"ოკლაჰომამ" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა – 15 სამქულიანი ჩააგდო
ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ "ბოსტონმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა დათმო.

"კელტებს" ამჯერად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ მოხსნების მხრივ (48:39), მაგრამ მეტოქის ფარზე 16 მოხსნისგან დიდი სარგებელი ვერ ნახეს. პოლ პირსმა და კევინ გარნეტმა თამაშიდან ჯამში 28-ჯერ ესროლეს და მხოლოდ რვა ჩააგდეს, რამაც, ბუნებრივია, იმოქმედა დოკ რივერსის გუნდის პოტენციალზე.

არანაკლები პრობლემა ჰქონდა "კლივლენდსაც", რომლის მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა ასევე ჩააგდო მატჩი. მხოლოდ კაირი ირვინგი იყო იმ საღამოს შეუდარებელი. ის პირველი მოთამაშე გახდა 2007 წლის შემდეგ, ვინც "ბოსტონს" 40 ქულა ჩაუგდო (ბოლოს ასეთი გმირობა კობი ბრაიანტმა ჩაიდინა). გარდა ამისა, ირვინგმა პირადი რეკორდი დაამყარა თამაშიდან ჩაგდებული ტყორცნების რაოდენობით (16).

ფაქტობრივად, მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. ლიდერი მატჩში 17-ჯერ შეიცვალა და ტაბლოზე 12-ჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში. არც ერთ გუნდს არ ჰქონია ორნიშნა უპირატესობა. ამიტომაც ყველაფერი ბოლოში გადაწყდა, როცა გადამწყვეტი როლი ითამაშა შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალბედამ.

"ბოსტონში" არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც გადამწყვეტ მომენტში წინ წაუძღვებოდა გუნდს. ირვინგმა კი ბოლო მეოთხედში 14 ქულა დააგროვა და აქედან 11 უკანასკნელ 2.5 წუთზე მოდის. "ბოსტონმა" ოთხიდან სამი მატჩი წააგო იმ გუნდებთან, რომლებსაც გათამაშების ცხრილში უარყოფითი ბალანსი აქვთ. "კელტებს" წინ აქვთ შეხვედრები "ნიქსთან", "ატლანტასთან" და "მაიამისთან".

თუმცა, პლეი ოფში მოხვედრის მხრივ, "ბოსტონს" პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან "მილუოკიმ" შინ მოუგო "ფილადელფიას" და კიდევ უფრო დააშორა ეს გუნდი აღმოსავლეთის TOP8-ს. "ბაქსმა" ბოლო რვა მატჩიდან ექვსში გაიმარჯვა. როგორც იქნა, მძლავრი თამაში აჩვენა ერსან ილიასოვამ, რომელმაც ბრენდონ ჯენინგსთან ერთად ორგანიზება გაუწია გაქცევას და შემდეგ უნარიანად ინარჩუნებდა უპირატესობას. მეორე მხრივ, ჯრიუ ჰოლიდეიმ ამ ჩემპიონატში თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა. მას რომ უკეთ ესროლა თამაშიდან (3/12) და რვა შეცდომა არ დაეშვა, შეიძლება ბრძოლა დაძაბული ყოფილიყო.

საინტერესოა, რომ "მილუოკიმ" NBA-ში 3600-ე შეხვედრა ჩაატარა.

საშინაო არენაზე "დეტროიტის" გამარჯვებები აღარავის უკვირს. ამჯერად "პისტონზის" მსხვერპლი გახდა "ორლანდო". "მაღლების" ტრიო - მონროს, დრამონდისა და მაქსიელის შემადგენლობით - მთელი შეხვედრა დომინირებდა. ფლორიდელებს ჩავარდნა მესამე მეოთხედში მოუვიდათ, როცა მონრომ და პრინსმა კომფორტული უპირატესობა მოუტანეს თავიანთ გუნდს და მასპინძლებს ისღა დარჩენოდათ, შეენარჩუნებინათ ეს ჰანდიკაპი, რაც რთული საქმე არ იყო, რადგან რედიკის გარდა, მეტოქის რიგებში თამაში არავის მისდიოდა: ვუჩევიჩი მონრომ დაკეტა, დევისი – მაქსიელმა, ხოლო აფლალომ საერთოდ ქულა ვერ აიღო, რადგან თამაშიდან ყველა ტყორცნა ააცილა.

ორი დღის წინ "კლიპერსი" და "ოკლაჰომა" ერთნაირი მაჩვენებლებით ლიდერობდნენ რეგულარულ ჩემპიონატს, მაგრამ კალიფორნიელებმა ჯერ "გოლდენ სტეიტთან" წააგეს, 23 იანვარს კი უშუალო კონკურენტთან დამარცხდნენ, როცა ვერაფერი მოუხერხეს კევინ დურანტსა და "თანდერის" მთელ შორეულ არტილერიას. "ოკლაჰომამ" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა – 15 სამქულიანი ჩააგდო, რომელთაგანაც ექვსი მესამე მეოთხედზე მოდის. სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა მატჩში გადამწყვეტი.

პირველ ტაიმში "ოკლაჰომამ" შეძლო წინ წასულ მეტოქესთან დაწევა (ძირითადად, შეცვლაზე შესული მარტინის სიზუსტით), შემდეგ კი სუსტი წერტილები იპოვა "კლიპერსის" დაცვაში. მოგვიანებით დურანტი მიხვდა, რომ თავისი სნაიპერული თვისებების გამოვლენის საშუალება ეძლეოდა და სტაბილურად დაიწყო მეტოქის ფარის დატერორება. შესვენების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტაბო სეფოლოშას სამი სამქულიანი. თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში უესტბრუკმაც.

კრის პოლის არყოფნაში "კლიპერსის" თამაში მოშლილი ჩანდა, ვერ ბრწყინავდა სასტარტო ხუთეული. მხოლოდ ბლეიკ გრიფინი მარტო ცდილობდა შანსის დატოვებას და არ აძლევდა მეტოქეს მოდუნების საშუალებას. პრაქტიკულად, მთელი მეორე ნახევარი სტუმრების კონტროლით წარიმართა. თუმცა "ოკლაჰომამ" მაინც ვერ აიცილა თავიდან ჩავარდნა, მაგრამ სხვაობა იმდენად დიდი იყო (14 ქულა სირენამდე სამი წუთით ადრე), რომ "კლიპერსი" ვერ მოასწრებდა მეტოქესთან დაწევას.

კლივლენდი-ბოსტონი 95:90

31:27, 23:26, 16:20, 25:17

კ: ირვინგი (40+5 პასი), ტომპსონი (21+9 მოხსნა+5 პასი), გი (10+6 მოხსნა), ზელერი (6+10 მოხსნა+3 დაფარება).

ბ: რონდო (17+13 მოხსნა+8 პასი), გარნეტი (16+5 მოხსნა+5 დაფარება), სალინჯერი (12+10 მოხსნა), პირსი (12+7 მოხსნა+7 პასი).

დეტროიტი-ორლანდო 105:90

26:25, 28:27, 28:14, 23:24

დ: ნაითი (18+5 პასი), მონრო (16+6 მოხსნა), ბაინუმი (15+6 პასი), სტაკი (14), მაქსიელი (11+11 მოხსნა), დრამონდი (11+11 მოხსნა).

ო: რედიკი (26), ნელსონი (14+9 პასი), დევისი (11), ვუჩევიჩი (10+9 მოხსნა).

მილუოკი-ფილადელფია 110:102

28:18, 27:29, 28:24, 27:31

მ: ილიასოვა (27+16 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯენინგსი (25+7 პასი+3 ჩაჭრა), ელისი (18+5 მოხსნა+10 პასი), დანლივი (11).

ფ: ტერნერი (23+6 მოხსნა+7 პასი), ჰოიესი (21+12 მოხსნა), ნ. იანგი (20), ტ. იანგი (11+9 მოხსნა), ჰოლიდეი (9+6 მოხსნა+12 პასი).

კლიპერსი-ოკლაჰომა 97:109

22:22, 23:27, 23:33, 29:27

კ: გრიფინი (31+11 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (14), ბლედსოუ (12), ბარნსი (10).

ო: დურანტი (32+7 მოხსნა+7 პასი), უესტბრუკი (26+6 პასი), იბაკა (17+9 მოხსნა), მარტინი (13).

იყო ჰორნეტსი, გახდა პელიკანსი

"ნიუ ორლეან ჰორნეტსი" მეტსახელს იცვლის. ამის შესახებ ოფიციალურად 24 იანვარს გამოცხადდება. ამიტომაც დღეიდან NBA-ს კლუბს ლუიზიანას შტატიდან ასე უნდა დავუძახოთ - "ნიუ ორლეან პელიკანსი".

შეგახსენებთ, რომ "ნიუ ორლეანმა" მეტსახელი "ჰორნეტსი" მას შემდეგ მიიღო, რაც ეს გუნდი შარლოტიდან ნიუ ორლეანში გადავიდა. იტყობინებიან, რომ დღევანდელი "შარლოტ ბობკეტსი" განიხილავს ძველი მეტსახელის - "ჰორნეტსის" დაბრუნების შესაძლებლობას.

კობი ყველაზე მაღალანაზღაურებადია

"ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდი პოლ პირსი 21-ე ადგილზე გადავიდა NBA-ს ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში. სტუმრად "კლივლენდთან" მატჩში პირსმა 12 ქულა დააგროვა და მისმა ჯამურმა მონაგარმა 23 364 ქულა შეადგინა. პოლმა სიაში თავის ყოფილ თანაგუნდელს, რეი ალენს გაუსწრო.

მე-20 ადგილზე გასულ ჩარლზ ბარკლის პირსი 393 ქულით ჩამორჩება.

ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი თანხა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა გამოიმუშავა - 59.8 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზეა "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი - 57.6 მილიონი. სამეულში შედის "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი - 32.4 მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა" ერთპიროვნულია

Walkabout
სახელი ჰორნეტსი გუნდმა მას შემდეგ არ მიიღო რაც ნიუ-ორლენაში გადავიდა, ჰორნეტსი ერქვა მას შარლოტში ყოფნის დროს სულ...
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
უმოტივაციო, მაგრამ პრინციპული მატჩი - Sportall.ge სოფიადან
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
უცნაურია - ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
"მადალენას საქართველოში წასვლა სჭირდება, მახაჩევი კი..." - თოფურია დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა