"ტოტენჰემი" ფორვარდების სატრანსფერო ბაზარზე გადის
"ტოტენჰემის" 35 წლის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში აცხადებს, რომ მის გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი სჭირდება და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად.

მიზეზი ყველასთვის ნათელია: "დეზები", პრაქტიკულად, მთელი სეზონია, ერთი შემტევის იმედად არიან.

ემანუელ ადებაიორს მოსამზადებელი შეკრება გუნდთან ერთად არ გაუვლია, რადგან ლონდონელები "მანჩესტერ სიტისთან" საიჯარო ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებოდნენ. მერე 28 წლის ტოგოელი დიდხანს ტრავმირებული იყო, ბოლოს კი უხეშობის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. მოედანზე დაბრუნებულმა თავდამსხმელმა ფიზიკური კონდიციები ვერა და ვერ აღიდგინა. ახლა ადებაიორი აფრიკის ეროვნებათა თასზე თამაშობს.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ემანუელის ანგარიშზე ორი გოლია. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ადებაიორი ვერც საგოლე გადაცემებით გამოირჩევა. აი, რას ამბობს ვილაშ ბოაში "ტოტენჰემის" ოფიციალურ ვებგვერდზე:

"ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც სეზონის სტარტზე, როცა ადებაიორი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. მაშინ იძულებულნი ვიყავით, რომ ჯერმეინ დეფოსთვის თავდასხმაში კლინტ დემპსი შეგვეწყვილებინა. ამ ფეხბურთელებმა ერთმანეთს იდეალურად გაუგეს, რაც მშვენივრად გამოჩნდა "ოლდ ტრეფორდზე" მოგებულ შეხვედრაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი მივიღეთ, ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ამ სიტუაციაში რაღაც გამოსავალი უნდა მოვნახოთ. იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელის შეძენა ცოტა სარისკოა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ნაბიჯები, რაც შეიძლება, უკეთ გავთვალოთ".

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტული კანდიდატურების დასახელებისგან თავი შეიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრე ვილაშ ბოაში: "ჩელსიში" ჩემთვის რომ ეცლიათ...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა