ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალალი ტაში 17-წლამდელებს

ალალი ტაში 17-წლამდელებს

ჯონ პიკოკი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "თქვენი ცენტრფორვარდი უნდა შევაქო!"
...ორი მატჩის შემდეგ 4 ქულა მართლაც არ არის ურიგო შედეგი: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში მოსახვედრად მშვენიერ შანსს ინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, კობა ჟორჟიკაშვილისა და გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებს შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში შვედებთან ფრეც აწყობთ. თუმცა, არა გვგონია, ჩვენმა ჭაბუკებმა ამ გადამწყვეტ პაექრობაში მხოლოდ საყაიმო ანგარიშზე იფიქრონ: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია და ყოველივე ეს გუშინდელ მატჩშიც (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში) ნათლად გამოჩნდა.

შესაძლოა, ქართველ გულშემატკივარს არცთუ სიამოვნებდა იმის ხილვა, მატჩის მიწურულს ჩვენ ჭაბუკებს დრო რომ გაჰყავდათ; თუმცა, ამაში დასაძრახი არაფერია: პარალელურად მიმდინარე მატჩიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა და ამასაც თავი რომ დავანებოთ, გუშინდელი მეტოქის ფაქტორიც არ დაგვავიწყდეს. ვერაფერს ვიტყვით: ინგლისელებმა მართლაც ჩინებული გუნდი ჩამოიყვანეს თბილისში და ქვეჯგუფის უპირობო ფავორიტის სტატუსი პირველ ტურში შვედების არცთუ სუსტი ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხებითაც დაამტკიცეს.

რა დასამალია და, ჯონ პიკოკის გუნდი გუშინდელ მატჩშიც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და ამიტომაც ორმაგად ფასეულია ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრაში ქულის მოპოვება. ეგაც რომ არ იყოს, ინგლისელებთან სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე ნამდვილად არ ვართ განებივრებულნი კონკრეტული მატჩის ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულებით. მით უფრო, რომ გუშინ ქართველმა ჭაბუკებმა მეტად და მეტად ფასეული ეს ქულა იღბალისა თუ შემთხვევითობით კი არა, არამედ სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ამიტომაც არ დაინანეს ქართველმა ქომაგებმა ის მხურვალე ტაში, მსაჯის საფინალო სასტვენიდან კარგა ხანი რომ გრძელდებოდა...

...ვიდრე გუშინდელი მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლად გვინდა სამსაჯო თემას შევეხოთ. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის, მაგრამ გუშინ ავსტრიელი არბიტრის ერთდროულად რამდენიმე გადაწყვეტილება საკამათოზე მეტი იყო; თანაც, ჩვენდა სამწუხაროდ, რენე აისნერი მაინცდამაინც... ინგლისელთა სასარგებლოდ ცდებოდა. "წვრილმანებზე" არ შევჩერდებით, მაგრამ პირველ ტაიმში გურამ სამუშიას აქტიურობის შემდეგ საკუთარ საჯარიმოში მყოფ ინგლისელთა ერთ-ერთ მცველს ბურთი რომ ხელზე მოხვდა, ყველამ დაინახა... არბიტრის გარდა! მეორე ტაიმშიც იყო რამდენიმე ეპიზოდი, მეტოქის ფეხბურთელები ჩვენების კონტრშტევებს წესების დარღვევით რომ აჩერებდნენ, მაგრამ არბიტრს "განსხვავებული აზრი" ჰქონდა...

...წინა მატჩთან შედარებით, ჩვენი ნაკრების ძირითადში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო: ნიკა დიასამიძის ნაცვლად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე სანდრო ჭიღვარია გამოჩნდა. აი, ინგლისელთა თავკაცმა კი შვედებთან მოგებული მატჩის შემდეგ თავისი გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა და 4 ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა. თუმცა, ინგლისელთა ორივე ლიდერი - ცენტრფორვარდი ჰალემ ჰოუპი და მარცხენა გარემარბი რეჰიმ სტერლინგი ძირითადში იყვნენ და ასაკთან შეუფერებელი ოსტატობით კვლავაც მოგვხიბლეს.

თამაში ახალი დაწყებული იყო, ჰოუპმა საკუთარი ნახევრიდან შორეული პასი რომ მიიღო და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ამ ეპიზოდში აშკარად გადავრჩით. ამ ეპიზოდს ნიკლას პაუელის სახიფათო სტანდარტული მოჰყვა, შემდეგ ისევ ჰოუპი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ამჯერად დავით მთივლიშვილმა გვიხსნა - ჩვენი ნაკრების მარჯვენა მცველმა ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარიდან გამოიტანა. ფაქტობრივად, მატჩის საწყის 30 წუთში ჩვენი ბიჭები მეტოქის ორგანიზებულ თამაშს ვერაფერს უპირისპირებდნენ; ეგ კი არა, საერთოდ, პირველ ტაიმში მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყით: ბაჩანა არაბულის მიერ შესრულებული "სტანდარტული" ინგლისელთა მეკარის ჯორდან პიკფორდის ნადავლი გახდა. სამაგიეროდ, გაილაღა ინგლისელთა მარცხენა გარემარბმა სტერლინგმა - ჩვენი მარჯვენა ფლანგი მართლაც რომ ააწიოკა გაუთავებელი სოლო-რეიდებითა და ეფექტური ფინტებით.

ალბათ, ამის გამოც მოხდა ჩვენ შემადგენლობაში ადრეული ცვლილება და საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა ჩანაფიქრმაც გაამართლა: სტერლინგი იძულებული გახდა ფლანგი შეეცვალა, ოღონდ, მარჯვნიდან ისე სახიფათოდ ვეღარ გვიტევდა. არ დავმალავთ: პირველმა ტაიმმა არცთუ დადებითი შთაბეჭდილება დაგვიტოვა; როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ჭაბუკებს შეტევების განხორციელებაც უჭირდათ და, ათლეტური მეტოქეების მიმართ, თითქოსდა, შიშიც ჰქონდათ. თანაც, "მთავარი" ხომ არ გვითქვამს: მატჩის მე-9 წუთზე მოუღლელმა ჰოუპმა ჩვენ საჯარიმოში ბურთი თავისუფლად მიიღო (კვლავაც ჩვენი მარჯვენა ფლანგი "ჩავარდა") და ოსტატური დარტყმით გაბრიელ თებიძეს შანსი არ დაუტოვა.

...მეორე ტაიმი წამების (!) დაწყებული იყო, ბაჩანა არაბულის ჩინებული პასის მერე გურამ სამუშია ხელსაყრელ პოზიციაზე რომ აღმოჩნდა, მაგრამ ინგლისელთა მცველებმა იყოჩაღეს. სამიოდ წუთში ჩვენების შესრულებით მართლაც ეფექტური კომბინაცია ვიხილეთ: შეტევა ლუკას ჰუფნაგელმა წამოიწყო, შემდეგ არაბულისგან ზუსტი პასი მიიღო, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში შესულს მცველებმა დაასწრეს. სხვათა შორის, ჰუფნაგელი საქართველოს ნაკრებში... ყველაზე "განსხვავებულ" ფეხბურთს თამაშობს; შესაძლოა, ამ ბიჭის თამაში ეფექტური არ იყოს. სამაგიეროდ "სწორად" და, რაც მთავარია, სწრაფად აზროვნებს; მოკლედ, როგორც იტყვიან ხოლმე, "გერმანული სკოლა" ეტყობა...

...ისევ მატჩს დავუბრუნდეთ, ჩვენი ბიჭების შესრულებით მართლაც ჩინებული 40 წუთი (ტაიმები ამდენი ხანი გრძელდება) ვიხილეთ. რაც მთავარია, ძლიერი მეტოქის მიმართ არსებული შიში თუ კომპლექსიც მოეხსნათ ჩვენ ჭაბუკებს და, ამასთან მეტოქის მცველებიც ვერაფრით უმკლავდებოდნენ საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდს ბაჩანა არაბულს. ამ ბიჭს ყველა მონაცემი აქვს, სერიოზულ დონეზე ფეხბურთი რომ ითამაშოს (ისე როგორც ჩვენი ნაკრების კაპიტანს, ცენტრალურ მცველს ნიკა სანდოხაძეს) და ვიმედოვნებთ, რომ... ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღება-დაინტერესება მის შემდგომ კარიერაზე უარყოფითად არ აისახება.

გუშინ, არაბულმა მართლაც ჩინებულად ითამაშა - მთელი შეხვედრის განმავლობაში წნეხში ჰყავდა მოქცეული მეტოქეთა მცველები და ისეთი გოლი გაიტანა, ბევრ გამოცდილ და ცნობილ ფორვარდს რომ შეშურდებოდა! საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდმა იმ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა, ერთდროულად ორ მოწინაღმდეგეს ჯანითაც აჯობა და ჭკუითაც, მერე კი უძლიერესი და ეფექტური დარტყმით ბურთი ინგლისელთა კარის "ცხრიანში" გაგზავნა!

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენ გოლამდე ცოტა ხნით ადრე ზედიზედ ორჯერ გადავრჩით! ჯერ იყო და, ნიკლას პაუელის თავური დარტყმა ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ისევ და ისევ ჰოუპი ცდილობდა გოლის გატანას. მატჩის ბოლომდე მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს: არაბულმა გარღვევაზე ჰუფნაგელი გაიყვანა, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელს ჯანიანმა ინგლისელმა მცველებმა "ფიზიკაში" აჯობეს; შეხვედრის ბოლო წუთშე კი, შეცვლაზე შემოსულმა ბლეირ ტარგოტმა "სტანდარტული", ერთი შეხედვით, უხიფათოდ შეასრულა, მაგრამ ბურთი ჩვენ კარში მიფრინავდა და გაბრიელ თებიძემ სულ ბოლო მომენტში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში ინგლისელებმა შტურმისმაგვარი მოაწყვეს, ზედიზედ ორი კუთხურიც ჩამოაწოდეს, მაგრამ საკუთარი კარის უსაფრთხოება შევძელით და სრულიად დამსახურებული ქულაც მოვიპოვეთ მეტად და მეტად ძლიერ მეტოქესთან. ჰოდა, ამიტომაც იყო, ქართველმა ქომაგებმა ჩვენი ბიჭების მონდომებულ თამაშს ადეკვატური შეფასება რომ მისცა და ხანგრძლივი ტაშიც არ დაინანა...

მატჩის შემდეგ

ჯონ პიკოკი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შეხვედრა კარგად დავიწყეთ და ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა; თუმცა, მეორე ტაიმში მეტოქემ თამაში აშკარად გამოასწორა, შემდეგ უფრო მოუმატა და ისღა დამრჩენია, ასეთი კარგი ასპარეზობა შევაქო. ისე როგორც თქვენი ცენტრფორვარდის გოლი - ყველაფერი მართლაც ჩინებულად შეასრულა!"

კობა ჟორჟიკაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ასეთ ძლიერ მეტოქესთან ჩემი შეგირდები თავდაპირველად ნერვიულობდნენ, მაგრამ მერე, ნელ-ნელა "გაუშინაურდნენ" სიტუაციას. კონტრშეტევებზე თამაში თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა და თითოეულ ჩვენ ფეხბურთელს კონკრეტული დავალებაც მივეცით. მიმაჩნია, რომ ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ინგლისის ნაკრებია, ფრე ნორმალური შედეგია. თუმცა, არ უნდა მოვდუნდეთ და ბოლო მატჩში შვედებთანაც მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.

გია ტუხაშვილი

20.10. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 6 000 მაყურებელი

საქართველო 1

ინგლისი 1

0:1 ჰოუპი (9), 1:1 არაბული (63)

საქართველო ინგლისი

4-2-3-1 4-2-3-1

თებიძე პიკფორდი

მთივლიშვილი კუზინსი

კახიძე ჯექსონი

სანდოხაძე უოლტერსი

მონიავა რეგანი

გოგიჩაიშვილი ჩალობა

ჰუფნაგელი კესკი

ჭიღვარია ფანიმო

ენდელაძე პაუელი

სამუშია სტერლინგი

არაბული ჰოუპი

მწვრთნელი მწვრთნელი

კ. ჟორჟიკაშვილი ჯ. პიკოკი

საქართველო

21. ჭიღვარია - მარკოზაშვილი

48. კახიძე - ცნობილაძე

80. კვარაცხელია - სამუშია

სათადარიგოები: მიქავა, დიასამიძე, ფანცულაია, სარჯველაძე

ინგლისი

54. ჩალობა - ჰენდრი

54. კესკი - ტარგოტი

70. ფანიმო - მორგანი

სათადარიგოები: გარეტი, კოტონი, მეგრი, რედმონდი

გაფრთხილება: ჩალობა (48), ენდელაძე (67), სტერლინგი (80)

არბიტრი: რ. აისნერი (ავსტრია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

[VIDEO] დებიუტი შედგა - ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა

[VIDEO] U21. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს