ბრუნო შვაბებს 2015 წლამდე უთავკაცებს
ხანგრძლივი მითქმა-მოთქმისა და მოლაპარაკებების შემდეგ "შტუტგარტის" მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ შვაბენლანდურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - 46 წლის სპეციალისტი "შტუტგარტს" 2015 წლამდე გაწვრთნის.

"მას მერე, რაც აქ მუშაობა დავიწყე, ბევრი რამ გადავიტანეთ. ვხვდები, რომ "შტუტგარტში" თავი ჯერ არ ამომიწურავს და გადავწყვიტე, ეს გზა გავაგრძელო. "შტუტგარტმა" ისეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რომ ფანები ბედნიერები იყვნენ. იმედი მაქვს, რომ ახალი კონტრაქტის ამოწურვამდე ბევრ რამეს მივაღწევთ," - უთხრა ლაბადიამ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბადიას ხელში "შტუტგარტი", მაქსიმუმ, ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის ხოლმე, ლაბადიას მუშაობით გუნდის მენეჯერი ფრედი ბობიჩიც კმაყოფილია და ბრუნოს ნდობას უცხადებს. ფრედის ლაბადიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აუცილებლად იანვარშივე სურდა და მიზანს მიაღწია კიდეც.

კუჟმანოვიჩი ინტერში მიდის

სამაგიეროდ, "შტუტგარტიდან" მიდის სერბი საყრდენი ნახევარმცველი ზდრავკო კუჟმანოვიჩი, რომელსაც ლაბადია იშვიათად ათამაშებდა ხოლმე, რის გამოც 25 წლის კუჟმანოვიჩს გუნდიდან წასვლა ჯერ კიდევ ზაფხულშიც სურდა. შვაბებმა 30 იანვარს გაზეთ "შტუტგარტერ ნახრიხთენს" დაუდასტურეს, რომ ზდრავკო კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მილანელები შტუტგარტელებს მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ კუჟმანოვიჩს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა იანვარში შვაბებისთვის ამ ტრანსფერიდან ხეირის ნახვის ბოლო შანსი გახლდათ. "შტუტგარტმა" კუჟმანოვიჩი 2009 წელს ფლორენციის "ფიორენტინადან" 8 მილიონ ევროდ შეიძინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XIX ტური: "შტუტგარტმა" "ბაიერნს" სამი ქულა აჩუქა! [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა