ფინეთის გასული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირსა და საუკეთესო თავდამსხმელს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შანსი აქვს
ფინეთის გასული ჩემპიონატი ირაკლი სირბილაძისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. ვეიკაუსლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში მან 17 გოლს მოუყარა თავი, რითაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, "ინტერ ტურკუსთან" ერთად კი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ბუნებრივად გაჩნდა იმის შანსი და მოლოდინი, რომ 30 წლის სირბილაძე კარიერას უფრო მაღალ დონეზე გააგრძელებდა, მაგრამ ჯერჯერობით იგი კვლავ "ინტერის" ფეხბურთელად რჩება და მისი მაისურით ფინეთის ლიგის თასის ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

თუმცა "ლელოსთან" საუბარში ირაკლიმ თქვა, რომ ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად "ინტერში" დარჩება.

"ჩემი ტრანსფერის შანსი კვლავინდებურად არსებობს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. "ინტერიდან" წასვლის იმედი ჯერ კიდევ მაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და ახლა მთლიანად ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ მომავალზეც ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მომეცემა.

ამის შანსი ნამდვილად მაქვს, თუმცა ახლა კონკრეტული ვარიანტების დასახელება მიზანშეწონილი არ იქნება", - გვითხრა სირბილაძემ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფინეთის ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი - ვეიკაუსლიგა სტარტს 13 აპრილს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი სირბილაძე: ქეცბაიას ინტერესი ყველა პირად ტიტულზე ძვირფასი იყო

ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...

ირაკლი სირბილაძე ფინეთში საუკეთესოდ აღიარეს

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა