ზუსტი თანხა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ მარკოიშვილმა თურქებისგან მეგა-შეთავაზება მიიღო
იტალიურმა გამოცემა "სპორტანდომ" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დიდია ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იტალიური "კანტუდან" თურქულ "გალათასარაიში" გადავიდეს.

გაზეთ "ლა რეპუბლიკაში" ზუსტი თანხა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნათქვამია, რომ მარკოიშვილმა მეგა-შეთავაზება მიიღო.

"დეილიბასკეტი" კიდევ უფრო ჩაუღრმავდა საკითხს და შეგვახსენა, რომ "კანტუს" ერთ-ერთი ძლიერი სპონსორი გაურბის და ეს ტრანსფერი გუნდს თავის გატანისთვის სჭირდება.

თავის მხრივ, "გალათასარაის" მსროლელი დევიდ ჰოუკინსი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და მანუჩარი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.

შეგახსენებთ, "ლომები" ("გალათასარაის" მეტსახელი) თურქეთის ჩემპიონატის პარალელურად, ევროთასზე ასპარეზობენ.

27 იანვარს მანუჩარის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში "რომას" უმასპინძლა და 60:65 დამარცხდა. ქართველმა უკანახაზელმა 26 წუთში 10 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა