კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებსა და პერსონალს ძველი დავალიანებები უკვე სრულად გაუსტუმრა
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება "ზუგდიდმა" 23 იანვარს დაიწყო. ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ჯერჯერობით ადგილზე ვარჯიშობს, თუმცა დასკვნით შეკრებას "ზუგდიდი", სავარაუდოდ, ანტალიაში გამართავს.

თურქეთის ზღვისპირეთში გუნდმა გეგმის მიხედვით, 10-დან 22 თებერვლამდე უნდა დაჰყოს. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ზუგდიდელები ჩემპიონატის ზედა ექვსეულში სტატისტის როლში ყოფნას არ აპირებენ.

"ზუგდიდი" საქართველოს თასის მერვედფინალშიც არის გასული, სადაც ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ამ მხრივ გარკვეული სიახლეები უკვე არის. მართალია, უმთავრესად, მხოლოდ "ზუგდიდიდან" წასული ფეხბურთელების ვინაობაა ცნობილი, მაგრამ კლუბის მესვეურები ამბობენ, რომ მალე ახალწვეულებსაც წარადგენენ.

ორი ახალი ფეხბურთელის ვინაობა კი უკვე ცნობილია - ესენი არიან ნიკა ხუხია და ილია გამრეკლიძე, რომლებიც ახლო წარსულში ზუგდიდის "ბაიას" ღირსებას იცავდნენ.

კარიერას "ზესტაფონში" გააგრძელებს "ზუგდიდის" ერთ-ერთი ლიდერი, 22 წლის ლევან კუტალია; ბათუმის "დინამოს" მიაშურა 31 წლის გამოცდილმა ალექსანდრე კოშკაძემ; მეორე გამოცდილმა ნახევარმცველმა, 32 წლის დავით ბოლქვაძემ საჩხერის "ჩიხურას" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, ხოლო 28 წლის დაჩი ფოფხაძე ბოლნისის "სიონში" გადავიდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია 20 წლის ირაკლი ქობალიას საკითხი - უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების იმედი ჯერ არ დაუკარგავს. გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, 20 წლის ზვიად სიხარულია კი, სეზონს, სავარაუდოდ, "ზუგდიდში" ჩაამთავრებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ზუგდიდის" ახალ დირექტორად მალხაზ ჭეჟია დაინიშნა, რომელთან ინტერვიუც "ლელომ" უკვე შემოგთავაზათ.

კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებსა და პერსონალს ძველი დავალიანებები უკვე სრულად გაუსტუმრა.

"გუნდის ძირითადი ბირთვი ადგილობრივი რესურსებით არის დაკომპლექტებული. კლუბი ისევ რჩება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

ახალდანიშნული გამგებლის, ედიშერ თოლორაიასგან უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ კარგად მომზადების შემთხვევაში დღეს არსებული რესურსითაც "ზუგდიდი" ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმისტურად ვხვდებით", - ამბობს ელგუჯა ქომეთიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზუგდიდის "ზუგდიდი" - ავტორიტეტთა რისხვა

მალხაზ ჭეჟია: ზუგდიდში ხალხი სტადიონზე უნდა დავაბრუნოთ

ელგუჯა ქომეთიანი: "ზუგდიდში" მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია

"ზუგდიდში" გაფიცვაა - ფეხბურთელები ხელფასს ითხოვენ [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა