ბარსელონამ ნავარო ორი კვირით დაკარგა
ლეგენდარული სერბი კალათბურთელი დეიან ბოდიროგა, შესაძლოა, FIBA-ევროპის ახალი პრეზიდენტი გახდეს.

ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციასა და ევროპული ქვეყნების მთელ რიგ ფედერაციებს შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს და სავსებით შესაძლებელია, რომ დასასრულს მიუახლოვდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ისლანდიელი ოლაფურ რაფნსონის მმართველობის პერიოდი.

ვარაუდობენ, რომ 28 ფედერაცია, რომელმაც თავის დროზე სარჩელი შეიტანა FIBA-ევროპის წინააღმდეგ რაფნსონის მიერ რეგლამენტის დარღვევისთვის, ორგანიზაციის უახლოეს გენერალურ ასამბლეაზე ეცდება ლეგენდარული სერბის კანდიდატურის გაყვანას პრეზიდენტის პოსტზე.

აღვნიშნავთ, რომ ბოდიროგას საკალათბურთო კლუბებისა და ნაკრებების მართვის სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დეიანი გენერალურ მენეჯერად მუშაობდა რომის "ლოტომატიკაში, აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა სერბეთის კალათბურთის ფედერაციაში.

"ბარსელონამ" დაახლოებით 10-15 დღით დაკარგა თავისი წამყვანი მცველი ხუან კარლოს ნავარო. ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს კალათბურთელს ექიმებმა. მიზეზი კი მარჯვენა ფეხის ტრავმა გახლავთ, რომელიც მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო.

ასევე უსიამოვნო ამბავი შეიძლება იყოს "ბარსას" მწვრთნელ ხავი პასკუალისთვის ის, რომ გუნდის კიდევ ერთ მცველს, ვიქტორ სადას აწუხებს ფეხი და მას უახლოეს ორ დღეში სამედიცინო შემოწმება ელის.

ამ რთულ სიტუაციაში "ბარსელონას" შეიძლება მშველელად მოევლინოს "კახა ლაბორალის" ყოფილი მცველი ბრედ ოლესონი, რომელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ კატალონიურმა კლუბმა 29 იანვარს გამოაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

TimeLine: საქართველოს ელჩები

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე