საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი რიგის "სკონტოს" თებერვალში შეუერთდება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შარშან დიდ წარმატებას მიაღწია და ამ გუნდის ბევრი მოთამაშე სხვადასხვა კლუბის სელექციონერთა ინტერესს იწვევს. ბევრი ახალ კლუბში უკვე დაბინავდა, ბევრიც უკეთესის მოლოდინშია.

"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ ამ ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა აწ უკვე 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარიერას რიგის "სკონტოში" გააგრძელებს.

ტანმაღალი მცველის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი და ოქტომბერში, უკვე 19-წლამდელთა ნაკრებში თამაში კარგი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. 17 წლის მცველით სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ. გასინჯვებზე ორივე კლუბში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ საბოლოოდ ინგლისის პრემიერლიგის "რედინგში" აღმოჩნდა.

თუმცა, "რედინგი" არასრულწლოვანს, 17 წლის არაევროკავშირელ ქართველს ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებდა და როგორც ლაშამ გვითხრა, რიგის "სკონტოში" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სწორედ ინგლისელებმა გაუშვეს.

ჯერ ლატვიელებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ იმედოვნებდა, რომ "სკონტო" სავიზო საკითხებს მოუგვარებდა და იანვრის დასაწყისში რიგაში ჩავიდოდა. იქ კი გარკვეული პერიოდი ითამაშებდა, იცხოვრებდა და ლატვიის მოქალაქეობას მიიღებდა, ინგლისში თამაშის უფლება რომ მიეღო - ეს ნაბიჯიც ინგლისელებთან შეათანხმა.

"ლელო" დაინტერესდა, შეუერთდა თუ არა ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ახალგაზრდა ქართველი მცველი.

"რიგის "სკონტომ" შეკრება თებერვლის შუა რიცხვებში თურქეთში დაგეგმა და წესით, გუნდს უნდა გავყვე, მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ ვამბობ, რიგელებთან ვარჯიშს როდის დავიწყებ. ახლა ისევ თბილისში ვარ. ლატვიის საელჩოში მითხრეს, რომ ვიზაზე პასუხი 1 თებერვალს მეტყვიან და იმედია, 2 თებერვალს რიგაში გავემგზავრები", - ამბობს დვალი.

ბოლო 3 წელია, ლაშა გუბაზ დოლიძის გუნდში ვარჯიშობდა, რომელიც ახლა საჩხერის "ჩიხურას" დუბლების სახელით გამოდის, მაგრამ 17 წლის მცველს კონტრაქტი არც ერთ კლუბთან არ აკავშირებს. ფორმის შესანარჩუნებლად სწორედ დოლიძესთან ემზადება.

"როდესაც გავიგე, რომ "სკონტოში" უნდა წავსულიყავი, სერიოზული მომზადება დავიწყე. ახალ წელს ბაკურიანში შევხვდი და იქიდან ჩამოსულმა მხოლოდ ერთი დღე დავისვენე. ვარჯიში 3 იანვარს განვაახლე და მას მერე ერთი დღეც არ გამიცდენია. ახლა საჩხერის "ჩიხურას" დუბლებთან ერთად ვემზადები და ამხანაგურ თამაშებსაც ვატარებ", - ამბობს ლაშა დვალი.

22 დეკემბერს რიგის "სკონტოს" აქციონერთა საბჭომ მთავარ მწვრთნელად თამაზ პერტია დანიშნა - 38 წლის ქართველმა სპეციალისტმა კარიერა 2009 წელს დაუგავპილსის "დინაბურგში" დაიწყო, 2011 წელს ჯერ დაუგავპილსის "დაუგავაში" მუშაობდა, მაგრამ გუნდი 2011 წლის ივლისში დატოვა და რიგის "ოლიმპსი" ჩაიბარა. ეს უკანასკნელი "სკონტოს" ფარმ-კლუბია. მალე სწორედ რიგელთა სპორტულ დირექტორად დანიშნეს და ბავშვთა ჯგუფების კურატორობა ჩააბარეს - პერტია ბოლოს "სკონტო 2"-ს წვრთნიდა.

"სკონტო" ქვეყნის ჩემპიონი ბოლოს 2010 წელს გახდა. არადა, კლუბის მიზანი ყოველთვის ოქროს მედლების მოპოვება იყო. სწორედ ამ იმედს უკავშირებენ პერტიას, რომელიც ლატვიელმა გულშემატკივრებმა 2010 წლის სეზონში საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს, ხოლო 2011 წელს - ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) საუკეთესო დამრიგებლად.

"თამაზ პერტია დეკემბერში დანიშნეს, რაც კლუბში ჩარიცხვის შემდეგ გავიგე. ჩემი ტრანსფერი კი ნოემბერში გადაწყდა. რა თქმა უნდა, ქართველ მწვრთნელთან მუშაობის პერსპექტივამ გამახარა.

სხვათა შორის, "სკონტოში" კიდევ 2 ქართველი ითამაშებს, გიორგი გიორგაძე და ლევანი ჭაჭიაშვილი. მათ კარგად ვიცნობ, ორივე თავდამსხმელია. მე და გიორგაძე კი "საბურთალოში" 6 წლიდან ერთად ვთამაშობდით.

გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც იყო, მაგრამ ელიტრაუნდზე აღარ უთამაშია", - გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი

ramo
ალბათ ისინიც ლატვიის პასპორტს აიღებენ და ლატვიის მოქალაქეები გახდებიან. ამას ქვია ქართული "ჩალიჩი". კიდევ სამი დაკარგული "მამელუქი".
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე