ტურნირის ფინალში "ოლიმპმა" "რუსთავი" ანგარიშით 80:67 დაამარცხა
საკალათბურთო კლუბი "ოლიმპი" 2011 წელს "დაიბადა". მასში თავიდანვე კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და თავმომწონე გუნდად იქცა.

ამბიციურობა შარშანდელ სუპერლიგაშიც დაამტკიცა - ფინალში ითამაშა. თუმცა "ოლიმპს" 22 იანვრამდე ერთი ჯილდოც არ ჰქონდა მოგებული.

22 იანვარს კი ანგარიში გახსნა - ქორქია-საკანდელიძის მემორიალში გაიმარჯვა და ლეგენდარული კალათბურთელების სახელობის თასი მოიპოვა.

მიზნის მიღწევა იოლი როდი იყო: წლეულს, როგორც არასოდეს, მემორიალზე ძლიერი და ამავე დროს, თანაბარი შემადგენლობა შეიკრიბა.

ჯგუფურ ეტაპზე "დინამომ" თვით ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული "არმია" დაამარცხა, მეორე დღეს კი დინამოელები "ოლიმპმა" დასცა - 85:59. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "არმიას" ძლევით დაგვანახეს, რომ ტურნირის მოგება ხელეწიფებოდათ.

თუმცა კიდევ უფრო რთული ფინალური ორთაბრძოლა იყო. "რუსთავმა" ხომ "შსს აკადემიასთან" 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფინალის საგზური ისე მოიპოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მემორიალის გადამწყვეტმა მატჩმა საინტერესოდ ჩაიარა. ნეიტრალური ქომაგი სანახაობით ნამდვილად ისიამოვნებდა, "ოლიმპისა" და "რუსთავის" ქომაგებს კი დიდი სანერვიულო ჰქონდათ. თბილისელები არაერთხელ ავიდნენ +10 ქულაზე, მაგრამ რუსთაველთა ტრადიციული აფეთქებები ოლიმპელებს არათუ მეტად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა, არამედ ანგარიში ხშირად თანაბრდებოდა და ქვემოქართლელები წინაც გადიოდნენ.

შეხვედრა ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა ინტრიგას, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულის ბედზე მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში თბილისელთა მიერ ჩაგდებულმა სამქულიანებმა დიდად იმოქმედა (ჯერ ტომარაძემ გამოიყენა შორეული ტყორცნა, შემდეგ - ესტონელმა სოკმა). მეოთხე რაუნდი დაძაბულობისა და დაცვაში დიდი მონდომების გამო ქულამწირი გამოდგა.

სწორედ ამიტომ იძენდა თითო ქულა ოქროს ფასს. საბოლოოდ ეს პერიოდი "ოლიმპმა" 14:8 მოიგო და ისტორიაში პირველ თასსაც დაეუფლა.

ორგანიზატორებმა გამოავლინეს ორი საუკეთესო კალათბურთელი: მიხეილ ბერიშვილი (15 ქულა, 8 მოხსნა) და სტევან მილოშევიჩი (17 ქულა, 20 მოხსნა). მათ პრიზები ვეტერანებმა გივი ბიჭიაშვილმა და ვალერი ლომაძემ გადასცეს.

22 იანვარი

ფინალი

ოლიმპი-რუსთავი 80:67

23:16, 18:21, 25:22, 14:8

ოლიმპი: გულისაბედაშვილი (3ქ), ტომარაძე (9ქ), სოკი (11ქ, 9პ, 6მ), ბერიშვილი (15ქ, 8მ, 3ჩ), მიქელაძე, ფაცაცია (13ქ, 9მ, 6პ), ა. დვალიშვილი (8ქ), მილოშევიჩი (17ქ, 20, 3დ), ანდრიუკაიტისი (4ქ, 6მ).

რუსთავი: ბოუი (16ქ, 5მ, 4პ), ცეკვავა (7ქ, 4მ, 3ჩ), ვატადი, აბაიშვილი, ჩაჩანიძე (3ქ), ნელსონი (12ქ, 5მ), ჭოჭუა (22ქ, 9მ), ტუჯანი (4ქ, 5მ, 3პ), ათანელიშვილი (3ქ), მაჭავარიანი, ხმელიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mumu
გენანებატ სეკება?-ორი სიტკვიტ მაინც.რა დზუნცია ეს კაცი?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა