"ბრედფორდი" თასის ფინალში გავიდა
მიმდინარე სეზონში "ვილა პარკზე" პრემიერლიგის შეხვედრებზე დასწრება საშუალოდ 34 338-ს აღწევს, ლიგის თასის 1/2-ფინალური დაპირისპირების სანახავად კი 6 ათასი ადამიანით მეტი შეიკრიბა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, თუ რაოდენ პრესტიჟულია ამ ქვეყანაში სათასო შეჯიბრებები.

ბირმინგემელებს შეეძლოთ ამ შეხვედრის დიდი ანგარიშით მოგება. მეტიც, ვალდებულნი იყვნენ, ფინალის საგზური მოეპოვებინათ, მაგრამ რანგით მე-4 ლიგის წარმომადგენელთან საჭირო ანგარიშით ვერ იმარჯვეს. პოლ ლამბერტის გუნდში საუკეთესო იყო კრისტიან ბენტეკე, ვინც ყველაფერი გაიღო მიზნის მისაღწევად.

22 წლის ბელგიელმა ფორვარდმა ჯერ გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს ანდრეას ვაიმანს საგოლე პასიც მიაწოდა, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძელთა დაცვა სტანდარტული მდგომარეობის გათამაშებისას ჯეიმს ჰენსონს ვერ გაუმკლავდა, რაც "ბრედფორდისთვის" სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ის 24 თებერვალს "უემბლიზე" ითამაშებს.

მატჩის შემდეგ

ფილ პარკინსონი (ბრედფორდი): "ეს ბიჭები უკვე სამუდამოდ შევიდნენ კლუბის ისტორიაში. მათ წლების მერეც გაიხსენებენ, იმის მიუხედავად, რომ ამის აღქმას ჯერ კიდევ ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს. ეს გამარჯვება შესაძლოა, მთელი ქალაქის განვითარების წინაპირობა გახდეს. ადამიანები ხვალ სამსახურებში თავაწეულები წავლენ და იამაყებენ თავიანთი კლუბით. ჯერ კიდევ თამაშამდე ვცადე ფეხბურთელებისთვის იმის ახსნა, რომ ისტორიულ მომენტთან ახლოს ვიყავით, მაგრამ გარკვეული სათამაშო ელემენტებისთვის მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია. მეჩვენება, რომ მეორე ტაიმში მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დავავალე. "ბრედფორდის" ისტორიაში ეს უდიდესი დღეა".

პოლ ლამბერტი (ასტონ ვილა): "საერთოდ დაცლილი ვარ ემოციებისგან, იმედგაცრუებული და გულნატკენი გახლავართ. არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც ფეხბურთელებს გასახდელში ვუთხარი, რადგან ახლა ყველა ცუდად გრძნობს თავს. სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთი შანსი თასის ფინალში სათამაშოდ ჩემს ფეხბურთელებს შეიძლება მხოლოდ 10-12 წლის შემდეგღა მიეცეთ. ეს ეხებათ ახალგაზრდა მოთამაშეებსაც. ვაღიარებ ჩემს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც დღეს მოხდა და გარწმუნებთ, რომ არანაკლებ ცუდად ვგრძნობ თავს, ვიდრე გულშემატკივარი. მე ჯერ კიდევ "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი ვარ. ასეთ სიტუაციაში არსებობს ორი გზა: მივდივარ პოსტიდან ან ვაგრძელებ ბრძოლას. მე კი დანებებას, რასაკვირველია, არ ვაპირებ".

ასტონ ვილა-ბრედფორდი 2:1

გოლები: 1:0 ბენტეკე (24), 1:1 ჰენსონი (55), 2:1 ვაიმანი (89)

ასტონ ვილა (4-3-2-1): გივენი – ჯ. ბენეტი (70. ვაიმანი), კლარკი, ვლაარი, ლოუტონი – ბენანი (62. ბენტი), დელფი, აირლანდი – ნზოგბია – ბენტეკე, აგბონლაჰორი

ბრედფორდი (4-4-2): დიუკი – დარბი, მაკარდლი, მაკჰიუ, გუდი – დოილი, ჯონსი, ჰაინსი (71. ტომპსონი), ატკინსონი – ველსი (89. ტერგოტი), ჰენსონი

გაფრთხილება: კლარკი, ნზოგბია, დელფი

კარში დარტყმა: 8-7 (5-5) კუთხური: 10-6 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 15-11 ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 40 193

პირველი მატჩი 1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისის ასოციაციის თასი: ფავორიტები IV ეტაპზე

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვარაცხელიას და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა