საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ მორაგბეთა შორის სკანდალით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა A ლიგაში, სადაც ერთმანეთს თვრამეტწლამდელი მორაგბეები ეჯიბრებიან, სკანდალით დასრულდა.

ფინალურ მატჩში, რომელშიც ჩემპიონობისთვის "ყოჩებისა" და "ჯიქების" ყმაწვილი მორაგბები იბრძოდნენ, ჯგუფური ჩხუბი ატყდა. კინკლაობა და მუშტი-კრივი რაგბისთვის უცხო არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩხუბში ჩაებნენ როგორც სათადარიგო მოთამაშეები, ისე ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრებიც, რაც რაგბის კავშირის სადისციპლინო კოდექსით უმკაცრესად ისჯება.

ბოლო ხანს გახშირდა დისციპლინის უხეში დარღვევები, გუნდური ჩხუბი, მსაჯების შეურაცხყოფა. საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს სხვა და სხვა დარღვევების გამო უმაღლეს, პირველ, მეორე, ჭაბუკთა A და B ლიგებში 33 სხდომა აქვს გამართული. რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ნოემბერში ჩატარდება რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც განიხილება და დამტკიცდება მნიშვნელოვნად გამკაცრებული ახალი კოდექსი.

საბედნიეროდ, ფინალურ მატჩში ვითარება ისე არ გართულებულა, რომ თამაში ჩაშლილიყო. "ყოჩებმა" მეტოქე 18:11 დაამარცხა და ჭაბუკთა A ლიგის ჩემპიონის ტიტული ირგუნა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისის "აიამ" რუსთავის "ხარებს" 26:13 მოუგო.

ჭაბუკთა A ლიგა

III ადგილისთვის

აია-ხარები 26:13

ფინალი

ყოჩები-ჯიქები 18:11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა