გუნდის შემადგენლობა თებერვალში დასახელდება
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა შარშან თურქულ მარდინში, გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა.

მაშინ ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე და სალომე მელია იცავდნენ.

წლევანდელი მსგავსი შეჯიბრებისთვის დეკემბერში ისევ თურქეთს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ამას წინათ წახკაძორში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ქალთა მე-4 მსოფლიო გუნდური პაექრობა 2-13 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.

დებულებით, პირველობაში 10 გუნდი ასპარეზობს: მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორები, კონტინენტების ჩემპიონატების ოთხი გამარჯვებული, ორგანიზატორი ქვეყანა და ფიდეს პრეზიდენტის ნომინანტი, რომელიც ტოპ-16 ქვეყანაში უნდა შედიოდეს.

ამ პარამეტრებით საქართველოს ქალთა ნაკრები ჩემპიონატს მიღმა აღმოჩნდა, რადგან კირსან ილუმჟინოვმა წახკაძორში ფიდეს ნომინანტად თურქეთი დაასახელა.

და აი, 30 იანვარს შევიტყვეთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები მაინც გაემგზავრება ასტანაში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჩინეთის, რუსეთის, უკრაინის, ინდოეთის, რუმინეთის, სომხეთის, აშშ-ის, ყაზახეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს გაუწევს მეტოქეობას.

გუნდის შემადგენლობა თებერვალში დასახელდება.

ცნობილი გახდა, რომ ასტანაში რუსები შესუსტებული შემადგენლობით გამოვლენ, რადგან დებმა - ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევებმა, რომლებიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს, სანამ კაპიტანი სერგეი რუბლიოვსკი იქნება.

რა მოხდა, თვით რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მესვეურებმაც არ იციან.

დასანანი მარცხი

30 იანვარს გიბრალტარში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა.

დასანანი მარცხი იწვნია ნანა ძაგნიძემ, რომელიც ქალებში მეწინავეობდა: კირილ გეორგიევთან პაექრობისას თეთრი ფიგურებით სრულიად უწყინარ პოზიციაში 25-ე სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა და სამი სვლის შემდეგ მეტოქეს დანებდა.

სალომე მელია მელის კანეპთან დამარცხდა და მონაგარში 5 ქულა დარჩა. ჩინელმა ჟაო სიუმ ვენესუელელ ედუარდო იტურისაგას აჯობა და 7 ქულით ქალებში გალიდერდა.

6,5 ქულით მეორე ადგილზეა პია კრამლინგი (შვედეთი), ხოლო ძაგნიძემ, ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი), ანა მუზიჩუკმა (სლოვენია), ტანია საჩდევმა (ინდოეთი), ვალენტინა გუნინამ (რუსეთი), ელიზაბეტ პეტცმა (გერმანია) და ცზიუ ვენძიუნმა (ჩინეთი) 6-6 ქულა მოაგროვეს.

რაც შეეხება ლიდერთა პაექრობას, 30 იანვრის შეხვედრები ასე დამთავრდა: ნაიჯელ შორტი (ინგლისი) - ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) 0.5:0.5, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - გატა კამსკი (აშშ) 1:0, იან იუ (ჩინეთი) - დავიდ ნავარა (ჩეხეთი) 0:1, ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 1:0, მაიკლ ადამსი (ინგლისი) - იან ელვესტი (აშშ) 1:0, ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი) - ალექსეი შიროვი (ლატვია) 1:0, რენიერ ვასქუზი (ესპანეთი) - ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი) 0:1, დანიელ ფრიდმანი (გერმანია) - რუბენ ფელგაური (არგენტინა) 0.5:0.5, ედუარდო იტურისაგა (ვენესუელა) - ჟაო სიუ (ჩინეთი) 0:1, ხოსე კარლოს იბარა (ესპანეთი) - ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი) 0.5:0.5, გრიგორი ოპარინი (რუსეთი) - ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი) 0.5:0.5.

ცხრა ტურის შემდეგ: შორტი, ვიტიუგოვი, ვაშიე-ლაგრავი-7.5-7.5, ნავარა, ივანჩუკი, ადამსი, სანდიპანი, ლიემი, ჟაო სიუ, გეორგიევი.

31 იანვარს ბოლო ტურის ორთაბრძოლები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა