ქართველი ჩოგბურთელი განვლილ პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორჯერ შეიცვალა ფედერაცია - შარშანწინ რუსეთს მიაშურა, შარშან კი სამშობლოში დაბრუნდა.

სწორედ ამ წასვლა-წამოსვლის მიზეზებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ 20 წლის ქართველ ჩოგბურთელთან.

- რუსეთში გადასვლამდეც სამი წლის განმავლობაში იქაური ჩოგბურთის ფედერაცია მაფინანსებდა, რაშიც მენეჯერი მეხმარებოდა.

სწორედ მისი მოთხოვნა იყო, მოსკოვში გადავსულიყავი. ეს უსიამოვნო პროცესი რამდენჯერმე გადავავადე, სანამ ალტერნატივის წინაშე არ დავდექი: ან რუსეთში გადავსულიყავი, ან ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ვერ მეხმარებოდა, მშობლები კი უსახსრობის გამო ვეღარ მაფინანსებდნენ.

ცხადია, მეც პირველი ვარჩიე. 11 თვე გამოვდიოდი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების სახელით.

- უკან დაბრუნება რა მიზეზით მოხდა?

- შარშან, აგვისტოში, თბილისის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ლეილა მესხს შევხვდი. მან მირჩია სამშობლოში დაბრუნება, თანადგომასაც შემპირდა და მეც ბევრი არ მიფიქრია.

თბილისის ორივე ტურნირში ჩვენი ქვეყნის სახელით ვიასპარეზე. მერე ტიუმენში გავემგზავრე. იქ პირველი წრე გავიარე. მეორეში საუკეთესო ასეულის წევრ ილია მარჩენკოს დავუპირისპირდი. ტურნირის დაწყებამდე გავცივდი და იმ დღეს კორტზე მაღალი სიცხით გავედი.

სამწუხაროდ, პირველი სეტის ჩამთავრებაც ვერ შევძელი. კრემლის თასის საკვალიფიკაციოშიც მხოლოდ ერთ მეტოქეს ვძლიე. სამაგიეროდ, ანტალიაში ზედიზედ ორი 10 000-იანი ტურნირი მოვიგე. მსოფლიო რეიტინგშიც 16 საფეხურით დავწინაურდი და ახლა 264-ე ვარ. ხელშეწყობა რომ მქონოდა, მეტის მიღწევა შემეძლო.

- კი მაგრამ, ფედერაცია ხომ შეგპირდა დახმარებას?

- არ ვიცი, რა მიზეზით, შეპირება, სამწუხაროდ, შეპირებად დარჩა. ერთადერთი, ამჟამინდელი სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დამიდგა გვერდით - გამომიძებნა ორგანიზაცია, რომელიც ერთჯერადი დახმარებით შემეწია.

- ალექსანდრე მეტრეველის ჩოგბურთის აღორძინების ფონდი?

- ბატონმა ალექსანდრე მეტრეველმა-უფროსმა დახმარებაზე უარი მითხრა - რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაკავშირებს და მისი ვალიც გაქვსო.

ეს არ არის მართალი. რუსეთის ფედერაციიდან ნახევარი წელიწადია, წამოვედი. ვალი რომ მქონოდა, ამ ხნის განმავლობაში ვინმე შემეხმიანებოდა, ვინ შემარჩენდა.

ჩვენს ფედერაციას ჯერ ახალი ბიუჯეტი არ დაუმტკიცებია, ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს მეუბნებიან. ისე, ახალ პრეზიდენტს - ალექსანდრე მეტრეველ-უმცროსს სურს, დამეხმაროს. მეც მისი იმედი მაქვს.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?

- ორი კვირაა, "ოლიმპიკის" კორტებზე ინტენსიურად ვემზადები იტალიური ბერგამოს ვაჟთა 50 000-იანი საერთაშორისო ტურნირისთვის, რომელიც 2 თებერვალს დაიწყება.

ორიოდე დღეში გაირკვევა, ძირითად ბადეში ვითამაშებ თუ საკვალიფიკაციოში. აპენინებიდან ამერიკაში გავემგზავრები "ინდიან-უელსის" ტურნირზე. ოკეანის გაღმა ოთხ ჩელენჯერის ტურნირში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენს დრო და ფინანსები გვიჩვენებს.

დოსიე - ნიკოლოზ ბასილაშვილი

დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. ჩოგბურთის თამაში დაიწყო 6 წლისამ გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან იმაღლებდა ოსტატობას.

შედეგები. 12-14-წლიანებში საქართველოს ჩემპიონი. ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლისა ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.

უყვარს კალათბურთი და გოლფი. "ატლანტას" და ზაზა ფაჩულიას ქომაგია. გოლფში ტაიგერ ვუდსს გულშემატკივრობს.

გატაცებულია კომპიუტერითა და წიგნების კითხვით. საყვარელი მწერლები - ალექსანდრე ყაზბეგი და ლევან სანიკიძე.

ჰობი. ტექნიკური მუსიკის შექმნა.

კერპი. არ ჰყავს.

მიზანი. წლეულს ჩოგბურთელ ვაჟთა მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულში დამკვიდრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ira
მაშინ უნდა ჩაიხედო და დასკვნები მერე გააკეთო ასე აჯობებს თუ არ იცი უბრალოდ ქართველი ადამიანების უმრავლესობა ყველა ესეთი დაუნახავია და ყველა დილეტანტურად იქცევა არ იციან და ისე აკეთებენ კომენტარს ამაშია ჩვენი პრობლემა
goga68
ამ საქმეში ჩახედული არ ვარ ნიკას თამაშებს თვალს ვადევნებ,წელს მოუმატა, თუ ამდენი ბავშვები ,მწვრთნელებს და დამლაგებლებს ეხმარება ეს ოჯახაშენებული ერთადერთი ბიჭი გვყავს და მიხედოს.
shelski
ადამიანი შეუგნებელი და დაუნახავი უნდა იყო მართლაც,რომ ასეთი რამე თქვა საერთოდ მეტრეველებზე.ეს ხომ ცილის წამებაა და ამ უსამართლობისათვის ყველას პასუხი მოეთხოვება ვინც ჩოგბურთის განვითარების ფონდზე და პირადად მეტრეველზე რაიმეს ცუდს იტყვის.
datka
როგორ არ გცხვენიათ რა უნამუსოები ხართ კარგს საკმეს აკეთებენ და ვერ აფასებთ
zuka
ფონდის საკმიანობა სახეზეა მადენი ბავსჰვები დააფინანსეს არ გცხვენიათ დეტალურად ააკვთ გაწერილი ყველაფერი დასაბუთებულად თეტრზე სჰავია როგორ ბედავთ და იძახით ფუუუუუუუ
an an
ფონდს შეეშვით საკმეს აკეთებს ისეთს არავის რო არ გაუკეთებია ბატონ ალიკას და აკას მადლობა
gio
ფუუუუუ კაი რა ფონდზე როგორ იძაღით ცუდს კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ
lasha lasha
რაც არ გაუკეტებიათ ამდენი ხანი ფონდის ხალხმა ერთ წელში შეძლო მეტრევლით დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული არ გცხვენით
ika 555
არა რა ამ ხალხს ვერაფერს ვერ დაანახებ მეტრეველზე რომ ვინმე რამეს იტყვის გცხვენოდეთ
sandro 17
geTanxmebi saluka
levan89
გეთანხმები სალუკა 100% ით
giga
რა დაუნახავები ხართ მე მცხვენია თქვენს მაგივრად
teona
რა საშინელი ხალხია არ გცვენიათ ფონდის კარგ საქმიანობას როგორ ვერ ხედავთ
oto
როგორ არ გცხვენიათ მეტრეველს სიკეთის მეტი არაფერი არ გაუკეტებია უმადურები ხართ მართლა
saluka
გინდ უმაქნისებისთვის გიქნია სიკეთე და გინდ ზღვაში წვეთი ჩაგისხამს, სამწუხაროდ ესეა ეს ცხოვრება რა სიკეთეც არ უნდა გააქეთო ეს ხალხი მაინც ვერასდროს დაინახავს, პირიქით ვალდებულათ თვლიან! სამწუხაროა ისიც რომ 8 წლის მანძილზე არაფერი არ კეთდებოდა და ფონდმა ერთ წელში ამდენი ბავშვის დახმარება და ხელშეწყობა შეძლო მაგრამ რა უნდა მოკითხო ამ ადმიანებს რომლებსაც არც ნამუსი და არ მადლიერების გრძნობა არ გააჩნიათ მცხვენია რომ ქართველი ვარ სამწუხაროდ
ქომაგი
შეჭამა და იგივეს მიიღებს რაც ლეილა მესხმა მიიღო!!!
nadal
კარგი მენეჯერი ნამდვილად ჭირდება ფედერაციას,მაგრამ ფაქტია რომ ჩოგბურთს ივანიშვილი აფინანსებს მაგრამ შეჭამა მეტრეველის ფონდმა.
beso 66
ივანიშვილმა დიდი თანხა ჩადო ჩოგბურთში მეტრეველის ფონდში და გასაკვირია ერთადერთ ჩოგბურთელს რატო ეუბნება უარს, რუსული ინტერესი აქვს და ქართული ჩოგბურთი სულ არ აინტერესებს
giorginazgaidzeee
bidzina ivanishvilma rogor vici didi tanxa gaigo chogburtistvis da gasakviria metreveli ras imizezebs uars rom eubneba basilashvils. ertaderti persspeqtiuli chogburtelia
ქომაგი
ნიკას დიდ წარმატებას ვუსურვებ!!! ნიჭიერი და მონდომებული ბიჭია! კეთილო ადამიანებო დააფასეთ და დააფინანეთ ის! :)
ქომაგი
ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ ეჭვი მეპარება ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა უფრო მეტად იზრუნოს ჩოგბურთელებზე და ზოგადად ქართულ ჩოგბურთზე. ყველა თავის ინტერესებზე უკრავს... ჩემი აზით, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს/აირჩიონ ის ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილია და რაღაც მიღწევები აქვს, ვინაიდან ის ყოველთვის შეეცდება მასზე წინ არავინ წავიდეს (ასეთია ადამიანის ფსიქოლოგია). ქართულ ჩოგბურთს სჭირდება კარგი მენეჯერი და საერთაშორის კონტაქტების მქონე ადამიანი! ფედერაციის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ნიჭიერი ბავშვებისთვის სპონსორების მოძიება და დაფინანსება და არა ჯიბის გასქელება! p.s არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია!
lasha
ესეც თქვენი ლეილა მესხი...როგორ ზრუნავდა ჩოგბურთის განვითარებაზე კარგად ჩანს...წინა ფედერაციის დროს ბავშვის მშობელს თუ ფული არ ქონდა უნდა დაენებებინა თავი, მე ვამბობ 1-2 ნომრებზე , და სხვები ხო წარმოგიდგენიატ რა დგეში იყვნენ. ახალი ფედერაცია დარწმუნებული ვარ დაეხმარება ნიკასაც და სხვა ნიჭიერ ბავშვებს!
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს