამას, ვაპელირებთ ტრადიციებით, ვითომ ახალგაზრდები არ დაგვეჩაგროსო, არადა საფრანგეთი, ჰოლანდია და ბელგია თუ კადრულობს ჩვენ ვინ ვართ, ჯიბეში ჩაგვისვავენ ტრადიციებით... სადაც ჭკუა გამოიჩინეს კი წავიდნენ ამ გზით, მარტო კვიპროსოს მაგალითია საკმარისი თუ რამდენით გაგვისწრეს საკლუბო ფეხბურთში, არადა 15-20 წლის წინ ისე იყო მაგათთან ფეხბურთი განვითარებული როგორც ჩვენთან ეხლა კერლინგია... მთელი აღმოსავლეთ ევროპა ამ გზით წავიდა, აზერბაიჯანიც კი და ხომ ვნახეთ რა გვიყო ნეფთჩიმ ბოლო ევროტურნირებზე, ჩვენ კიდევ ვიძახოთ რად გვინდა ლეგიონერები, ახალგაზრდა პერსპექტიული ნიჭიერი ბავშვები არ დაგვეჩაგროსო, მესხის და ყიფიანის პატრონებს უცხოტომელი როგორ გვეკადრებაო და ვიჯდეთ ჭაობში...
geo-otari
ავტორ დინამომ ქუთაის რომ მოუგო არ იყო ლამაზი თამაში ან დინამომ გორის დილას რომ მოუგო არც ეგ იყო ლამაზი თამში ????თამაშში თუ ვერ ერკვევი ეგ შენი პრობლემაა
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია