ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: აუტსაიდერები ფავორიტთა შორის

პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: აუტსაიდერები ფავორიტთა შორის

ტურის მშვენება "არსენალი"-"ლივერპულია"
"ვილა პარკზე" ორი ისეთი გუნდი ხვდება ერთმანეთს, რომელთა ხილვას აუტსაიდერთა შორის სეზონის დაწყებამდე, ალბათ, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.

ამ სტატუსით უფრო მეტად "ნიუკასლის" წარმოდგენა გვიჭირს, რადგან ალან პარდიუს გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. ბირმინგემელები არც შარშან ბრწყინავდნენ ალექს მაკლიშის ხელში, მაგრამ "ნორვიჩში" წარმატებით ნამუშევარი პოლ ლამბერტის მოსვლა ფანებმა პროგრესის წინაპირობად მიიჩნიეს და... მწარედ შეცდნენ.

მასპინძლებს გასავარდნ ზონამდე სულ რაღაც ქულა აშორებთ. ამ წყვილში რომელი გუნდი უფრო ცუდ ფორმაშია, კამათი მხოლოდ ამაზე თუ შეიძლება. ევროპელი ბუკმეკერები უპირატესობას "ვილას" ანიჭებენ, მაგრამ შანსი ახალწვეულებით მოძლიერებულ "კაჭკაჭებსაც" აქვთ.

"ქუინზ პარკის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ასოციაციის თასის მე-4 ეტაპის შეხვედრაში ლიგა 1-ის "მილტონთან" სათადარიგოთა შემადგენლობით სცადა ფონს გასვლა, მაგრამ სასტიკად შერცხვა (2:4). ამჯერად "ლოფტუს როუდზე" "რეინჯერებს" ბევრად უფრო სერიოზული მეტოქე ელით: პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებული.

მასპინძელთა საბედნიეროდ, როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდა ბობი ზამორა. რამდენად მზად იქნება ვეტერანი ძირითადში სათამაშოდ, ვერ გეტყვით, მაგრამ მისი და ლოიკ რემის დუეტმა, წესით, სერიოზულად უნდა დაატყოს ხელი გუნდის შედეგებს. "სიტი" ბოლო თამაშებში იმდენად დამაჯერებელია, რომ ეჭვი გვაქვს, მათ არც დღეს გაუჭირდებათ 3 ქულის აღება.

"სტოკ სიტი" შინ აუტსაიდერ "უიგანს" მასპინძლობს. ტონი პულისის გუნდი ხანგრძლივი წარუმატებელი სერიის შემდეგ, უბრალოდ, ვალდებულია, იმარჯვოს, რათა იმ პოზიციების შენარჩუნება მაინც მოახერხოს, რაც დღეს უკავია. გუნდებმა განსხვავებულად იასპარეზეს ასოციაციის თასზე. "სტოკი" დამარცხდა, "უიგანმა" იმარჯვა, მაგრამ მათ მეტოქეებიც სხვადასხვა კალიბრის ჰყავდათ. ჩვენი აზრით, რობერტო მარტინესის გუნდს "ბრიტანია სტედიუმზე" წარმატების მხოლოდ მიზერული შანსი აქვს.

"სანდერლენდი", როგორც იქნა, დაემსგავსა მარტინ ონილის გუნდს. თუკი ბრიტანულ ფეხბურთს დიდი ხანია უყურებთ, მაშინ განმარტება, თუ რას ნიშნავს ეს, არ დაგჭირდებათ. ჩრდილოირლანდიელს ყოველთვის შემტევი და მებრძოლი გუნდი ჰყავდა. "შავ კატებს" სერიოზული გამოცდა ელით ინგლისის ლიგის თასის ფინალისტთან.

"სუონსის" დიდი ხანია, ჩემპიონატშიც არ წაუგია და ჩვენ თუ გვკითხავთ, ამის დრო სწორედ რომ მოსულია. სტატისტიკოსები ერთ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას: მასპინძლები საშინაო მატჩებში შედეგიანობით ვერ გამოირჩევიან, სტუმრები კი გასვლით შეხვედრებში უშვებენ იშვიათად. შესაბამისად, გვგონია, რომ თამაშის ბედს ერთადერთი გოლი გადაწყვეტს.

30 იანვარს ლონდონში "არსენალისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გაიმართება. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც აშკარად აქვთ პოტენციალი და სწორედ ამ მიზეზის გამო მათ ჩემპიონატის დაწყებამდე ფავორიტთა სიიდან ასე ერთი ხელის მოსმით ვერ ამოიღებ, მაგრამ, ამასთან, გულის სიღრმეში ალბათ ყველამ ვიცით, რომ არც ერთსა და არც მეორეს ამის გაკეთება, პრაქტიკულად, არ შეუძლია.

ისინი ერთგვარი აუტსაიდერები არიან გრანდებს შორის. "მეთოფეებმა" 23 იანვარს ჩემპიონატის გადადებული მატჩი ჩაატარეს და დედაქალაქურ დერბიში "ვესტ ჰემს" 5:1 გადაურბინეს, მერე კი თასზეც იმარჯვეს "ბრაიტონთან" - 3:2. "ლივერპულმა" ბოლო ტურში "ნორვიჩის" თავმოყვარეობა იმსხვერპლა (5:0), სამაგიეროდ, თასზე დამარცხდა "ოლდჰემთან" (3:2). ჩვენი პროგნოზით, ყველაზე რეალური ამ შეხვედრის ფრედ დასრულებაა.

"გუდისონ პარკზე" კი ნამდვილად საინტერესო თამაში გაჩაღდება იმ გუნდებს შორის, რომლებიც აქამდე ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ვესტ ბრომვიჩი" ამ რბოლას ნელ-ნელა ჩამორჩა და რამე სასწაული თუ არ მოხდა, ძნელად წარმოსადგენია, იქ დაბრუნება მოახერხოს. სტივ კლარკის გუნდი ხომ ბოლო 12-იდან კინკილა ქულით დაკმაყოფილდა და ისიც შინ, წყალწაღებულ "ასტონ ვილასთან".

"ევერტონმა" ზედიზედ ორჯერ ითამაშა უგოლო ფრე და გვგონია, რომ ამჯერად მეტოქეს გოლების წვიმას თუ არ დაატეხს, აუცილებლად დაამარცხებს.

"ნორვიჩის" მოუგებელ სერიას ბოლო აღარ უჩანს. კრის ჰიუტონის შეგირდებმა ჩემპიონატში ბოლოს 15 დეკემბერს "უიგანთან" აიღეს 3 ქულა. მას მერე "იადონებმა" მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს ასოციაციის თასზე, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში ამ ტურნირსაც დააკლდნენ, როცა კონფერენციის წარმომადგენელ "ლუტონთან" 1:0 დათმეს.

თასიდან გამოვარდა "ტოტენჰემიც". "დეზები" "ლიდსთან" შერცხვნენ (1:2). ბუკმეკერები "კეროუ როუდზე" ფავორიტებად სტუმრებს მიიჩნევენ.

"ქრეივენ კოტეჯზე" ოთხშაბათს, როგორც მას უწოდებენ, ლონდონის ერთ-ერთი მცირე დერბი გაიმართება. დაღმავალ გზას შემდგარი "ფულჰემი" მისი ბედის მოზიარე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. დედაქალაქური კლუბების მდგომარეობას განწირულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლთა შორის მათ უკვე აღარავინ ახსენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ "ჩაქუჩები" გასვლით შეხვედრებში მიმდინარე სეზონში უსუსურად გამოიყურებიან (8 ქულა 11 თამაშში და 6 გოლი), მასპინძელთა ფავორიტად დასახელება, ალბათ, ლოგიკური იქნება.

"ტოტენჰემთან" წინა ტურის შეხვედრაში 90-ე წუთზე ფეხის დაცდენის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისურ თოვლსა და ქარს ყატარში ოთხი დღით განერიდა. ფეხბურთელებმა სამხრეთის მზის აბაზანები მიიღეს და, ასე ვთქვათ, გადაიტვირთნენ, რაც გუნდს "ფულჰემთან" თასის შეხვედრაში (4:1) აშკარად დაეტყო.

ალექს ფერგიუსონის გუნდი 30 იანვარს გასამართი შეხვედრის წინაც გამოკვეთილი ფავორიტია. მართალია, ბოლო ხანს "წმინდანების" თამაშის ხარისხს არა უშავს რა ეთქმის, მაგრამ "ოლდ ტრეფორდზე" ეს საკმარისი არ იქნება. ბუკმეკერები "ეშმაკების" შესაძლო მოგებაზე მცირე ფსონს იძლევიან.

"რედინგი" ბოლო ტურებში (პლუს ასოციაციის თასზე) იმდენად კარგად თამაშობს, რომ ჩემპიონატის საშუალო კალიბრის გუნდს დაემსგავსა. "ჩელსი" კი ხან პოულობს საკუთარ თამაშს, ხან ისევ ავიწყდება, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველასთან ფავორიტია. სწორედ ამიტომ გვგონია, რომ "მადეისკიზე" ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა უნდა გაიმართოს. ჩვენი აზრით, წარმატების მეტი შანსი სტუმარს აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური

29 იანვარი:

ასტონ ვილა-ნიუკასლი 23:45

ტრავმა: პეტროვი, გარდნერი, ოლბრაიტონი, ეჰრდი, ბეიკერი, დელფი, დანი – ბენ არფა, ვუკჩიჩი, გოსლინგი, სიმპსონი, კაბაი, რ. ტეილორი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 137 თამაში: +47=30-60 (211-221)

ქუინზ პარკი-სიტი 23:45

ტრავმა: ჯონსონი, ჰოილეტი, ბოსინგვა – მაიკონი, ნასრი, რიჩარდსი, კომპანი, ბალოტელი, ნასტასიჩი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +12=14-15 (49-50)

სტოკ სიტი-უიგანი 23:45

ტრავმა: უილსონი, დელაპი, კემერონი – რამისი, მიაიჩი, ლოპესი, ალკარასი, უოტსონი, კრუსატი, პოლიტი, პისკუ

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +6=10-5 (28-30)

სანდერლენდი-სუონსი 23:45

ტრავმა: კუელიარი, კატერმოული, როუზი, ბრაუნი – აგუსტიენი, ტეილორი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +1=3-3 (5-9)

30 იანვარი:

არსენალი-ლივერპული 23:45

ტრავმა: არტეტა, ვერმალენი, ფაბიანსკი, კოკლენი – ჯონსონი, კელი, ხ. ენრიკე, რეინა

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 178 თამაში: +65=47-66 (240-247)

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 23:45

ტრავმა: ჰიბერტი, კოულმენი, გიბსონი, მირალიაში – ლონგი, იაკობი, ფორჩუნი, რიდი, გერა

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 118 თამაში: +44=29-45 (176-192)

ნორვიჩი-ტოტენჰემი 23:45

ტრავმა: მორისონი, ბასონგი, რადი – გალასი, დეფო, კაბული, სანდრო

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +13=13-18 (53-69)

ფულჰემი-ვესტ ჰემი 00:00

ტრავმა: ა. დიარა, დევისი, ფრეი, რიჩარდსონი – კოლინსი, პოტსი, რიდი, კეროლი, მაკარტნი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 თამაში: +11=8-16 (49-62)

იუნაიტედი-საუთჰემპტონი 00:00

ტრავმა: იანგი, ევანსი, დ. ფლეტჩერი – ფონტე, ლალანა

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +1=5-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 74 თამაში: +43=16-15 (141-84)

რედინგი-ჩელსი 00:00

ტრავმა: მაკარტი, რობერტსი – ლუისი, რომეუ, ჩეხი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +0=2-4 (7-12)

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები: 18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXIII ტურის შეჯამება: იუბილარი ვეტერანი

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ