ნახევარფინალებში "შსს აკადემიამ" 16-ქულიანი ფორა ვერ შეინარჩუნა, "არმიამ" კი 19-ქულიანი
ფეხბურთში 2:0 დაწინაურებული გუნდი 2:3-ს რომ წააგებს, დაახლოებით იმავეს ნიშნავს, რასაც კალათბურთში 16-19-ქულიანი უპირატესობის განიავება.

რატომ მაინცდამაინც 16 და 19? - იკითხავთ. პასუხი მზად გვაქვს: 20 იანვარს, ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ნახევარფინალების დარ მატჩებში ჯერ "შსს აკადემიამ" ვერ შეინარჩუნა 16-ქულიანი ფორა, შემდეგ "არმიამ" - 19-ქულიანი. ორივემ წააგო და მემორიალის ფინალში "რუსთავი" და "ოლიმპი" ითამაშებენ (22 იანვარს, 18 საათზე).

20 იანვარს ვიხილეთ ევროპული და ქართული კალათბურთის პაექრობა: მთელი მატჩის განმავლობაში "შსს აკადემია" კომბინაციურ, შორ გათვლებზე დამყარებულ კალათბურთს თამაშობდა, რამაც შედეგი პირველივე ტაიმში გამოიღო - ძალოვანები 16 ქულით დაწინაურდნენ.

მეორე პერიოდის საწყის 8 წუთში მათ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს ქვემოქართლელებმა, რომლებიც მეოთხედის ბოლოს გამოფხიზლდნენ, არც მეტი, არც ნაკლები - 15:0 სპურტი მოაწყვეს და მესამე პერიოდში ანგარიში გაათანაბრეს (48:48).

მეოთხე რაუნდის დასაწყისში იყო ეპიზოდი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო შედეგზე - რუსთაველმა ნეით ბოუიმ სამქულიანი ჩააგდო, პარალელურად კი ლევან ხმელიძესთან ბრძოლაში თამაშის წესები დაარღვია ჩად პრევიტმა.

ამას მოჰყვა კალათბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა. ჩადმა და ლევანმა ტექნიკური ჯარიმები მიიღეს. ეს აკადემიელისთვის მეხუთე ფოლი იყო და მოედნის დატოვება მოუწია.

ბოლო წამებზე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ვიდრე ცენტრმა რევაზ ათანელიშვილმა სამქულიანი არ ჩააგდო და "რუსთავი" 80:78 არ დააწინაურა.

ამის შემდეგ ანგარიშს მხოლოდ ერთი ქულა მიემატა, ისიც რუსთაველთა მხარეს და ფინალში მიხეილ ბერუაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი გავიდა.

რუსთაველებმა თამაშის შემოტრიალება "ქართული სტილის" კალათბურთით შეძლეს - სწრაფად უტევდნენ და იერიშების პირველივე ფაზაში დასრულებას ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმეში თავს ისე გრძნობს ნეით ბოუი, როგორც თევზი წყალში (გადახედეთ მის მონაგარს).

სწორედ მისი დამსახურებით, რუსთაველებმა სწრაფი შეტევების შედეგად 27 ქულა მოაგროვეს. შსს-ელებმა ერთი სწრაფი ქულაც ვერ ჩააგდეს.

"არმიას" ფინალში გასასვლელად "ოლიმპის" 15 და მეტი ქულის სხვაობით დამარცხება სჭირდებოდა.

ამისთვის მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა შესაბამისი ტაქტიკა შეარჩია: პირველ მეოთხედში არმიელები ელვის სისწრაფით გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და სხვაობას სწრაფად ზრდიდნენ. მეორე პერიოდში მათმა უპირატესობამ 19 ქულას მიაღწია.

არმიელებს, ალბათ, იმედი ჰქონდათ, რომ "ოლიმპის" მეფარე, ლიდერი სტეფან მილოშევიჩი ტემპს ვერ გაუძლებდა და დაიღლებოდა.

მას თავიდან მართლაც გაუჭირდა, მაგრამ სათანადოდ მომზადებული აღმოჩნდა, გაძლო როგორც ძირითადი დროის ბოლომდე, ასევე ოვერტაიმის დასრულებამდე. დამატებითი დროის დამამთავრებელი სირენა რომ გაისმა, სტეფანმა ბურთი კარგი მეკარესავით დაარტყა და ჭერი შეაზანზარა. ეს სიხარულის ემოცია იყო.

ფარქვეშ მილოშევიჩმა, პერიმეტრიდან კი ფაცაციამ (21 ქულა, 4 სამქულიანი), სოკმა (13 პასი, 11 ქულა), ტომარაძემ (14 ქულა, 4 სამიანი) და ანდრიუკაიტისმა (25 ქულა, 7-დან 5 სამიანი) დიდი თავსატეხი გაუჩინეს არმიელებს და 19-ქულიანი ფორა არ შეარჩინეს.

მოქმედმა ჩემპიონებმა ძალიან გაიხარეს, როცა მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. ამით იმედი ჰქონდათ, რომ +15-ს დამატებით ხუთწუთეულში დაიბევებდნენ, მაგრამ ოვერტაიმში ისეთივე ტემპში სათამაშოდ, როგორიც პირველ პერიოდში განავითარეს, ძალა არ ეყოთ. არც "ოლიმპმა" მისცა ამის უფლება და ქულაუხვ შეხვედრაში გია კაზანჯიანის შეგირდებმა იმარჯვეს.

"არმიას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ექს-შსს-ელ ბესიკ ლეჟავას.

20 იანვარი

შსს აკადემია-რუსთავი 78:81

22:25, 26:15, 14:17, 16:24

შსს აკადემია: ჩიტაშვილი (5ქ), ვონი (15ქ, 5მ, 5პ, 5ჩ), როგავა (9ქ, 4პ), ლონდარიძე (6ქ, 11მ), პრევიტი (17ქ), ლომოური (3ქ), ანთაძე (5ქ), ბექაური (2ქ), არჩიბეკი (16ქ, 16მ, 4პ), რეიმონდი.

რუსთავი: ბოუი (21ქ, 11მ, 7პ, 6ჩ), ცეკვავა (12ქ, 3პ), ვატადი (3ქ), აბაიშვილი (3ქ), ნელსონი (16ქ, 7მ, 4ჩ), ჭოჭუა (9ქ), ტუჯანი (4ქ, 3პ), ათანელიშვილი (12ქ, 6მ), მაჭავარიანი, ხმელიძე (1ქ).

ოლიმპი-არმია 103:101

14:22, 24:28, 25:12, 25:26, 15:13

ოლიმპი: გულისაბედაშვილი, ტომარაძე (14ქ, 5მ), სოკი (11ქ, 13პ), ბერიშვილი (11ქ, 5მ, 6პ, 3დ), ფაცაცია (21ქ, 3პ), დვალიშვილი (4ქ), მილოშევიჩი (17ქ, 10მ, 2დ), ანდრიუკაიტისი (25ქ).

არმია: გამყრელიძე (24ქ, 18პ, 8მ), ბაბიაშვილი (21ქ, 6მ), ბოისა (2ქ), უგრეხელიძე (15ქ, 8მ), წივწივაძე (9ქ, 5მ, 3პ), ლეჟავა (6ქ), საყვარელიძე (5ქ, 5მ), შარაბიძე (6ქ), ჯგერენაია (9ქ, 7მ), ფარღალავა (4ქ, 6პ).

დინამო-სამედიცინო 75:58

20:12, 19:11, 23:13, 13:22

დინამო: კარიმი (13ქ, 6პ), ლილუაშვილი (8ქ, 7მ, 4პ), კობაიძე (11ქ, 10მ), ნინიაშვილი (4ქ), კეიდია (5ქ, 3პ), ორმოცაძე (12ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), გელაზონია (6ქ, 6მ), კლაიმენი (11ქ), ღუდუშაური (5ქ).

სამედიცინო: ჯიქია, არწივიძე (23ქ, 5პ), შიოლაშვილი (2ქ), ტუკვაძე (4ქ), გაბისონია (2ქ), მაისურაძე (4ქ, 3პ), ფერიაშვილი (8ქ, 16მ, 3დ), გ. რევაზაშვილი (12ქ, 6მ), კორძაძე (1ქ), ჭიჭვეიშვილი (2ქ), ელიაძე.

სოხუმი-თსუ 60:66

16:18, 16:18, 13:12, 15:18

სოხუმი: ბულიავა (3ქ), ჩლაიძე (19ქ, 4პ), გასიტაშვილი, შვანგირაძე (6ქ), დეკანოიძე (10ქ, 8მ), ბააკაშვილი (5ქ), ქადარია (12ქ, 18მ), კოპალიანი (2ქ), მუჟნიეკსი (3ქ).

თსუ: გ. ბაქრაძე (18ქ, 7მ, 7პ), ასელაინი (1ქ), თავამაიშვილი, ტეტელაშვილი, კობიძე (4ქ, 6მ), ვახანია, თვაური (2ქ), ნ. ბაქრაძე, ბერუაშვილი (14ქ, 10მ), ჩქარეული (18ქ, 6მ), ხიზანიშვილი (5ქ), ნოზაძე (4ქ, 6მ).

A ჯგუფი

გუნდი თ მ წ ქ

1. ოლიმპი 4 4 0 8

2. დინამო 4 3 1 7

3. არმია 4 2 2 6

4. სტუ 4 1 3 5

5. სამედიცინო 4 0 4 4

B ჯგუფი

გუნდი თ მ წ ქ

1. რუსთავი 3 3 0 3

2. შსს აკადემია 3 2 1 5

3. თსუ 3 1 2 4

4. სოხუმი 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა