უბრძოლველად ჩაიარა "ფილიპს არენას" ნახევრადცარიელი ტრიბუნების ქვეშ "ატლანტასა" და "ბაფალოს" შეხვედრამ. "ტრეშერზმა" სეზონის სტარტი კარგად ჩაატარა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა "სეირბზთან", რომელიც ამ შეხვედრას ზედიზედ ხუთი დამარცხებით შეხვდა
უბრძოლველად ჩაიარა "ფილიპს არენას" ნახევრადცარიელი ტრიბუნების ქვეშ "ატლანტასა" და "ბაფალოს" შეხვედრამ. "ტრეშერზმა" სეზონის სტარტი კარგად ჩაატარა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა "სეირბზთან", რომელიც ამ შეხვედრას ზედიზედ ხუთი დამარცხებით შეხვდა. ლინდი რაფის გუნდში უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდა ჰოკეისტების - ტაილერ ენისისა და ტაილერ მიერსის პირველი გოლები. მათ მიბაძა და სეზონში პირველად გამოიჩინა თავი "ბაფალოს" ყველაზე ძვირადღირებულმა ფორვარდმა ტომაშ ვანეკმა, რომელიც წელიწადში 7 მილიონზე მეტს იღებს. გარდა ამისა, "სეიბრზმა" ერთი შაიბა რიცხობრივი უპირატესობისას გაიტანა, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან გუნდმა ამ მატჩამდე 24 მცდელობიდან მხოლოდ ორჯერ გამოიყენა ერთი ზედმეტი მოთამაშე.

სტუმრად ოთხიდან ოთხი წაგება აქვს "ანაჰაიმს". ამჯერად "იხვები" "კოლამბუსთან" დამარცხდნენ - 1:3. თუმცა "დაქსის" საქმე მთლად უიმედოდ არ არის, რადგან მასპინძლების მეკარე სტივ მეისონს 31 დარტყმის მოგერიება მოუწია. "კოლამბუსის" რიგებში დუბლით გამოიჩინა თავი კაპიტანმა რიკ ნეშმა, ხოლო ფორვარდმა დერეკ მაკენზიმ ლამაზი გოლი გაიტანა - მან ჯერ საკუთარ ზონაში მოასწრო შაიბის ბლოკირება, შემდეგ კი დამოუკიდებლად გაიქცა კონტრშეტევაში. "კოლამბუსმა" თავის კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

"ჩიკაგოსა" და "ვანკუვერში" უმაღლესი დონის ბევრი ფორვარდი თამაშობს, მაგრამ მათი შეხვედრა მოკრძალებული ანგარიშით - 1:1 დასრულდა. "ბლეკჰოქსი", რომელმაც "კენაქსი" შარშანდელი პლეი ოფის ნახევარფინალში დაამარცხა, პირველი პერიოდის ბოლოს დებიუტანტ ვიქტორო სტალბერგის მონდომების წყალობით დაწინაურდა. "ვანკუვერმა" ანგარიში მესამე პერიოდის სტარტზე გაათანაბრა, როცა დანიელ სედინმა კესლერისა და ერჰოფის დახმარებით "შეტენა" შაიბა მარტი ტურკოს კარში. ამის შემდეგ გუნდები რისკზე წასვლას ერიდებოდნენ და აქცენტს დაცვაზე აკეთებდნენ. მეკარეებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. თუმცა რობერტო ლუონგომ ბულიტების სერიაში სამი გოლი გაუშვა, ტურკომ კი სამუელსონის ბოლო ბულიტი მოიგერია და თავის გუნდს მოაგებინა. "კენაქსი" კვლავაც პლეი ოფის ზონის მიღმაა, მაგრამ ამ გუნდის გულშემატკივრებმა არ უნდა მოიწყინონ, რადგან კანადელებს შარშან უარესი სტარტი ჰქონდათ, მაგრამ ჩემპიონატის შუაში ათამაშდნენ. "ჩიკაგომ" კი ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ლიგის ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა სტენლის თასის მფლობელს სხვებზე ორით ან სამით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

სტარტზე ღირსეულად გამოიყურება "კაროლინა", რომელმაც მინიმალური ანგარიშით წააგო "ლოს ანჯელესთან". გუშინ "ჰარიკეინზმა" სტუმრად შეძლო დასავლეთის ერთ-ერთი ფავორიტის "სან ხოსეს" დამარცხება, მომდევნო დღეს კი კალიფორნიული ტურნე გააგრძელა და "კინგზს" ესტუმრა. თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, მასპინძლებმა გამარჯვების შაიბა მხოლოდ მესამე პერიოდის დასაწყისში გაიტანეს. თავი ისახელა დებიუტანტმა ანდრეი ლოქტიონოვმა. მის გარდა ჩემპიონატში სასტარტო შაიბები გაიტანეს კოპიტარმა და ჰანძუშმა.

ატლანტა-ბაფალო 1:4

0:1, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 ენისი-1 (მონტადორი-3, ბატლერი-1), 0:2 მიერსი-1 (ბატლერი-2, დ. როი-2), 0:3 მაკორმიკი-2 (გოსტადი-2, რივე-1), 1:3 ენსტრიომი-2 (ბაფულინი-3, ლედი-4), 1:4 ვანეკი-1 (სტეფორდი-4, მონტადორი-4).

კოლამბუსი-ანაჰაიმი 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 მაკენზი-2, 2:0 ნეში-2 (ჰუსელიუსი-2, ვერმეტი-2), 2:1 სელიანე-3 (ბლეიკი-1, ვიშნოვსკი-3), 3:1 ნეში-3.

ჩიკაგო-ვანკუვერი 2:1 (ბ)

1:0, 0:0, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 სტალბერგი-2 (დოუელი-2, სკილი-2), 1:1 დ. სედინი-7 (კესლერი-1, ერჰოფი-2).

ბულიტები გაიტანეს: ტეუვზი (ჩიკაგო), დ. სედინი (ვანკუვერი), შარპი (ჩიკაგო), კესლერი (ვანკუვერი), პ. კეინი (ჩიკაგო).

ლოს ანჯელესი-კაროლინა 4:3

2:2, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 რ. სმიტი-3 (სტოლი-2, ჯასტინ უილიამსი-3), 1:1 ლაროუზი-2 (ე. სტაალი-3), 1:2 ე. სტაალი-3, 2:2 ჰანძუში-1 (პონიკაროვსკი-2, სიმონდსი-1), 3:2 კოპიტარი-1 (ბრაუნი-2), 3:3 სკინერი-1 (ბაბჩუკი-2, კოული-3), 4:3 ლოკტიონოვი-1 (კოპიტარი-4, უ. მიტჩელი-2).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის