ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალის ყველა წყვილი...
დღის გმირი

ოდნავ ნერვული, მაგრამ მაინც დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ პერსპექტიულ სლოუნ სტივენსს "დიდ სლემზე" პირველი მეოთხედფინალი ელის.

ახალგაზრდა ამერიკელს მელბურნში ბადის მხრივ გაუმართლა. მას თავისი ნიჭის დამტკიცება მოუწია მასსავით ახალგაზრდა ჩოგბურთელებთან - სიმონა ჰალეპთან, კრისტინა მლადენოვიჩთან, ლორა რობსონთან და  ბოიანა იოვანოვსკინსთან. ეს ოთხეული ვერას გახდა რეიტინგის TOP40-ის წევრთან, რომელმაც დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ ასულა კლასიფიკაციაში ასე ზემოთ.

მატჩის მოგების შემდეგ სლოუნმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს "დიდი სლემის" სატურნირო ბადეში ასე შორს გასვლა. როგორც კი ბოიანასთან მატჩი დასრულდა, სტივენსისთვის დაიწყო ინტერვიუების ნამდვილი მარათონი.

მოკლედ, ამერიკელი ნამდვილ ვარსკვლავს მოგაგონებდათ. ჟურნალისტებთან საუბარში რატომღაც დიდი ყურადღება ეთმობოდა საპრიზო თანხებს, რომელიც სტივენსს მეოთხედფინალში გასვლისთვის ეკუთვნის. სლოუნი იცინოდა და ამბობდა, რომ ახალ ფეხსაცმელებს შეიძენდა თავისთვის და დედისთვის.

ასეთი იუმორის გრძნობითა და ფართო ღიმილით მას პუბლიკის დაპყრობის კარგი შანსი აქვს, ხოლო ხარისხიანი ჩოგბურთი მისი შესრულებით მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს.

დღის უნაკლობა

"მოწოდების მონსტრად" წოდებული მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ თამაში, ტრადიციულად, წარმოშობს ხოლმე სერიოზულ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მეტოქეს გაუჭირდება ასეთი ყაიდის მოთამაშესთან გამკლავება. კანადელთან შეხვედრის წინ ექსპერტებმა როჯერ ფედერერის მიმართაც არ დაიშურეს სკეპტიკური შეფასებები.

ამბობდნენ, რომ მსოფლიოს მეორე ჩოგანს გაუჭირდებოდა რაონიჩის მოწოდებისთვის ალღოს აღება, მაგრამ ფედერერმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. როჯერმა თვალნათლივ დაანახა ყველას, როგორ უნდა ითამაშო ისეთი ჩოგბურთელების წინააღმდეგ, როგორიც მილოშია.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის საიმედო მოწოდება. სულ ფედერერმა თავის მოწოდებებზე 12 ქულა დაუთმო მეტოქეს და ერთხელაც არ მისცა მას ბრეიკთან მიახლოების შანსი. რაონიჩს ხშირად უწევდა ბადესთან თამაში, რაც ასევე პრობლემა გახდა მისთვის, რადგან შვეიცარიელის დარტყმების შემდეგ ბურთი მაღლა არ ხტებოდა. თანაც, ფედერერმა გამორიცხა თავის თამაშში უნებლიე შეცდომები - ასეთი მას 12 დაუგროვდა მეტოქის 41-ის წინააღმდეგ.

დღის რიცხვი

"დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი სვეტლანა კუზნეცოვა, რომელსაც ტურნირის წინ არავინ უწინასწარმეტყველებდა ბადეში ასე შორს გასვლას, მეოთხედფინალში აღმოჩნდა. მისთვის ეს იქნება კარიერაში მე-13 მეოთხედფინალი "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე. ბოლო წლებში რუსს ასეთი წარმატება არ ჰქონია. საკმარისია აღინიშნოს ის, რომ "დიდი სლემის" ბოლო 15 ტურნირიდან ეს მისთვის მხოლოდ მეორე მეოთხედფინალია.

დღის მოგონება

თავის კარიერაში რიშარ გასკე მხოლოდ ერთხელ გასულა "მეიჯორებში" მერვედფინალზე შორს - 2007 წელს უიმბლდონის ნახევარფინალამდე გააღწია. მაშინ მან ამ სტადიის საგზური მოიპოვა უაილდ-ქარდის მფლობელ ჩოგბურთელთან შეხვედრაში.

ეს ჩოგბურთელი იყო იმ დროს რეიტინგის 110-ე ნომერი ჟო-ვილფრიდ ცონგა. საინტერესოა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზეც ამ ჩოგბურთელთა გზები პირველად არ გადაიკვეთა. 2008 წელს მათ ასევე ითამაშეს მერვედფინალში და ისევე, როგორც 21 იანვარს, ცონგამ ხუთი წლის წინაც შეძლო მოგება.

დღის ტანჯული

გაელ მონფილსთან ხუთსაათიანი მარათონის შემდეგ, რომლის მოგებაც ჟილ სიმონს ფეხის ტრავმად დაუჯდა, ფრანგი არ მალავდა, რომ ენდი მარეისთან შეხვედრაში მას, პრაქტიკულად, შანსი არ ჰქონდა. 21 იანვრის მატჩმა დაადასტურა ჟილის სიტყვები.

სიმონმა მხოლოდ პირველი სეტის რამდენიმე გეიმში ითამაშა ღირსეულად, რის შემდეგაც კორტზე, ფაქტობრივად, სტატისტის როლში აღმოჩნდა. თანაც, ყოველი მომდევნო გათამაშების შემდეგ ფრანგს ტრავმა უმიზეზდებოდა, მესამე პარტიის ბოლოს კი კორტზე დადგა და უბრალოდ, იგერიებდა ბურთს, თანაც პირდაპირ მარეის ჩოგანზე. შეიძლება სიმონი შევაქოთ იმის გამო, რომ ასეთი ფიზიკური მდგომარეობით გაბედა კორტზე გასვლა, მაგრამ ამან ტანჯვისა და წვალების მეტი არაფერი მოუტანა არც ჩოგბურთელსა და არც პუბლიკას.

დღის გარღვევა

ექვსწლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში ჟერემი შარდის განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ საშუალოზე მაღალი დონის ჩოგბურთელად მიიჩნეოდა. მაგრამ წელს მელბურნში ვიზიტი ფრანგისთვის ნამდვილ ტრიუმფად გადაიქცა.

ხუან მარტინ დელ პოტროს გზიდან ჩამოცილებით შარდი, პრაქტიკულად, საკუთარ თავს გადაახტა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და ოთხ სეტში გაუსწორდა ანდრეას სეპის, რითაც კარიერაში პირველად გააღწია "დიდი სლემის" მეოთხედფინალში.

დღის რეკორდი

საათში 233 კილომეტრი სიჩქარით მოწოდებული ბურთი - 2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ახალი რეკორდია. მისი ავტორი გახდა მილოშ რაონიჩი როჯერ ფედერერთან მატჩში. კანადელმა ერჟი იანოვიჩის რეკორდი დაამხო.

დღის მიღწევა

მილოშ რაონიჩის დამარცხებით როჯერ ფედერერმა ზედიზედ ოცდამეთხუთმეტედ მოიპოვა "დიდი სლემის" ტურნირებზე მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

კაცები

1/8-ფინალი

ჟერემი შარდი (საფ)-ანდრეას სეპი (იტა, 21) 5:7, 6:3, 6:2, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ჟილ სიმონი (საფ, 14) 6:3, 6:1, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7)-რიშარ გასკე (საფ, 9) 6:4, 3:6, 6:3, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 13) 6:4, 7:6(4), 6:2.

1/4-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ბერდიხი (5); ფერერი (4)-ალმაგრო (10); შარდი-მარეი (3); ცონგა (7)-ფედერერი (2).

ქალები

1/8-ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ელენა ვესნინა (რუს) 6:1, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10) 6:2, 2:6, 7:5; სერენა უილიამსი (აშშ, 3)-მარია კირილენკო (რუს, 14) 6:2, 6:0; სლოუნ სტივენსი (აშშ, 29)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 3:6, 7:5.

1/4-ფინალი

აზარენკა (1)-კუზნეცოვა; ს. უილიამსი (3)-სტივენსი (29); ლი (6)-ა. რადვანსკა (4); მაკაროვა (19)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა თითქმის ფინალი მოიგო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა