ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგა (NFL) აპირებს, 100 მილიონი დოლარი გამოუყოს ჰარვარდის უნივერსიტეტს 10-წლიანი პროექტის სანაცვლოდ
ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგა (NFL) აპირებს, 100 მილიონი დოლარი გამოუყოს ჰარვარდის უნივერსიტეტს 10-წლიანი პროექტის სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს პროფესიონალი ფეხბურთელების ტრავმების გამოკვლევას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართო საზოგადოების ცნობიერებაში NFL-ის მოთამაშე ათლეტური ტიპის სპორტსმენიდან გადაიქცა ადამიანად, რომელიც რისკავს ცხოვრების დასრულებას გაუარესებული ჯანმრთელობით ან ტვინის გაურკვეველი დაავადებებით”, - წერენ ამერიკელი ჟურნალისტები და აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში, ფეხბურთელთა პრობლემები გაცილებით რთულია და ის მხოლოდ თავის ტრავმებით არ არის გამოწვეული.

“ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ყოფილი მოთამაშეები, რომლებმაც 5, 10, 15 ან 20 წლის წინ დაასრულეს კარიერა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ საკმარის თანხას ვხარჯავთ პრობლემის შესწავლაზე”, - განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჯორჯ ატალამ.

თანამედროვე ამერიკელ ფეხბურთელებს აქამდე არასოდეს ღირსებიათ სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა, - აღნიშნავენ ჰარვარდში. ადრე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ამოწმებდნენ ძველი ფეხბურთელების ტვინს.

ფეხბურთის ლიგა, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სურს, უფრო მეტი გაიგოს იმ პროგრამაზე, რომელსაც მას უნივერსიტეტი სთავაზობს და იმედი აქვს, რომ ეს კვლევა დიდ როლს ითამაშებს სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე