კონიაში მოჭადრაკეთა თურქეთის გუნდურ ჩემპიონატზე გუშინ ორი ტურის პარტიები გათამაშდა...

კონიაში მოჭადრაკეთა თურქეთის გუნდურ ჩემპიონატზე გუშინ ორი ტურის პარტიები გათამაშდა. მე-8 ტურში ლიდერების - `მანისას~ და `ადანას~ დაპირისპირება ფრედ (5:5) დამთავრდა, მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფმა `ბეშიქტაშმა~ და `ისეკმა~ მეტოქეები - ბურსას საჭადრაკო კლუბი და ამავე ქალაქის უნივერსიტეტის ნაკრები, შესაბამისად, 8:2 და 8,5:1,5 გაანადგურეს. `ისეკს~ პირველ ოთხ დაფაზე ქულები მოუტანეს ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონმა რუსტამ კასიმჟანოვმა (გიორგი მარგველაშვილი დაამარცხა), მაიკლ ადამსმა, სუათ ატალიკმა და ლევან ფანცულაიამ, ხოლო ევროპის ჩემპიონმა ეკატერინა ატალიკმა მხოლოდ ნახევარი ქულა შესძინა გუნდს.

მეცხრე ტურში ისევ გაიმარჯვეს მანისამ და ადანამ, რომლებსაც 17-17 ქულა აქვთ. ისეკმა უშუალო კონკურენტ ბეშიქტაშს მინიმალური ანგარიშით - 5,5:4,5 აჯობა და 14 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

უკვე გაუწყეთ, რომ თურქეთის გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს 12 წარმომადგენელი მონაწილეობს. განსაკუთრებით ყოჩაღობენ მარიამ დანელია და ლევან ფანცულაია, რომლებმაც 9 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულა მოაგროვეს. დანარჩენ ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: სოფიკო გურამიშვილი-7(9), მიხეილ მჭედლიშვილი-6 (9), ქეთი წაწალაშვილი-5 (9), გიორგი მარგველაშვილი-5 (9), სალომე მელია-5 (9), მერაბ გაგუნაშვილი-5 (8), დავით არუთინიანი-5 (9), თამაზ გელაშვილი-4 (8), სოფიო გვეტაძე-4 (9), თორნიკე სანიკიძე-2,5 (9) ქულა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა