32 წლის ფეხბურთელი რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენაძენია
რუსთავის "მეტალურგი" ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა, თუმცა სერიოზულად ემზადება სეზონის მეორე ეტაპისთვის, დაიმატა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი და მალე თურქულ შეკრებაზეც გაემგზავრება.

"მეტალურგის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენაძენი 32 წლის ლევან კორღალიძე გახლავთ - ტექნიკური, აზრიანი ფეხბურთელი, ვისაც თამაშის ორგანიზება შეუძლია.

კორღალიძეს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია: "დინამო", "ტორპედო", "სიონი", "ზესტაფონი"... უცხოეთშიც წლობით ყოფილა წასული, ლატვიასა და მოლდოვაში მას ძალიან კარგად იცნობენ.

ახლა კი კორღალიძე რუსთავური გუნდისთვის გაირჯება და ალბათ, მნიშვნელოვნად გააძლიერებს "მეტალურგს"...

- რატომ მაინცდამაინც რუსთავის "მეტალურგი"?

- მოლდოვადან წამოსვლას ვაპირებდი. მქონდა შემოთავაზებები სხვა ქართული გუნდებიდან, მაგალითად, "ჩიხურადან" და "ზესტაფონიდან", მაგრამ ოჯახთან ახლოს მინდოდა ყოფნა, რუსთავი კი თბილისთან ძალიან ახლოსაა.

"მეტალურგი" ტრადიციული გუნდია. ახლა კი არის ქვედა ექვსეულში, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა მოწინავეთა შორის.

"მეტალურგში" მისვლა მნიშვნელოვნად განაპირობა მწვრთნელის ფაქტორმაც - გიორგი ყიფიანს ახლოს ვიცნობ, ვიცი მისი შეხედულებები და გეგმები; ამბიციური მწვრთნელია.

- მოლდოვაში არაერთი სეზონი გაქვს ნათამაშები. რა ხდება იქაურ ფეხბურთში? როგორ შეადარებდი მოლდოვის ჩემპიონატს ჩვენებურთან?

- "შერიფი" რომ სერიოზული გუნდია, ყველამ ვიცით, ორი წელი გუნდი ევროპალიგის ჯგუფში თამაშობდა, ეს კი ადვილი ნამდვილად არ არის. ძნელია იმ ჩემპიონატების შედარება, როცა დონე თითქმის ერთნაირია. მოლდოვის ჩემპიონატში ტემპი ოდნავ მაღალია, უფრო ფიზიკურ კონდიციებზე კეთდება აქცენტი; საქართველოს ჩემპიონატში კი უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ.

- 2009/10 წლების სეზონისთვის მოლდოვადან "ზესტაფონში" მიხვედი, თუმცა ფეროელთა გუნდიდან მალევე წახვედი და ისევ მოლდოვაში დაბრუნდი. რა იყო ამის მიზეზი?

- სადაც კი წავსულვარ, სულ ისეთ გუნდში ვცდილობდი გადასვლას, მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძვის. "სკონტოში" ლატვიის ჩემპიონი 6-ჯერ გავხდი. "ზესტაფონში" რომ მივედი, პირველი წრე პირველ ადგილზე ჩავამთავრეთ, მერე კი ასევე წარმატებულად ვეღარ ვითამაშეთ, თუმცა საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა.

რაც შეეხება "ზესტაფონიდან" წამოსვლას, მოლდოვურმა "დაჩიამ" უკეთესი პირობები შემომთავაზა, მიღირდა ისევ მოლდოვაში დაბრუნება, ფეხბურთელი ხომ ოჯახს ამით ინახავს.

- მოლდოვაშიც ალბათ იმ პოზიციაზე თამაშობდი, რომელზეც ქართულ გუნდებში...

- იქაც თამაშის ორგანიზება მევალებოდა, მე ხომ შემტევი შუახაზელი ვარ. 2010/11 წლების სეზონში მოლდოვაში საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელეს, პირველი წრე საყრდენ ნახევარმცველად ვითამაშე, მერე კი შემტევ ნახევარმცველად.

- ბარემ ლატვიური ამბებიც მიმოვიხილოთ ორიოდ სიტყვით...

- ლატვიაში რომ ვთამაშობდი, იქაური ჩემპიონატის დონე მართლაც მაღალი იყო. ალბათ, გახსოვთ, რომელ ევროპულ გუნდებთან უწევდა "სკონტოს" თამაში. მაშინ ლატვიაში ბევრი ისეთი გუნდი იყო, კარგი ფინანსური შესაძლებლობები რომ ჰქონდა. ლატვიაში გატარებული პირველი ორი სეზონი მართლაც გამორჩეული იყო, მერე კი ასეთივე დონის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა.

- რუსთავის "მეტალურგში" რა ხდება, რა მიმართულება აქვს არჩეული მწვრთნელს?

- გუნდი 2-3 თვეში რომ კეთდებოდეს, ფეხბურთი ძალიან ადვილი თამაში იქნებოდა. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ. თურქულ შეკრებას რომ გავივლით, უფრო კარგად გამოჩნდება ყველაფერი. გიორგი ყიფიანი აქცენტს ჭკვიანურ ფეხბურთზე აკეთებს, რაც მგონი, ყველას მოგვწონს.

- 32 წლის ხარ და საკუთარ თავს როგორ ატყობ - ასაკი მოქმედებს თამაშის ხარისხზე?

- თავს ახლა უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა 20 წლის ვიყავი. მთავარია ჯანმრთელობა, თორემ თუ იმ ჩარჩოებში ჯდები, რითაც პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში ისაზღვრება, ასაკს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუ მწვრთნელი გავხდები, მეც ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებ.

- ანუ მწვრთნელობაზე სერიოზულად ფიქრობ?

- მწვრთნელობა მომწონს, მიზიდავს ეს პროფესია, თუმცა მასზე სერიოზულად ჯერ არ ვფიქრობ; კიდევ მინდა, ცოტა ხანი ვითამაშო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან კორღალიძე: საქართველოში დაბრუნება ადრეც მსურდა

მოლდოვური მედია: ლევან კორღალიძე, როგორც ლეგენდა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა