რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელისთვის გუნდის ექვსეულში ვერმოხვედრა ტრაგედია არაა
გიორგი ყიფიანმა რუსთავის "მეტალურგი" შუა გზაზე ჩაიბარა, ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო და უკვე სათუო შეიქნა "მეტალურგის" მოხვედრა ზედა ექვსეულში.

საბოლოოდ, გუნდი ქვედა ექვსეულში აღმოჩნდა, თუმცა ცხოვრება ამით არ მთავრდება. საშუასეზონო პერიოდში "მეტალურგს" ისევ ყიფიანი უძღვება და რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი საშუალება აქვს, რომ საკუთარი იდეები უფრო კარგად მიიტანოს ფეხბურთელებამდე.

რუსთაველთა მწვრთნელს რამდენიმე კითხვით მივმართეთ...

- რა იყო იმის მიზეზი, რომ "მეტალურგი" ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა? ამ ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლებელი იყო?

- შეუძლებელი ეს არ იყო. რაც შეეხება მიზეზებს, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. როცა "მეტალურგში" მივედი, გუნდში ნორმალური მდგომარეობა იყო, გაწეული იყო სათანადო სამუშაოები. როგორც მწვრთნელს, საკუთარი შეხედულებები მაქვს და მეც ამ მიმართულებით წარვმართე მუშაობა.

გუნდს დადებითი ძვრები ეტყობოდა, იყო შეცდომებიც. ძირითადი ფაქტორი მაინც უიღბლობა აღმოჩნდა. ექვსეულში ვერმოხვედრა ტრაგედია არ უნდა იყოს. მთავარია, თანმიმდევრულად ვიმუშაოთ.

სეზონის მეორე ეტაპზე ჩემპიონატში ყველა მატჩის მისაგებად ვიბრძოლებთ, თასის გათამაშებიდან კი ევროსაგზურის მოპოვებას ვეცდებით.

- საშუასეზონო პერიოდში "მეტალურგი" დატოვეს გიორგი თექთურმანიძემ, ირაკლი მაისურაძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა... გუნდის წინა ხაზი, ალბათ, ყველაზე უფრო საჭიროებს გაძლიერებას...

- თექთურმანიძე ჩვენთან იჯარით იყო და თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. ტატანაშვილსა და მაისურაძეს კონტრაქტის გაგრძელება შევთავაზეთ, მაგრამ მათ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. დავიმატეთ რომან ახალკაცი და ამით არ დასრულებულა ჩვენი სელექცია თავდასხმაში.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვა ფეხბურთელებთანაც. გუნდის თამაში არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელებზე. მე უფრო გუნდური თამაშის მომხრე ვარ.

- შეკრებაზე როდის მიდიხართ?

- 1 თებერვალს ანტალიაში გავემგზავრებით. მანამდე ორ საკონტროლო შეხვედრას ვითამაშებთ: 27 იანვარს სტუ-სთან და 30 იანვარს "ვიტ ჯორჯიასთან".

- "მეტალურგში" მისვლამდე "ზესტაფონში" მუშაობდით მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. მოწინავე გუნდის დამოუკიდებლად გაწვრთნამ რა სირთულეები დაგანახათ?

- "ზესტაფონამდე" ბოლნისის "სიონშიც" ვიყავი მთავარი მწვრთნელი და მინდა გითხრათ, რომ სირთულეები ყველგან არის. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ბევრი რამ სწრაფად იცვლება. სირთულეების არ მეშინია. ყველანაირი სამუშაო დიდ გამოცდილებას მაძლევს.

ყველაფერი ვიცი - მწვრთნელი ასეთი არ უნდა იყოს. საქმეს მარტო არ ვუძღვები, სამწვრთნელო ჯგუფი გვყავს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ საქმეს თავი გავართვათ. ჩვენი მუშაობის შეფასება კი ჯერ ადრეა.

- რაც "მეტალურგი" ჩაიბარეთ, ყველაზე უფრო რომელ გუნდთან გაგიჭირდათ თამაში?

- ერთადერთი გუნდი, რომელმაც ყველა სათამაშო კომპონენტში გვაჯობა, თბილისის "დინამო" გამოდგა - 0:3 წავაგეთ.

- რა დადებით ასპექტებს ხედავთ საკუთარ გუნდში?

- ფეხბურთელების კარგი კონცენტრაცია დავინახე როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებში, მწვრთნელის დავალებების შესრულებაში. ტექნიკურ წუნს რაც შეეხება, ეს მაღალი კლასის ფეხბურთელებსაც კი მოსდით. ჩვენ ავირჩიეთ მიმართულება და ვატყობ, რომ გუნდი უკვე იწყებს იმ ფეხბურთის თამაშს, რაც დავისახე.

- და რა არის ეს მიმართულება?

- ამაზე დიდი ხანი შეიძლება ლაპარაკი, მოკლედ გეტყვით - უპირატესობას კომბინაციურ სტილს ვანიჭებ.

- რა ფინანსური ზურგი აქვს "მეტალურგს"? არის იმის საშუალება, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ისევ მოწინავეთა შორის აღმოჩნდეს?

- რაც "მეტალურგში" მივედი, ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობთ. გვაქვს გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მაისამდე და მაისის შემდეგ. არსებობს იმის ფინანსური და ადამიანური რესურსი, რომ ეს გეგმა განხორციელდეს.

- ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება - სატურნირო მდგომარეობის გარდა, მწვრთნელის შედეგი ალბათ ამითაც უნდა შეფასდეს...

- დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში სამი ფეხბურთელი გადმოვიყვანეთ და მათ თურქულ შეკრებაზე წავიყვანთ - ხაბელაშვილი, ცნობილაძე და საჯაია. ამ ახალგაზრდების განვითარებას ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

- დაბოლოს, პროგნოზზეც დაგეკითხებით - მიგაჩნიათ, რომ ამ სეზონში თბილისის "დინამო" უპრობლემოდ გახდება ჩემპიონი?

- "დინამოს" ჩემპიონობის სხვაზე მეტი შანსი აქვს - კარგი ინფრასტრუქტურა, კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი, ფინანსური შესაძლებლობები...

თუმცა მიმაჩნია, რომ "დილასაც" შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა; ძალიან კარგი კლუბია "ტორპედოც". ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ძალიან საინტერესო იქნება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იპაექრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსთავის "მეტალურგიდან" ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანი მიდის

რუსთავის "მეტალურგი" - მთავარი მოულოდნელობა

გიორგი ყიფიანი: საქართველოს თასისთვის ბრძოლას ვაპირებთ

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა