გადამწყვეტ პაექრობაში სოფიო უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა
21 იანვარს თურქულ ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის ფინალში გააღწია სოფიო ქვაცაბაიამ.

გადამწყვეტ პაექრობაში იგი უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდა. შეჯიბრება კვირას უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ წვიმამ ორგანიზატორებს გრაფიკი შეაცვლევინა და ქვაცაბაიასაც ხელი შეუშალა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო: საქმე ის არის, რომ გადადებული მატჩის გამო ქართველი ჩოგბურთელი კვირას ორჯერ გავიდა კორტზე: ჯერ ბელგიელ ელინ ბოიკენსს სძლია - 7:5, 7:6, ნახევარფინალში კი ტურნირის რეიტინგფავორიტი ალექსანდრა დულგნერუ (რუმინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.

გადამწყვეტი პაექრობისთვის ძალების აღდგენა ვერ მოასწრო და დასვენებულ იანისთან მატჩი ორ სეტში დათმო - 0:6, 1:6.

ქვაცაბაიას 28 იანვრიდან ეილათის 75.000-იან ტურნირში უნდა ეასპარეზა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვიზის გაფორმებას ვერ ასწრებს. ამიტომ საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად გაემგზავრება ისრაელში, სადაც 6-9 თებერვალს ფედერაციის თასზე ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

versus
ეს რაა, რაგბის ახალი სახეობაა?..
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა