ოთხშაბათს, ავსტრალიის ღია პირველობაზე სრულად დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები როგორც მამაკაცების, ისე ქალების ბადეში
სათამაშო დღე ბელორუსი ვიქტორია აზარენკასა და რუსი სვეტლანა კუზნეცოვას მატჩით იხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჩოგბურთელებს 74 სარეიტინგო საფეხური აშორებთ, სპეციალისტები მსოფლიოს პირველ ჩოგანსა და მოქმედ ჩემპიონს რთულ მატჩს უწინასწარმეტყველებდნენ.

ეს ჩოგბურთელები აქამდე ათჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და კუზნეცოვას სამჯერ ჰყავდა დამარცხებული ბელორუსი, ოღონდ წინა ათწლეულში.

ამ ტურნირზე რუსს მისთვის სასიამოვნო და უცნაური ტრადიცია ჩამოუყალიბდა - პირველი სეტს ის 6:2-ს იგებდა, მაგრამ ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვა. ბრძოლა თავიდანვე გაჩაღდა და პირველ ხუთ გეიმს მეტოქეებმა 40 წუთი მოანდომეს. მარათონული გამოვიდა მეოთხე გეიმი, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა და მსაჯმა 10-ჯერ გამოაცხადა ანგარიში - "თანაბარი". მნიშვნელოვან ქულებზე უკეთ კუზნეცოვა თამაშობდა და მან 4:1 წაიყვანა ანგარიში.

მაგრამ ამის შემდეგ ვიქტორია თავის თავს გაუბრაზდა და უფრო მძლავრად და სწრაფად ათამაშდა. მან შეძლო ინიციატივის მოპოვება და თამაშის ტემპის კარნახი. თუმცა ბელორუსი მაინც არასტაბილური იყო და კუზნეცოვას მე-10 გეიმში ჰქონდა სეტის მოგების შანსი - ორჯერ ორი ქულა აშორებდა წარმატებასთან, მაგრამ სეტბოლებამდე მაინც ვერ მიაღწია.

ამასობაში აზარენკამ კიდევ უფრო გააძლიერა თამაში დაა მოიგო მე-11 გეიმი, რამაც მას სეტზე ჩაწოდების საშუალება მისცა. ბოლოსკენ რუსმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და 5:7 დამარცხდა. სეტი საათზე მეტხანს გაგრძელდა და მას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. სვეტლანამ მეორე პარტიის სტარტზევე ნულზე წააგო თავისი მოწოდება და ამან საფუძველი ჩაუყარა მის განადგურებას. რუსმა პარტია ისე დაასრულა, რომ ვერც ერთი საკუთარი გეიმი ვერ აიღო – 5:7, 1:6.

აზარენკამ 12 მატჩამდე გაზარდა ავსტრალიის ღიაზე მოგებათა სერია. ნახევარფინალში მის მეტოქედ ყველა სერენა უილიამსს წინასწარმეტყველებდა - არავის ეგონა, რომ სახელოვან ამერიკელს დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა 19 წლის თანამემამულე სლოუნ სტივენსი.

მათი ერთადერთი შეხვედრა მელბურნამდე ცოტა ხნით ადრე - ბრისბენის ტურნირზე გაიმართა და ის საკმაოდ რთული აღმოჩნდა სერენასთვის. სტივენსმა კარგად დაიწყო მატჩი და საკუთარ მოწოდებაზე ზედიზედ 12 ქულა აიღო, თან მეტოქის გეიმებზეც იბრძოდა. სერენას მოწოდება ბოლომდე კარგად არ მუშაობდა და თან უკანა ხაზზე ჩვეულზე მეტ შეცდომას უშვებდა. მიუხედავად ამისა, გამოცდილმა ამერიკელმა საჭირო მომენტში მოუმატა და ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი სეტზეც ჩააწოდა.

უილიამსმა მოახერხა ზედიზედ ხუთი გეიმის აღება და 6:3, 2:0 დაწინაურდა. იმ მომენტში ყველას ეგონა, რომ არცთუ ისე კარგად მოთამაშე სერენა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მიიყვანდა საქმეს ბოლომდე, მაგრამ ამას სტივენსი არ ეთანხმებოდა. ის უფრო აქტიური გახდა, ხშირად დაიწყო ბადესთან გასვლა და ხუთი-ექვსი გეიმის განმავლობაში, უბრალოდ, ბრწყინვალე თამაში აჩვენა. რა თქმა უნდა, ამას სერენაც უწყობდა ხელს, რომელიც აშკარად ვერ ავლენდა თავის მაქსიმუმს.

მთლიანად მატჩის გადამწყვეტი მომენტი გახდა მერვე გეიმი. უილიამსი "მოკლე" ბურთს გაეკიდა, ჰაერში ითამაშა და თან დამუხრუჭება მოუწია, რათა ბადეს არ შეჯახებოდა.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ტკივილისგან დაიყვირა. მოგვიანებით სერენამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გრძნობდა ტკივილს ზურგის არეში და ამ დარტყმის შემდეგ ეს შეგრძნება დაბრუნდა. უილიამსმა წააგო მოწოდება, მაგრამ მაშინვე დაიბრუნა ბრეიკი, შემდეგ კი ექიმი გამოიძახა და კორტი დატოვა.

პაუზის შემდეგ სერენას მოწოდება უფრო მეტად შესუსტდა და სტივენსმა ამისგან მაქსიმალური სარგებელი ნახა. მას უკვე აღარ ეშინოდა თავისი მეტოქის და თამამ დარტყმებს ასრულებდა.

მძიმე მდგომარეობისა და ცუდი თამაშის მიუხედავად, უილიამსმა პირველმა გააკეთა ბრეიკი გადამწყვეტ სეტში და 4:3 დაწინაურდა, თუმცა ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა. სლოუნმა შეძლო მომატება და კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 3:6, 7:5, 6:4. სერენა კარიერაში პირველად დამარცხდა მასზე ახალგაზრდა ამერიკელთან; სტივენსი კი ვენუსსა და სერენას თუ არ ჩავთვლით, აშშ-ის პირველი წარმომადგენელი გახდა 2005 წლის უიმბლდონის შემდეგ, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

1/4-ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 7:5, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ, 29)-სერენა უილიამსი (აშშ, 3) 3:6, 7:5, 6:4.

1/2-ფინალი

აზარენკა (1)-სტივენსი (29); ნა ლი (6)-შარაპოვა (2).

სარეკორდო ჯარიმა სერენასთვის

სერენა უილიამსს თითქოს მეოთხედფინალში სლოუნ სტივენსთან წაგება არ ეყოფოდა, რომ ის მატჩის შემდეგ 1 500 დოლარით დასაჯეს თამაშის მსვლელობისას ჩოგნის გატეხვისთვის. ეს არის ქალებისთვის ყველაზე დიდი ფულადი ჯარიმა ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ინციდენტი მესამე სეტში მოხდა. ერთ-ერთი გათამაშების წაგებით განაწყენებულმა უილიამსმა ორჯერ მთელი ძალით დაახეთქა ჩოგანი კორტზე, რის გამოც მისი სათამაშო ინსტრუმენტი გამოუსადეგარი გახდა. მატჩის შემდეგ კითხვაზე - რა გრძნობა დაეუფლა ჩოგნის დამსხვრევის შემდეგ, უილიამსმა უპასუხა, რომ ამან ის გაახარა...

ბარტოლი საფრანგეთს გამოადგება

მსოფლიოს მე-11 ჩოგანი მარიონ ბარტოლი, როგორც იქნა, საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდა, - ამის შესახებ წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "ეკიპი".

ვარაუდობენ, რომ ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ბარტოლი ფედერაციის თასზე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. 28 წლის ჩოგბურთელი მეორე დივიზიონის პირველ წრეში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 9-10 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში გაიმართება.

ბარტოლის ნაკრებში დაბრუნება მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ამჟამად საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, ამელი მორესმოს წყალობით მოხდა. მან შეძლო ჩოგბურთელთან უთანხმოების მოგვარება. შეგახსენებთ, რომ მარიონს საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას სხვა ჩოგბურთელებისგან განცალკევებით, თავის გუნდთან ერთად ვარჯიში სურდა. სწორედ ეს იყო კონფლიქტის მიზეზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

განრისხებულმა სერენა უილიამსმა კორტზე ჩოგანი დაამტვრია [VIDEO]

ავსტრალიის ღია პირველობა: მარია შარაპოვას რეკორდი და შეწყვეტილი სერია

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა