საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი მინსკის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი - ლუკა ზარანდია მინსკის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს.

ტურნირის ორგანიზატორების ამ გადაწყვეტილების შესახებ, ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე შევიტყვეთ. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს კუთვნილი პრიზი გიორგი კონდრატიევმა გადასცა.

ტურნირის გამარჯვებული კი, ბელგიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთის გუნდს სძლია. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, ბელგიელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და მათმა გოლკიპერმაც იყოჩაღა. მესამე ადგილისთვის მატჩში, უკრაინამ მასპინძელი ბელარუსები 2:0 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო მეკარე, რუსი ანტონ მიტრიუშკინი გახდა. საუკეთესო მცველი - ალექსანდრ პავლოვეცი (ბელარუსი). საუკეთესო ნახევარმცველი - ვიქტორ კოვალენკო (უკრაინა). საუკეთესო ფორვარდი - ლუკა ზარანდია (საქართველო). ტურნირის ბომბარდირად და საუკეთესო ფეხბურთელად კი, ბელგიელი ზაკარია ბაკალი დასახელდა.

მინსკის ტურნირზე, ლუკა ზარანდიამ ორი გოლი გაიტანა - ერთი ბელარუსების, მეორე კი - მოლდოველების კარში.

სულ, ჩვენმა გუნდმა 8 გოლის გატანა შეძლო. ორ-ორი გაიტანეს ილია კერძევაძემ, გრიგოლ ჩაბრაძემ და ლუკა ზარანდიამ. თითო გოლით კი, ნაკრებს გიორგი თევზაძე და რომან ჭანტურია დაეხმარნენ.

"ძალიან მოულოდნელი პრიზი იყო. ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, გაოცება სახეზე მეწერა... საპრიზო ადგილზე რომ ვერ გავედით, გვეგონა, ჩვენსკენ არავინ გამოიხედავდა.

დიდი მადლობა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ტურნირი იყო, ბიჭები ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, რომ შედეგი ვერ ვაჩვენეთ.

ამ ტურნირმა ბევრი რამ გვასწავლა და ჩვენი ბევრი შეცდომაც დაგვანახა. მთავარია, მარტისთვის ვიყოთ სათანადოდ მზად, რომ ავსტრიაში კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ჯგუფიდან გავიდეთ, მთავარი ესაა" - განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ლუკა ზარანდიამ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ამავე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი დავით ჯიქია გახდა.

საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი კი, გიორგი პაპუნაშვილს ერგო. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და ინდივიდუალური ჯილდო კვლავ გვერგო.

gff.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწარე მარცხი მინსკში

ქართველმა 17-წლამდელებმა მასპინძელ ბელორუსებს შანსი არ დაუტოვეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო

ramo
წარმატებები ლუკას!!!თქვენ ასაკში ყველაფერი უნდა მოიგოთ, რა შუაშია სხვა ტურნირისთვის მომზადება. გამარჯვებულის ხასიათი გჭირდებათ ყველას.
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა