ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე ჩვენთვის უცნაურად დასრულდა

მაროკოულ აგადირში დაწყებული ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე ჩვენთვის უცნაურად დასრულდა - ახალგაზრდებში ევროპის 2008 წლის ბირნჯაოს პრიზიორმა გიორგი ბროლაშვილმა (60) ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო და ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა, იქ კი იაპონურ ბარიერს შეეჯახა და უმედლოდ დარჩა. ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ტორუ შიშიმესთან მარცხის შემდეგ ჩვენებური ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც "ამომავალი მზის ქვეყნის" წარმომადგენელ კიოსუკე ნიშიოსთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

სამწუხაროა... მით უფრო, რომ ჩვენებურმა წინასწარი შეხვედრები ძალზე ძლიერად ჩაატარა - ოთხი შეხვედრიდან სამი წმინდად მოიგო. სულ თავიდან პაკისტანელ მუჰამად რაზისთან უსწრაფესი იპონი მიითვალა - 13 წამში (!) დააგდო სუფთად. ამერიკელი გეორგ ტორუნგი 1,11-ში ორი ვაზარით გააგდო, ირანელ გასემ ნოურიზადეჰის ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი იპონზეც დასცა. იმ ოთხეულიდან ერთადერთი მეტოქე, ვისაც ჩვენებურმა წმინდად ვერ მოუგო, სერბი პრედრაგ ნიოლაევიჩია - სამი იუკო აართვა, ზოგი გდებებეით, ზოგიც - გაფრთხილებებით. ტურნირის ეს მონაკვეთი ბროლაშვილმა იმდენად ძლიერად, იმდენად კარგად ჩაატარა, ნამდვილად არ გვეგონა, უმედლოდ თუ დარჩებოდა, მაგრამ იაპონელები სხვაგვარად ფიქრობდნენ. შიშიმეს ლამის მთელი შეხვედრა ტოლი არაფერში დაუდო და მხოლოდ შეხვედრის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე დაეცა ვაზარზე. ისეთი სტარტის შემდეგ მისი უმედლოდ დარჩენა ნამდვილად საწყენია.

ამავე წონაში ტურნირში საერთოდ არ გამოსულა შმაგი ლაგაზაური. ის აგადირში კი გაემგზავრა, მაგრამ როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, იქ ტრავმა მიუღია და ჩემპიონატსაც ამ მიზეზით გამოაკლდა.

ძალზე სუსტად გამოვიდნენ 55-ში მოასპარეზე ჩვენებურებიც, რომლებმაც მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს. ლუხუმ ჩხვიმიანმა ლუქსემბურგელი ტომ შმიტი წუთნახევარში დააიპონა, მაგრამ მერე აზერბაიჯანელ ალი რზაევთან წააგო. აქ ანგარიში თანაბარი იყო - ორივეს თითო იუკო ჰქონდა, მაგრამ მალე აზერბაიჯანელმა ვაზარი მოიპოვა და ანგარიში ბოლომდეც შეინარჩუნა.

ჩემპიონარი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ოთარ კაიდარაშვილმა - მონღოლი კუნტაიჯ ენკჰბაატარი ნახევარ წუთში დააიპონა! ასეთი დასაწყისის შემყურეთ მისი წარმატებით გამოსვლის იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ ამაოდ - მეორე შეხვედრა ბრაზილიელ სერხიო ნასკიმენტოსთან ვაზარით დათმო.

დღეს ტურნირში კიდევ ორი წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან - 66 და 73-ის. ორივეგან ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. 66-ში ლაშა ლომიძე პირველ წრეში ლიბანელ ვისამ ჰაიეკს ხვდება, ამათში მოგებულს კი მეტოქედ კვიპროსელი სოტირის ჩარალამბოუსი ელოდება. ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ტუნისელ ჰოუცემ ხალფაულსთან გამართავს. ცნობილია ამ წყვილში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქეც - ბრიტანელი ლუის კეებლე. 73-შიც ორივე ჩვენებური პირველივე წრიდან ჩაებმება. ზებედა რეხვიაშვილი კვიპროსელ კლეოვოულოს ლუკაიდესს ეჭიდავება, ლაშა ზურაბიანი - გერმანელ ალექსანდერ ვიცზერზაკს. ხვალვე იჭიდავებს გოგონათა ტურნირში ჩვენი ერთადერთი მონაწილე შორენა შარაძეც (63), რომელიც ავსტრიელ სტევი კელს ხვდება.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

55 კგ. 1. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი), 2. საიკენ ფუჯისავა (იაპონია), 3. ფაბიო ბასილე (იტალია), ზაურ კალაშაოვი (რუსეთი).

60 კგ. 1. ტორუ შიშიმე (იაპონია), 2. ილიას ისმაგილოვი (ყაზახეთი), 3. კიოსუკე ნიშიო (იაპონია), იაკუბ შამილოვი (რუსეთი). 5. გიორგი ბროლაშვილი (საქართველო).

გოგოები.

44 კგ. 1. საკიჰო ჰამადა (იაპონია), 2. აგუედა სილვა (ბრაზილია), 3. ანგელინა ბომბარა (იტალია), ებრუ საჰინი (თურქეთი).

48 კგ. 1. მირი ტოდა, 2. მომო ტამაოკი (ორივე - იაპონია), 3, ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია), სკარლეტ გაბრიელი (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა