24 იანვარს ნანამ ინგლისელ საერთაშორისო ოსტატ ლორენ ტრენტს აჯობა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ლიდერი ნანა ძაგნიძე ამ ცოტა ხნის წინათ დედა გახდა, მაგრამ 64-უჯრიან დაფასთან დროებით ჩამოშორებას მის ოსტატობაზე გავლენა არ მოუხდენია, რაც გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირზეც გამოჩნდა - ასპარეზობის სტარტზე ქართველმა დიდოსტატმა სამივე შეხვედრა მოიგო.

24 იანვარს ნანამ ინგლისელ საერთაშორისო ოსტატ ლორენ ტრენტს აჯობა. იყოჩაღა სალომე მელიამაც - შედარებით სუსტი ნორვეგიელი მეტოქე ასკილდ ბრინი იოლად დაჯაბნა.

24 იანვარს ორქულიანთა დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: მაიკლ ადამსი (ინგლისი)-მეილის კანეპი (ესტონეთი) 1:0 ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) 1:0, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 1:0, მოჰამედ ალ-სეიდი (ყატარი)-დავიდ ნავარა (ჩეხეთი) 0,5:0,5, ათანასიოს მასტროვასილისი (საბერძნეთი)-ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) 0:1, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-ედუარდო იტურისაგა (ვენესუელა) 0:1, ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი)-ელისაბედ პეტცი (გერმანია) 1:0, ხოსეპ გალახერი (შვეიცარია)-ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი) 0:1. ტურნირის 15-მა მონაწილემ 3-3 ქულას მოუყარა თავი.

25 იანვარს მე-4 ტურის პაექრობები გაიმართება. ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით ედუარდო იტურისაგას შეხვდება, ხოლო სალომე მელია სლოვენიელ ანა მუზიჩუკს დაუპირისპირდება.

ასევე, ინტერესს იწვევს გატა კამსკი (აშშ)-ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-ვასილი ივანჩუკის (უკრაინა), დავიდ ნავარა (ჩეხეთი)-ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი) და სხვათა ორთაბრძოლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
აი დღეიდან უკვე მართლა მოწინააღმდეგე ყავს ედუარდო იტურიზაგას სახით
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე