"ბაიერნს" ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირების შანსი მართლა აქვს
ჭორის დონეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მეტი კონკრეტიკა მიიღო: როგორც ირკვევა, "სანსოტსის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, უნიჭიერესი ნეიმარი "ბაიერნში" გადასვლით დაინტერესებულია და ეს ხოსეპ გვარდიოლას დამსახურებაა.

20 წლის ნეიმარს უთქვამს, პეპთან სიამოვნებით ვიმუშავებდიო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ნეიმარით სერიოზულად დაინტერესდა, ესპანურმა გაზეთმა AS-მა გაავრცელა, თუმცა ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე წელია, ნეიმარის შესახებ სპეკულაციები არ წყდება, ახალგაზრდა ბრაზილიელი კი ჯერ კიდევ "სანტოსში" თამაშობს.

ბრაზილიური და ევროპული მედია ნეიმარის მომავალს ევროპის თითქმის ყველა გრანდს უკავშირებს, ახლა კი წინა პლანზე "ბაიერნმა" წამოიწია.

ბავარიული გრანდის მთავარი არგუმენტი კი ამ შემთხვევაში გვარდიოლაა. ნეიმარმა ამერიკულ ტელეარხ "ფოქს სპორტს" დაუდასტურა, რომ გვარდიოლას უდიდეს მწვრთნელად მიიჩნევს და მის გუნდში სიამოვნებით ითამაშებდა. "პეპ გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მის გუნდში ვითამაშებ," - უთქვამს ნეიმარს.

თუმცა ბრაზილიელმა იქვე დასძინა, რომ ჯერ ევროპაში გადასვლას არ ჩქარობს: "ბრაზილიაში თავს იდეალურად ვგრძნობ, ევროპაში გადასვლა არ მეჩქარება."

ნეიმარს "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე, ანუ მსოფლიოს იმ ჩემპიონატამდე აკავშირებს, რომელიც სწორედ ბრაზილიაში უნდა გაიმართოს და ცნობილია, რომ მას ამ კონტრაქტის ამოწურვამდე "სანტოსში" დარჩენა უნდა; თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნეიმარი სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე