ესპანელ მეკარეს ახლა გარი ნევილი აკრიტიკებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, 39 წლის გარი ნევილი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიური სამყაროსგან შორს არ გამდგარა.

მან Daily Mail-ში საკუთარი სვეტის წერა დაიწყო საფეხბურთო თემატიკაზე. 2012 წლიდან ის ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შევიდა, თუმცა კალამი ხელიდან მაინც არ გაუგდია. გარი ყოველთვის ითვლებოდა ინტელექტუალ პიროვნებად. შესაბამისად, მისმა ნაწერებმა პოპულარობა მალევე მოიხვეჭა.

უკანასკნელი აქტუალური თემა, რომელიც გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა და მისი არადამაჯერებელი თამაშია. 22 წლის გოლკიპერი კვირას, "ტოტენჰემთან" შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კიდევ ერთხელ შეცდა უხეშად, რაც მის გუნდს 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა. ამ ამბავს ნევილი ასე გამოეხმაურა:

"მას, უბრალოდ, არ ჰქონდა უფლება, მსგავსი შეცდომა დაეშვა. ამ ეპიზოდის გამო "იუნაიტედმა" ქულები დაკარგა. დავიდს ბურთი ან საჯარიმოს გარეთ უნდა გაეტანა, ან კიდევ ხელში აეღო. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ გუნდის კარის დარაჯზე, ვისაც პრემიერლიგის ჩემპიონობის პრეტენზია აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მან უკვე გააანალიზა თავისი შეცდომა.

დე ხეას ჯერ კიდევ დიდი შრომა მართებს იმისთვის, რომ პიტერ შმაიხელისა და ედვინ ვან დერ სარის დონეს მიუახლოვდეს. მინდა ვუპასუხო მათ, ვინც ფიქრობს, რომ ესპანელს, უბრალოდ, არ გაუმართლა. მეკარის საქმეში იოლი საერთოდ არაფერია. რატომ ვლაპარაკობთ გამართლებაზე?

"ოლდ ტრეფორდზე" 20 წელი გავატარე და ერთხელაც არავისგან მომისმენია ამით თავის მართლება. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ვასკო და გამასთან" ჩემს თამაშს კარგს დავარქმევდი, რომ არა ის 20 წამი, როცა "არ გამიმართლა" (ნევილის ორ შეცდომას "იუნაიტედის" კარში ამდენივე გოლი მოჰყვა. რედ). მიაქციეთ ყურადღება, დემპსის გოლის შემდეგ როგორ უყურებდნენ თანაგუნდელს დენი უელბეკი და ნემანია ვიდიჩი? მიუხედავად ამისა, დე ხეას მაინც კარგ მეკარედ მივიჩნევ. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და პროგრესისთვის წინ დიდი დრო აქვს".

კრიტიკოსების გარდა, დე ხეას დამცველებიც გამოუჩნდნენ, მათ შორის "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები. მაგალითად - მაიკლ ოუენი და როი კეროლი. უკანასკნელმა ყველაზე უკეთ იცის, თუ რას ნიშნავს "ოლდ ტრეფორდის" რისხვის დამსახურება.

ის 2001/05 წლებში თამაშობდა "ეშმაკების" რიგებში. მართალია, ძირითად მეკარედ არასოდეს ითვლებოდა, მაგრამ როცა თამაშობდა, მაშინაც ახერხებდა ისეთი შეცდომების დაშვებას, რომლებსაც მერე ფანები დიდხანს ვერ პატიობდნენ. აი, რას ამბობს ის:

"ხანდახან დე ხეა გულწრფელად მეცოდება, რადგან ის "იუნაიტედში" ვიღაცების მხრიდან სათანადო მხარდაჭერას მოკლებულია. ნამდვილად არ ვგულისხმობ ფერგიუსონს. დავიდი კარგი მეკარეა. მას დამატებით სირთულეს ის უქმნის, რომ სეზონის განმავლობაში მცველები ხშირად ტრავმიანობენ".

დე ხეას გამხნევება სცადა ოუენმაც: "ტოტენჰემთან" "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი ცდებოდა, მათ შორის - დავიდიც, მაგრამ მასზე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობენ ამდენს, რომ მეკარის ჩავარდნა ყველაზე მეტად ჩანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერ ალექს ფერგიუსონი "ბარსას": გავცვალოთ მეკარეები!

დავიდ დე ხეა: იმედი, რომელიც გაქრა

რა უნდათ არადა ორი მკვდარი ბურთი აიღო მაგ თამაშში თორე ვაფშე წააგებდა მანჩესტერი რა უმადურები არიან
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა