იკერ კასილიასის მშრალი სერია 4 მატჩზე ავიდა
"რეალის" გამოფენა "მესტალიაზე", - ასე დაასათაურა "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა საიტმა ლა ლიგის მე-20 ტურის შეხვედრა "ვალენსიას" წინააღმდეგ.

ეს უდავოდ სეზონის საუკეთესო მატჩი იყო ჟოზე მოურინიოს გუნდის შესრულებით - თამაში, რომელმაც შარშანდელი სეზონი გაგვახსენა, როდესაც "რეალმა" ჰანდიკაპით მოუგო "ბარსელონას" ჩემპიონატი.

ზოგი უფრო შორს მიდის და მიიჩნევს, რომ "ვალენსიასთან" პირველი ტაიმი (ყველა, 5 გოლი მასპინძელთა კარში მაშინ გავიდა) საუკეთესო იყო მოურინიოს ფორმაციის "რეალის" შესრულებით.

კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში რადამელ ფალკაოს დაეწია (18-18 გოლი). ანხელ დი მარიამ დუბლი შეასრულა და მერე თქვა, ამით ბევრს ჩავაკმენდინე ხმაო (შესაძლოა, საკუთარ მწვრთნელსაც კი გულისხმობდა), გონსალო იგუაინმა კი 11 მატჩში მე-8 გოლი გაიტანა, შესანიშნავი შედეგიანობაა.

2013 წელი "თეთრებმა" დიდებულად დაიწყეს, 5 მატჩი გამართეს, აქედან 4 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ოთხი მატჩია, იკერ კასილიასის კარში გოლი არ გასულა.

მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მეტოქემ ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზა. ჩვენ კი, მგონი, ტაქტიკური შეცდომები დავუშვით. 0:5 საშინელი შედეგია, მაგრამ ჩვენ წაგებაზეც უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს, სათასო შეხვედრას რევანშისთვის გამოვიყენებთ.

"რეალი" ესპანეთის ჩემპიონია. გუნდი ფანტასტიკურად თამაშობს კონტრშეტევებზე. პირველი გოლის შემდეგ მეტოქის ყოველი კონტრშეტევა საგოლე საფრთხის შემცველი იყო. რაც შეეხება მსაჯობას, მე ამ საკითხს არ განვიხილავ".

აიტორ კარანკა (რეალი): "ასეთი წაგების შემდეგ "ვალენსია" უფრო საშიშია. ის შეეცდება თავისი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას სათასო მატჩში. ვფიქრობ, "რეალმა" ის ელემენტები შემოგვთავაზა, რაც გუნდს შარშანდელ სეზონში ახასიათებდა, როცა ესპანეთის ჩემპიონები გავხდით. ჩვენ ზუსტად ეს უნდა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, საკუთარი ძალების რწმენა არ დავკარგოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ვალენსიას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე "რეალს" 0:5-ისთვის შურისძიებას ჰპირდება

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე