სერბმა საყრდენმა სეზონის პირველ ნახევარში სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა
"ზესტაფონმა" სერბ საყრდენ იგორ იელიჩს ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. სეზონის პირველ ნახევარში მან სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ახალი ხელშეკრულებაც დაიმსახურა.

23 წლის იელიჩმა ფეროელთა მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და გუნდის ზეექვსეულში მოხვედრაში საკმაო წვლილიც შეიტანა. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2012 წლის 15 დეკემბერს გატანილი გამარჯვების გოლი ბოლნისის "სიონის" კარში, რამაც "ზესტაფონის" ამოცანის შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბანაკიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ მარტვილის "მერანს" დაუბრუნდა საბა ლომია.

22 წლის თავდამსხმელმა სეზონის პირველი ნახევარი მარტვილელთა რიგებში იჯარით გაატარა და უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში გაერია - 22 მატჩში თავი 13-ჯერ გამოიჩინა. ლომია "ზესტაფონის" საკუთრებაა და მისი "მერანში" დაბრუნება ფეროელებში რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ გადაწყდა.

"ზესტაფონის" შემადგენლობაში წვრთნას განაგრძობენ სინჯებზე მყოფი ლეგიონერები - სერბი მცველი სლავკო ჩულიბრკი, ალჟირელი თავდამსხმელი მოჰამედ რეკრუკი, კამერუნელი ნახევარმცველი ოლივიე მუსიმა ებონგე და ბრაზილიელი შუახაზელი ვიტორ როსინი და კუნია.

25 იანვარს "ზესტაფონი" საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამოს" შეხვდება და შესაძლოა, მათი ნაწილის ბედი სწორედ ამ შეხვედრამ გაარკვიოს. რომელი უცხოელებიც "ზესტაფონის" თავკაც კახა კაჭარავას მოეწონება, მათ თურქულ შეკრებაზეც იახლებს.

ფეროელებში ისინჯება ასევე 20 წლის თავდამსხმელი ბექა მუმლაძე, რომელიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია.

23 წლის კოტდივუარელი ფორვარდი ბოტი გოა დემელი, რომელიც სავიზო პრობლემების გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, "ზესტაფონს" დღე-დღეზე შეუერთდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
ეგრე რაა, ჩამოიყვანეთ, გასინჯეთ, კონტრაქტები გაუფორმეთ... სწორი გზა აქვს არჩეული და ამ სეზონში ზესტაფონი აუცილებლად უნდა მოხვდეს ევროტურნირებზე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა